იმათ გასაგონად ვწერ, ვინც გაჰყვირის, რომ ქვეყანაში კორუფცია გაიზარდა ან კრიმინალი გახშირდა. ვიცი, რომ არაფრის გჯერათ, მხოლოდ თქვენს ან გვარამიას შემოთავაზებულ ნარატივში ტრიალებთ და ვიწრო მესიჯ-ბოქსებით აზროვნებთ, სხვანაირად არ შეგიძლიათ, მაგრამ "მსოფლიო ბანკის" ეს კვლევა მაინც წაიკითხეთ, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო ქრთამის აღების სიმცირით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,წაიკითხეთ მაინც ეს კვლევა, და მერე ისევ თქვენივე წვენში მოიხარშეთ.
კვლევაში წერია, რომ კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. ასევე, საუკეთესო მაჩვენებელია იმ სამთავრობო ინსტანციებზე, სადაც ზოგადად, ყველაზე დიდი ალბათობაა, რომ დაფიქსირდეს ქრთამის მოთხოვნის/შეთავაზების ფაქტი (სამშენებლო ნებართვები, სამთავრობო კონტრაქტები და საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრები).
საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9- 15 პროცენტს აღწევს, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 10-19 პროცენტს.
მოკლეთ, ამ ანგარიშში კიდევ ბევრი საინტერესო ციფრია მოყვანილი . მე კი ვიცი, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ ფორმაში ვართ, ვიდრე, მაგალითად, დემოკრატიის ბურჯი ამერიკა, სადაც ქრათამს იღებენ ნიუ-იორკის მერიაში, და ამაზე მსხვილი ბიზნესმენები საუბრობენ, და ქრთამს იღებენ უბრალო ხალხისაგან, როცა მათ მანქანის სარეგისტრაციო ნომერი დაჩქარებულად აღება უნდათ”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.