„მარტო „ოცნება“ არ არის ნაციონალების შენარჩუნებაში დამნაშავე. ეს დასავლეთის დამსახურებაც გახლავთ“

„მარტო „ოცნება“ არ არის ნაციონალების შენარჩუნებაში დამნაშავე. ეს დასავლეთის დამსახურებაც გახლავთ“

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, IRI–იმ და კომპანია „Survation“–იმ სოციოლოგიური კვლევები წარმოადგინა. კვლევის შედგები განსხვავებულ სურათს არ ქმნის, ოპოზიციურ ველზე პირველობას ისევ ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა IRI–ის მიერ წარმოდგენილი კვლევა კოალიციური მთავრობის ფორმირების ალბათობას ზრდის. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ნაციონალების პირველობას დასავლეთის მიერი შემოთავაზებული კოაბიტაციით ხსნის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ 31 ოქრომბრის არჩევნებზე განსხვავებული სურათი მივიღოთ.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

IRI–ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33% „ქართულ ოცნებას“ ირჩევს; 16% „ნაციონალურ მოძრაობას“; 5% - „ევროპულ საქართველოს“; - თავისუფალი დემოკრატები“ - 5%. განსხვავებულია კომპანია „Survation“– ის კვლევის შედეგი – „ქართული ოცნება“ - 52%; „ენმ“ - 19%; „ევროპული საქართველო“ - 8%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 5%; „ლელო“ - 5%; „ახალი საქართველო“ - 4% – ასე გადანაწილდა არჩევანი არჩევნებამდე ორი თვით ადრე. IRI–ს და „Survation“–ის კვლევა რამდენად იძლევა რეალურ სურათს?

რამაზ საყვარელიძე: რალური სურათის შესაფასებლად კეთდება შედარება, რომელიც დაახლოებით ერთ დროს არის ჩატარებული. ცდომილება არის ხოლმე 2–3% და სადაც ერთნაირი სურათი იკვეთება, იმას მიიჩნევენ რეალობად. კვლევა, რომელიც საერთო სურათიდან აცდენილია, იმ კვლევის მიმართ ჩნდება უნდობლობა. ასე კეთდება ნორმალურ ქვეყნებში, სადაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ყოველ კვირას ტარდება კვლევები და დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, რაც მედიაში. მარტო ერთი მედია საშუალების მიერ ნათქვამ ინფორმაციას ვერ ვაფასებთ, ვაფასებთ რამდენიმე მედია საშუალების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და ვადარებთ მათ ერთმანეთს. ამიტომ არის, რომ ცალკეული მედია ტყუილს ადვილად ვერ ამბობს. სოციოლოგიაშიც იგივე ვარიანტია, ოღონდ, სამწუხაროდ, სოციოლოგიაში ასე თითო–ოროლა კვლევის ამარა ვართ და ტყულია, თუ მართალი, ძნელი გასარკვევია. ფაქტია, რომ ყველა კვლევა და თქვენს მიერ დასახელებულ კვლევებში პირველი არის „ქართული ოცნება“, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“, დიდი დაშორებით „ევროპული საქართველო“.

ეს რიგი ყველა კვლევაში დასტურდება...

– გეთანხმებით. აქ საკვანძო მნიშვნელობის არის ის, რომ ამა თუ იმ კვლევებში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერების ის რაოდენობა, რომ დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა, თუ უნდა შექმნას კოალიცია.

IRI–ის კვლევით „ქართულ ოცნებას“ 33%, უჭერს მხარს, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატერებული კვლევით - 52%, ეს ციფრი იძლევა კოალიციური მთავრობის ალბათობას?

– 33% თითქოს კოალიციური მთავრობისკენ მიდის, ციფრი ჩამოწეული ამიტომაც არის. ადრე უფრო მეტი იყო იმ კვლევებში, რომლებიც ქვეყნდებოდა და სავარაუდოა, რომ ეს ძირს წამოსვლა შემთხვევითი არ არის, მაგრამ ამავე დროს, გვერდით იდება 52%–იანი კვლევა. თუ „ქართულ ოცნებას“ რეალურად აქვს 52%, რა თქმა უნდა, მას არ დასჭირდება კოალიციური მთავრობა, მაგრამ 33% რეალობა რომც იყოს, იქ 40%–მდე არის კრიტიკული მონაკვეთი და თუ გადალახა 40%, ასეთ შემთხვევაში, მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბება. წინ კიდევ ორი თვე არის, საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. ამიტომ, რომც იყოს 33%, დღეს ცალსახად იმის თქმა, რომ ამ დონეზე დარჩება თუ არა სიტუაცია, რთულია. წინ საკმაო დროა საიმისოდ, რომ რეიტინგებში არსებული ცვლილებები მოხდეს.

ორივე კვლევით ვიღებთ შედეგს, როდესაც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“, თუმცა საზოგადოებრივი აზრი რადიკალურად განსხვავებულია. ამომრჩევლის უმრავლესობა თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მაგრამ განსხვავებულ სურათს აჩვენებს კვლევა, ეს რას ნიშნავს?

– როგორც სოცილოგიურ კვლევებში, ასევე არჩევნების შედეგებში ყველგან მეორდება ეს შედეგი. მდგომარობა განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი მომხრეების სტაბილური რაოდენობა, რომელიც ხან ოდნავ იზრდება, ხან მცირდება, მაგრამ არსებითად ასეთი ჯგუფი არსებობს. ასეთი ჯგუფის ყოფნაზე არის სწორედ ეს მოვლენა დამოკიდებული, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის სახელთანაა ასოცირებული.

დანაშაული იყო, თუ პოლიტიკური პლატფორმა, თავისი უაზრო საქციელებით, ყველა პარტიას დაახლოებით თანაბარი რაოდენობა აქვს, მაგრამ ყველაზე მეტი „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათთვის სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერი იყო და არის. ქარიზმატულობა ნიშნავს, რომ მისი მხარდამჭერები, თითქმის ბრმად, ავტომატურად მიჰყვებიან, უყვართ თავიანთი ლიდერი და ეს სიყვარული არის ძირითადი მოტივი. როგორც ამბობენ, სიყვარული არის ბრმა, მან კრიტიკა არ იცის.

„ნაციონალური მოძრაობის“ პირველობა ხელისუფლების მხრიდან ხომ არ არის განპირობებული, ვინაიდან მისთვის მომგებიანია ისეთი პოლიტიკური ოპონენტი, რომლის მმართველობა დაკავშირებული იყო ძალადობასთან?

– ნაციონალების შენახვის პრობლემის ეს ვერსია არ არის უსაფუძვლო. თუ გერმანიის მდგომარეობას შევადარებთ, იქ ნიურნბერგის პროცესმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, თორემ ნაციზმის მომხრეები დღემდე არიან გერმანიაში, ოღონდ ნიურნბერგის მერე აიკრძალა დანაშაულებრივი პარტია და მომხრეებიც ვერ ავლენენ თავიანთ თავს. იქაც დაახლოებით ანალოგიური მოვლენებია, ჰიტლერიც ქარიზმატული ლიდერი იყო, ასევე პირობები იყო სრულად სხვადასხვა.

ყველა პარტიას აწყობს, რომ მის კონკურენტს ჰქონდეს ცოდვები, კომპრომატების პაკეტი პოლიტიკაში იშვიათი მოვლენა არ არის და ასეთი კომპრომატები ბუნებრივად თუ არსებობს, რა თქმა უნდა, ყველას აწყობს...

– მე კიდევ დავამატებდი, რომ ეს მარტო იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, სტრატეგიის შედეგი არ არის, ანუ - „ქართული ოცნების“. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელებში ეცა დასავლეთი, რომ არავითარ შემთხვევაში ნაბიჯები არ გადაედგა ნაციონალებთან საბრძოლველად - კოაბიტაცია აუცილებელი უნდა იყოს თქვენს შორისო. დღემდე ვხედავთ, როგორ იცავს დასავლური ჯგუფის ერთი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს. რატომ იცავს, ეს კიდევ ცალკე თემაა. მარტო „ოცნება“ არ არის ნაციონალების შენარჩუნებაში დამნაშავე. ეს დასავლეთის დამსახურებაც გახლავთ. როდემდე გაგრძელდება ასე, ამის თქმა ძნელია.

წარმოდგენილ კვლევებში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, კითხვაზე „რომელ პარტიას არ მისცემდით არასოდეს ხმას“ გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, 25% ასახელებს „ქართულ ოცნებას“. ეს 25% რამდენად მძიმეა მმართველი გუნდისთვის და ეს შედეგი იძლევა მეორე ტურის ალბათობას?

– 25% უკვე ტოვებს 75%–ს, ე.ი. მაგ ციფრითაც, 75% შეიძლება აღმოჩნდეს „ოცნების“ მხარდამჭერი. ასე რომ, ჯერჯერობით, ეს ციფრი საფრთხეს არ უქმნის მმართველ გუნდს. დაახლოებით 50% რომ იყოს ასეთი ამომრჩეველი, ასეთ შემთხვევაში საფუძველი გვქონდა გვეთქვა, რომ ეს საფრთხეს უქნის „ოცნებას“. თან, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ 25%–შიც ბევრი იქნება დამდურებული „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ მან სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოუარა. ვისთვისაც მიუღებელია ნაციონალები, იგივე მიზეზით ბევრისთვის, ალბათ, მიუღებელია „ქართული ოცნება“, რაც ციფრებშიც მეტ–ნაკლებად ჩანს.

 

romani ნაციონალების შენარჩუნებაში დამნაშავე არის დასავლეთი და მხოლოდ ის. თუმცა, ჩვენი დიაცების უდიდესი პრობლემა - ლიბიდო მათი და კიდევ, ამოუშანთავი პროვინციალიზმი, რომელიც, სიბრმავის იმ სახეობას იწვევს, რიმელიც საყვარელიძემ ახსენა ზემოთ. რამაზიმ, როგორც ფსიქოლოგმა კარგად უწყის ჩვენი მდედრობითი სქესის ეს უბედურება, მაგრამ, თავს არიდებს მასზე საუბარს, თუმცა ამ ფაქტორმა, უწინაც აღვნიშნე, ტრაგიკული როლი ითამაშა ჩვენს უახლეს ისტორიაში.
3 წლის უკან
romani ჩვენი, უცხოეთში დროებით მცხოვრები მოქალაქეების ( ემიგრანტის სოციალური სტატუსი სულ სხვაა და არანაირად არ ესადაგება მათ მდგომარეობას) საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ქალბატონებისგან შედგება, საუბედუროდ. მათი პოლიტიკური შეხედულებებიც სათანადოა.
3 წლის უკან