რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენას აანონსებს

რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენას აანონსებს

თუკი რუსული ავიაკომპანიების მხრიდან ფრენების განახლებაზე წინადადება შემოვა, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობაში განიხილავენ მას, არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც, რადგან რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა. გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საქმეა. თუმცა, დღემდე ეკონომიკის სამინისტროში რაიმე ოფიციალური წინადადება, ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, მისთვის უცნობია რუსეთმა რამე გადაწყვეტილება მიიღო თუ არა შეზღუდვის გადახედვაზე.

„დაველოდებით ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როცა რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა, რადგან არც მაშინ და არც შემდგომში არასოდეს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არაფერი ემუქრებოდათ საქართველოში და აბსოლუტურად უსაფრთხო იყო და არის ჩვენი გარემო. დღესდღეობით, თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალიწინებითაც.

არ მინდა რაიმე პროგნოზების გაკეთება, რადგან საკითხი კომპლექსურია, ერთი, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი გადაწყვეტილება იქნა თუ არა მიღებული ამ ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეპიდემიოლოგიასთან. დღესდღეობით საკმაოდ რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ ველოდებით, რომ ყველგან ეს სიტუაცია დასტაბილურდეს, რადგან ჩვენი სამეზობლო იყოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი ტურიზმის განვითარებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, რომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება. სერგეი ლავროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა აბაშიძე–კარასინის ფორმატის აღდგენაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი მალე აღდგება.

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით. რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ თუ რუსეთისგან იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, როგორც კი ქვეყანას ეპიდემიოლოგიური ვითარება მისცემს საშუალებას, ფრენების აღდგენის საკითხი შეიძლება დაიძრას.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ურთულესი პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს და რომელიც უმთავრესად დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოხდა მას შემდეგ, რაც განხორციელდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით არანაირი წინსვლა არ არსებობს.

ჩვენ დაინტერესებული ვიყავით და ვართ, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, მაგრამ ეს ზოგადად, უნდა განვიხილოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში და ამასთან არის დაკავშირებული. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ გაგრძელდეს დიალოგი ჟენევის ფორმატში, სადაც ხდება საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ყველაზე რთული საკითხების განხილვა, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების. რუსეთისგან შესაბამისი პოლიტიკური ნება თუ იქნება, ვფიქრობ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ეს საკითხი შეიძლება, დაიძრას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სერგეი ლავროვს რჩევას აძლევს აშშ–ი ელჩი, კელი დეგნანი, რომლის განცხადებით, ლაპარაკის მაგივრად, რუსეთმა, უბრალოდ, მოხსნას ფრენებზე აკრძალვა, მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ ის სერიოზულად უყურებს ყველაფერ სხვას, რასაც ამბობს.

„ურთიერთობების ნორმალიზების საუკეთესო გზა იქნებოდა, რუსეთს მოეხსნა ფრენებზე აკრძალვა, იმის მაგივრად, რომ დააყოვნოს ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, ან ილაპარაკოს ფრენებზე აკრძალვის მოხსნაზე. უბრალოდ, მოხსნას აკრძალვა. მაშინ ქართველი ხალხი უფრო მარტივად ირწმუნებდა, რომ რუსეთი სერიოზულად უყურებს ყველაფერ სხვას, რასაც ამბობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„საქართველო ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს“, – ასე პასუხობს ლავროვის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, თუ რუსეთს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია სურს, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

„საერთაშორისო სამართლის პრინციპებით სიმართლე ჩვენ მხარესაა – ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რასაკვირველია, საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე. საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება, დარწმუნებული ვართ, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“, –განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა განცხადება, რომელიც რუსეთის ოფიციოზისგან მოდის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, რეალურად გულისხმობს იმას, რომ უნდა ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ხელი მოვაწეროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. კაპანაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ.

„ნათელია, როდესაც ამას ამბობს ლავროვი, რეალურად გულისხმობს იმას, რომ უნდა ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი და შემდეგ მოვაწეროთ ხელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ ე.წ ნორმალიზაცია მომხდარიყო რუსეთთან, სრული კრახით დამთავრდა. პირველი – არ გადაჭრილა არც ერთი პრობლემა, რაც ცხინვალს და აფხაზეთს ეხება. მეორე – ჩვენი მოქალაქეების ისევ საფრთხის ქვეშ არიან და კლავენ.

მესამე – ისევ ხდება ტერიტორიების მიტაცება და ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრა და ჩვენი პარტნიორები რუსეთს აღარ ელაპარაკებიან ჩვენს პრობლემაზე. უფრო დამოკიდებულები გავხდით რუსეთზე ენერგეტიკისა და ვაჭრობის მხრივ და საქართველოში პრორუსული ძალები გაძლიერდა. ეს თუ იყო ნორმალიზაცია, ამას ნამდვილად მიაღწია ივანიშვილმა. ხოლო, თუ ნორმალიზაციის მიზანი იყო ის, რომ კონკრეტული შედეგები მიგვეღო ტერიტოროული მთლიანობის ან უსაფრთხოების მხრივ, მაშინ ამ შედეგებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

trampi ნატოს ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.




ვააააა .............................. ეს რა თქვა ამ შტერმა??
აკი აფხაზეთს და სამაჩაბლოს ნატო დაგვიბრუნებსო?? ...
.ეს კაცი უარზეა---- ჩვენი იმედი ნუ გექნებათო ...... ანუ პირდაპირ გვითხრა...................... დაემშვიდობეთ აფხაზეთს და სამაჩაბლოო
ვააააა ......................მალადეც აი................მალადეც ..............................ამ დაქნეულებს პირდაპირ რომ ეუბნები---- ხელებიც დაგვიბანიაო .
იქნებ ზოგზოგებმა ეხლა მაინც გაიგონ... გასაგები!!
3 წლის უკან
trampi არადა ესენიც რომ მაგარი ჩათლახები არიან
მოკლედ წინ კინჯალი უკან კლ...კლ....კლ...კლ...საქართველოზეა ნათქვამი .....ე.ი ჩვენზეც
3 წლის უკან
trampi ეს ყანწი ამ ძალიან დიდ ჩათლახს უკან უნდა გაუკეთონ....მაგაზე მართლა ალალი იქნება----- ქართული მიწა წყალის ,,მადლი,,
არადა ერთი რომელიმე მეზობელი მაინც გვყავდეს ნორმალური......................ეს რააა არი, რა უბედურება
მართლაც და............. ან კი როგორ მოვედით დღემდე?(თუ ამას მოსვლა ჰქვია)
3 წლის უკან