ცხადდება 100-მილიონ ლარიანი საგრანტო აუქციონი, რომლიც დაწყებულ მშენებლობებს შეჩერებისგან დააზღვევს

ცხადდება 100-მილიონ ლარიანი საგრანტო აუქციონი, რომლიც დაწყებულ მშენებლობებს შეჩერებისგან დააზღვევს

გამოვაცხადებთ 100 მილიონიანი ლარის საგრანტო აუქციონი. ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სექტორალური დახმარების მხარდაჭერის პროგრამა დღეს დაიწყება.

„მას შემდგომ, რაც ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა და ყველა ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგი იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა, არ შეშლოდათ ხელი. ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მილიონიან გარანტიას იმისთვის, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს 2008-2009 წლის კრიზის შემდეგ, ამ კრიზისების შემდეგ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ ამახინჯებენ თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქს. გარდა ამისა უზარმაზარ სოციალურ პრობლემას უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველადი შენატანები მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.