კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ლენჯერს, ექვსი ინფიცირებულებთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ოთხი შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია.

„კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ, ერთის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში, ვირუსისგან განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82-ია.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი სოლიდურად გაიზარდა. იყო 1150 , გამოჯანმრთელდა 40 და ეს მაჩვენებელი არის 1190. ამ მონაცემებით, გამოჯნმრთელებულის პროცენტული მაჩვენებელი 82-ია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.