ბაჩალიაშვილის მამა: ვიღაც ყველაფერს ხლართავს, რაღაც დიდ საიდუმლოს შეეწირა ჩემი შვილი

ბაჩალიაშვილის მამა: ვიღაც ყველაფერს ხლართავს, რაღაც დიდ საიდუმლოს შეეწირა ჩემი შვილი

ვიღაცაა ამაში ჩართული და ის ხლართავს ყველაფერს. არ აწყობთ არც FBI-ს ჩართვა, იმიტომ, რომ სიმართლე­ დადგინდება. აბა, სხვა რა ვიფიქრო?, - ამის შესახებ განცხადებას გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აკეთებს.

"ვთხოვთ ამ მთავრობას, დროზე გამოავლინონ მკვლელები. გამორიცხულია, არ იცოდნენ მათი ვინაობა. ასე თუ გაგრძელდა, საქმე სხვა მიმართულებით წავა და მერე თავი­ანთი ხელით გააქრობენ იმათ. დროზე თქვან, ვინ არიან დამკვეთ-შემსრულებლები, თორემ ეს საქმე ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას.

რაღაც დიდ საიდუმლოს შეეწირა ჩემი შვილი, თან ისეთს, რომ ეშინიათ, საზოგადოებამ არ გაიგოს... შვილები რომ გადავარჩინოთ, უნდა ვიბრძოლოთ. ყველას კარზე მიმდგარია ეს უბედურება. მთელ საქართველოს ვთხოვ, ერთად ვიყოთ და დავიცვათ ჩვენი შვილები", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მამამ "კვირის პალიტრასთან".