(იბეჭდება შემოკლებით)
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:
„მარილთან დაკავშირებით, მე დავალება მივეცი შს სამინისტროს, იმიტომ, რომ ეჭვი გამიჩნდა, საქმე ჰქონდა იქ რაღაც თაღლითობას.
ჯერ პარლამენტში გავიდა კანონი იოდიზებულ მარილზე, რაღაც მოთხოვნა რომ არის საერთაშორისო ორგანიზაციების, ჯანდაცვის სფეროში, იოდიზებული მარილი მნიშვნელოვანია...
შაქარზე ითქვა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენ შაქარს, მაგრამ, მოდი, ვთქვათ სიმართლე, აგარის შაქრის ქარხანა აწარმოებს ძალიან პატარა რაოდენობით შაქარს და დიდი რაოდენობით აფორმებს თავის შაქართან კონტრაბანდული გზით შემოტანილ შაქარს.
ჩვენი მიზანია, ყველანაირი მონოპოლია მოვშალოთ საქართველოში, როგორც მოვშალეთ ხორცის მაფია.
მარილზე როგორც კი მოვშალეთ მონოპოლია, იმ წუთში ფასმა დაიწყო ჩამოსვლა ქვემოთ. იოდიზებულ მარილზე მინდა საგანგებო მოკითხვა შევუთვალო პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარეს.
თუ ჰგონია ვინმეს, რომ ვერ ვხვდები, როგორი ლობირება მიდის და როგორ ხდება იქ სხვადასხვა მექანიზმების აწყობა, ძალიან ცდება. ყველას მოეთხოვება პასუხი.
კორუფციულ სკანდალში ჩართული აღმოჩნდა ჰიგიენური საგნების შემომტანი ფირმა.
მე არ ვიცი, თქვენ კბილებს, ალბათ, დილაობით ყველა იხეხავთ. აღმოჩნდა, რომ ერთ კომპანიას შემოჰქონდა საქართველოში კბილის პასტიდან დაწყებული, საბავშვო (ეს ჩემთვის აქტუალურია) პამპერსებით დამთავრებული.
ერთი ფირმა იყო თავიდან ბოლომდე. როცა სხვამ მოინდომა შემოსვლა, ჩვენი „ძვირფასი“ თავდაცვის სამინისტრო (ეს კეზერაშვილს არ ეხება), ლამის, ტანკებით მიადგა და აღარ შემოუშვა სხვა არც ერთი პროდუქცია ბაზარზე.