“ღმერთმა მშვიდობით ატაროს!” – თამარ ჩერგოლეიშვილს, თითქოს მას სუსი დასდევდა, მანქანის მეპატრონე გამოეხმაურა

“ღმერთმა მშვიდობით ატაროს!” – თამარ ჩერგოლეიშვილს, თითქოს მას სუსი დასდევდა, მანქანის მეპატრონე გამოეხმაურა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ავტომანქანის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მისი მტკიცებით ფოთში მას უთვალთვალებს.

„ძაან მიყვარს ოპერატიული მანქანა რომ მომყვება, მანქანას ვაჩერებ, ლამაზად გადმოვდივარ, ფოტოებს ვუღებ და მერე დაბნეულს (გაჩერდეს, არ გაჩერდეს) – მე მივყვები უკან.

P.S. თან რამდენს სდიონ აღარ იციან -მე ცალკე ვმოძრაობ, ნანა ცალკე, გიგა ცალკე ჯერ სად არიან, თავბრუ უნდა დავხვიო”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

ჩერგოლეიშვილის სტატუსს მანქანის პატრონი გამოეხმაურა, რომელიც ქალაქის სერვისების ცენტრის განყოფილების უფროსი მინდია ბარამია აღმოჩნდა. როგორც ის აცხადებს, ქალაქში სამსახურის რეჟიმიდან გამომდინარე ხშირად უწევს გადაადგილება და ჩერგოლეიშვილს სახეზეც კი არ იცნობს.

„ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მალთაყვაში და სხვა უბნებში ხშირად მიწევს გადაადგილება. ეს მანქანა არის ჩემი პირადი საკუთრება. ქალბატონ ჩერგოლეიშვილს შეიძლება დღეში ხუთჯერ შევხვდე, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა მანქანით მოძრაობს, სახეზეც არ ვიცნობ მას და ასეთი რაღაც რატო უნდა დააბრალო ადამიანს, არ მესმის. ვინ უთვალთვალებს მაგას, ღმერთმა მშვიდობით ატაროს, შეეხედა ნომრზე და ნახავდა ვისიცაა. მას თუ რაღაცეები ელანდება მე რა შუაში ვარ”, – ამბობს მინდია ბარამია.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია საპარლამენტო არჩევნებში ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.

Katana . ოოხ, მანგუსტაა!... რომ იცოდე, რა ტაკიმასხრულად გამოიყურებით მთელი თქვენი კლასტერი, გაისუსებოდი და საერთოდ არ ამოიღებდი ხმას! (იმედია, "გაისუსების" მნიშვნელობა იცი და მას თქვენთვის ესოდენ ახლობელ აბრევიატურასთან - ს უ ს - თან არ დააკავშირებ!).
4 წლის უკან