არჩილ თალაკვაძე: დღეს არსებული მხარდაჭერით, უმრავლესობის ჩამოყალიბებას შევძლებთ

არჩილ თალაკვაძე: დღეს არსებული მხარდაჭერით, უმრავლესობის ჩამოყალიბებას შევძლებთ

მეორე ტური დემოკრატიული არჩევნების ნაწილია. თუ ასეთი საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა აქვს და არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.

„მეორე ტური ეს არის დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. თუ ასეთი საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატებით დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა გვაქვს, გვაქვს საზოგადოების ნდობა. ამიტომ, გვჯერა, არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება რეიტინგს, არაერთი კვლევა არის საჯარო. მინდა, დაგარწმუნოთ, დღეს არსებული მხარდაჭერით და ეს არის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი, უმრავლესობის ჩამოყალიბებას შევძლებთ, ასევე მთავრობის დაკომპლექტებას მომავალ პარლამენტში. ჩვენი მოლოდინია, რომ წარმატებული საარჩევნო კამპანიით, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.