ამირან გამყრელიძის თქმით, საყურადღებო არის მესტიის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგი და გარდაბანი

ამირან გამყრელიძის თქმით, საყურადღებო არის მესტიის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგი და გარდაბანი

ქვეყანაში საყურადღებო წერტილები არის მესტიის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგი და და გარდაბანი, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში გვაქვს 72 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 36 მესტიის მუნიციპალიტეტში და დანარჩენი მესტიის გარეთ, რომლებიც უკავშირდებიან და არიან მეორეული და მესამეული კონტაქტები.

აქედან განსაკუთრებით გამოკვეთილია ლენჯერის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე საკარანტინო ვადა დაუმთავრდა 85%-ს, დაახლოებით 600-მდე ადამიანმა დატოვა საკარანტინო სივრცე, 2 სექტემბერს მთავრდება მთლიანად საკარანტინო ვადა და დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ დაბა მესტია და ლენჯერის თემი გაიხსნება, ოღონდ ლენჯერის თემში ინტენსიური ტესტირება გრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება.

სვანეთის რეგიონი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში 17 კოვიდინფიცირებული პირი გამოვლინდა. 21 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა.