განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება ძალაში დატოვა. სააპელაციო საბჭომ სკოლა-ლიცეუმის საჩივარი გუშინ, 25 აგვისტოს განიხილა.
ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს ავტორიზაციის საბჭომ შეუწყვიტა, რის შემდეგაც სკოლამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.
შ. რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმი 2007 წლიდან ფუნქციონირებდა და რეგიონში ერთ ერთი წარმატებული სკოლად ითვლებოდა. ჩაღლარის ქსელის 2017 წლიდან არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.
სკოლის დირექტორმა, ნანა ყანჩაველმა განაცხადა, სააპელაციო საბჭომ უსამართლო და არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სკოლა გაჩერებას არ აპირებს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია რომ სკოლაში ადგილობრივი საქართველოს მოქალაქეები განათლებას მიიღებდნენ ქაღთულ ენაზე.
სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი საქართველოს მოქალაქე აზერბაჯანელი მოსწავლეები განათლებას იღებდნენ ქართულ ენაზე.