„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი მიართვა რუსეთს და დიახ, ამიტომაც უნდა დავასრულოთ ისინი“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი მიართვა რუსეთს და დიახ, ამიტომაც უნდა დავასრულოთ ისინი“

მალე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პლატფორმაზე ახალი ორგანიზაცია „დავასრულოთ“ გამოჩნდება. ორგანიზაციის პრეზენტაცია 12 აგვისტოს გაიმართება, სადაც ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაჟღერდება. მანამდე კი, for.ge შეეცადა რამდენიმე დეტალი გაერკვია. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ორგანიზაციის შექმნის საჭიროება ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა ფონმა გამოიწვია. მანჯავიძის თქმით, ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, რომელიც სიცრუის ტირაჟირებას უწყობს ხელს. ხდება ადამიანების დისკრედიტაცია, სახელმწიფო კი ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს.

ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით ისეთი ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. საზოგადოებრივი ველი არის დაბინძურებული. გარკვეული მედიასაშუალებები, რომლებიც არიან პოლიტიკური ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ანასხლეტების რუპორები, ახდენენ მთელი საზოგადოების ამოსვრას სიბინძურეში. სამწუხაროდ, მათ ასევე აქვთ მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან და ფაქტიურად მიზანმიმართულად აწარმოებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს: ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებებს, ტრადიციას და ცდილობენ დაამკვიდრონ ჩვენთვის უცხო და მიუღებელი ღირებულებები. პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის მიმართავენ უბინძურეს ხერხებს და ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდება. ხელისუფლება ამის წინააღმდეგ ვერ მოქმედებს, ვინაიდან ამ ორგანიზაციებს ჰყავთ ძლიერი ლობისტები.

ყველამ ვნახეთ რაც მოხდა, პოლიტპატიმრებად გამოგვიცხადეს ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ჟორიკა რურუა, ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს მოსახლეობის ორპროცენტიანი მხარდაჭერაც კი არ აქვთ და აცხადებენ, რომ ისინი არიან საზოგადოება და ყველა დანარჩენი, საზოგადოება არ ვყოფილვართ. ორგანიზაციის მიზანია დავასრულოთ მოღალატეების ბოგინი ამ ქვეყანაში“ - აცხადებს მანჯავიძე, ხოლო რა მეთოდებით აპირებენ ორგანიზაციის წევრები ბრძოლას, ამბობს, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია:

„შევეცდებით დავანახოთ ყველას, რომ ეს ერთი მუჭა გარეწრები არ არიან უმრავლესობაში. ასევე, შევეცდებით, საერთაშორისო დონეზე მივიტანოთ სიმართლე. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, იმ უცხოელი ლობისტების ინფორმირებას, ვინც არ იცის რეალურად რა ხდება საქართველოში და შევეცდებით საზოგადოებრივი აზრი დავანახოთ. ეს ყველაფერი იქნება სამართლებრივ ფორმებში მოქცეული. არ შეიძლება არასამთავრობო და მედია-ტერორი გაგრძელდეს ქვეყანაში, რომელსაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ - აცხადებს სოსო მანჯავიძე და არსებულ ვითარებაში ნაწილობრივ ხელისუფლებასაც ადანაშაულებს.

„ეს ყველაფერი ხელისუფლებიდან მომდინარეობს. ხელისუფლებაში არის უამრავი პორტირებული ნაციონალი, ვისი დიქტატის ქვეშაც არის ხელისუფლება და ვერ უწევს ამ ყველაფერს წინააღმდეგობას. ჩვენ, პარლამენტარები უნდა ვაიძულოთ, რომ მიიღონ შესაბამისი კანონები ამ ფეიკნიუსების და ცილისწამების წინააღმდეგ. ფეიკნიუსების გამავრცელებელმა უნდა აგოს პასუხი ცილისწამებისთვის. ამაზე უნდა იყოს დაუყოვნებლივი სასამართლო რეაგირება. ამის გამორიცხვის გარეშე ვერ მივაღწევთ ვერანაირ განვითარებას, მუდმივად ასეთ დაძაბულ რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება. არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ საინფორმაციო საშუალებები გადაქცეული იყოს კრიმინალურ ქრონიკად და შექმნილი სიუჟეტებით ადამიანებს სვრიდნენ ტალახში.

საზოგადოების პრობლემაც არის, ის რომ ყველაფერი ჩვენი განურჩევლობით და ინერტულობით დავუშვით. ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივ ცნობიერებაში დავამკვიდროთ სიმართლის ელემენტები. ადამიანები უკვე ნომერ პირველ პრობლემად იმას კი არ თვლიან, რომელიც ასე მწვავედ დგას - ეკონომიკური პრობლემები, სახელმწიფო აპარატის არაეფექტური მუშაობა, არამედ ლაპარაკია, ძირითადად ამ აუტანელ, შიზოფრენიულ მდგომარეობაზე, რომელსაც ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია იაკობაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მთავარი დაპირება და არ დაასრულა პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობა. იაკობაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეს ბერკეტები დღესაც აქვს:

გია იაკობაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება იყო, რომ უნდა დაესრულებინა „ნაციონალური მოძრაობა“, ამის ბერკეტები მათ ჰქონდათ და ახლაც აქვთ. თუმცა, არსებობს ამისი ობიექტური მიზეზები, რომელიც პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარეობს, მაგრამ, მოდით ვთქვათ, რა გავაკეთეთ ჩვენ - საზოგადოებამ ამისათვის? ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ 2012 წელს ხმა მივეცით „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, შემდეგ გადავიდეთ ფეხი ფეხზე და დაველოდეთ, რომ ხელისუფლებაში მოსული ძალა, ამ მკვლელებს და მოძალადეებს დაასრულებდა, თუმცა ასე არ მოხდა და გამოცხადდა კოაბიტაცია. ესეც იყო თავსმოხვეული, გასაგებია საიდანაც და ეს, ისევ გრძელდება. საზოგადოებაში იყო საპროტესტო მუხტი, რომელიც დავკარგეთ, რაც მე ვთვლი, რომ შეცდომა იყო და ეს შეცდომა უნდა გამოვასწოროთ. დაგვიანებული მაინც არ არის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს ბრძოლა უნდა დაიწყოს და ვაიძულოთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ცოტა მადა დაიოკოს და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ აღდგეს სამართლიანობა. 

ანუ, თქვენ აპირებთ სამართლებრივი-საკანონმდებლო კუთხით ბრძოლას და საინფორმაციო - პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ, რომელიც დღეს საკმაოდ ძლიერია, ხელისუფლების ასეთი ინერტულობის პირობებში. მაგრამ, რამდენად ეფექტური იქნება ბრძოლის თვენეული მეთოდები?

- იქნება საკანონმდებლო ინიციატივები, აქციები, და სხვა, რის უფლებასაც გვაძლევს კანონმდებლობა. რაც მთავარია, ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ ის, რომ საჯარო მოხელეებმა, ადამიანი ზღვაში ნავით გაიყვანეს, კისერზე ლოდი შეაბეს და ზღვაში გადააგდეს. მათთვის ვინც მაშინ იყო 8-10 წლის და დღეს არის 18-20 წლის, ცოტა დაუჯერებელია ეს ამბები. ამიტომ, ეს ორგანიზაცია გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, დასრულდეს. 

ალბათ, ამ შემთხვევაში, თქვენთვის გარკვეულწილად მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლების მხარდაჭერა იმ მხრივ, რომ თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლი ცილისწამების შესახებ, რომელიც გაუქმდა, ამოქმედდეს. ამ მუხლის არსებობის გარეშე შედეგის მიღწევა რთული იქნება.

- ხელისუფლებაში არის ხალხი, ვისაც ზუსტად ვიცი, რომ ასეთივე განწყობა აქვთ. ხელისუფლებაში ვხედავ ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კოაბიტაციის შედეგად „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაპორტირდნენ ხელისუფლებაში, რაც ნამდვილად ხელის შემშლელია. თუმცა, მე ხელისუფლებაში დაველაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც ზუსტად ვიცი, რომ იღწვის იმისთვის, რომ ეს მკვლელები და მოძალადეები დაისაჯონ და წავიდნენ ისტორიის სანაგვეზე. რაც შეეხება საზოგადოების მხარდაჭერას, ეს არსებობს და ამაში დარწმუნებული ვარ, სწორედ ამიტომაც გაკეთდა ეს ორგანიზაცია. 

წლების მანძილზე ხელისუფლების ინერტულობა, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, ფაქტია ორგანიზაციის ეფექტური მუშაობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია და ასევე, თუ აპირებთ სხვა არასამთავრობო თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას?

- ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული მიზნები და ამოცანები, რაც გახმოვანდება. პოლიტიკურ პარტიებთან არავითარ შემთხვევაში არ მივალთ. შეიძლება ჩვენ ვიყოთ დისტანცირებული პოლიტიკური პარტიებისგან, მაგრამ არ ვიქნებით დისტანცირებული იმ ადამიანებისგან, ვინც ამ პარტიებში არიან გაწევრიანებული. თუმცა, რომელ სფეროშიც არ უნდა იყო, პოლიტიკაში მაინც გიწევს გარევა. პოლიტიკასთან შეხება ყოველთვის არსებობს და ამას ვერ ავცდებით, თუმცა, ყველანაირად შევეცდები, რომ პოლიტიკისგან ვიყოთ დისტანცირებული. ჩვენ ვართ დაზარალებული ადამიანები და მინდა, ჩვენი ხმა გაიგოს ხელისუფლებამ. ერთხელ, ხელისუფლების მაღალჩინოსანს რომ ვკითხე, როდის უნდა დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა და შევახსენე „კავკასუს ონლაინი“-ს თემა, ასეთი პასუხი გამცა: თქვენ, ნაციონალების გატყავება გინდათო. გატყავება ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ დიახ, მე მინდა ნაციონალები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. ფაქტია, რომ უნდა დავასრულოთ ნაციონალები და ასევე უნდა დავასრულოთ კოაბიტაციაც. ამ დასრულების ერთ-ერთი საშუალება და ხერხი არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან საუბარი. ვინ ლაპარაკობს დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან? ხვდება სულ ერთი და იგივე ხალხი, ლომჯარია, კოჟორიძე... ჩვენი უცხოელი პარტნიორები, უბრალოდ, ვერ ხედავენ სხვა ხალხს და ეს ხდება მიზანმიმართულად. ხედავენ მხოლოდ იმ პოზიციას, რა პოზიციასაც ახმოვანებს მაგალითად ეკა გიგაური, ამ დროს, ეკა გიგაურის პოზიციაზე მხოლოდ, ეკა გიგაური და რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს. ჩვენ აუცილებლად დაველაპარაკებით მათ, რათა იცოდნენ, რეალურად რაც ხდება. ასევე უნდა იცოდნენ, რომ მათ არ აქვთ ყველაფრის თქმის უფლება. ხანდახან პირდაპირ ვხედავთ ხოლმე საქართველოს საშინაო საქმეებში ისეთ უხეშ ჩარევას, რომელიც საზოგადოებას ანტიდასავლურად განაწყობს. დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია, პირდაპირ შედის რუსულ ინტერესებში. „ნაციონალურმა მოძრაობა“-მ ყველაფერი მიართვა რუსეთს და დიახ, ამიტომაც უნდა დავასრულოთ ისინი, რომ ეს მეტად აღარ განმეორდეს.

Lolo47 ღმერთმა ხელი მოგიმართოთ უკეთილშობილეს საქმეში! ასე გაგრძელება ნამდვილად წარმოუდგენელია, საქართველო, ვშიშობ, დიდ ხანს უკვე ვეღარ გაუძლებს ამგვარ სიყალბეში, უზნეობაში, გაჭირვებაში, ადამიანებისადმი აბუჩად ამგდებ, ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად ინდეფერენტულ გარემოში არსებობას. სულით და გულით გგულშემატკივრობთ და გისურვებთ წარმატებებს სამართლიან ბრძოლაში!!!
ძლიერ ვწუხვარ, რომ ასაკისა და ავადმყოფობის გამო მხარში ვერ დაგიდგებით.
1 თვის უკან
Lolo47 ბოდიშს ვიხდი ტექსტშიმექანიკური შეცდომისტვის - ინდიფერენტული და არა ინდეფერენტული.
1 თვის უკან
Katana . სავსებით ვიზიარებ ორგანიზაციის დეკლარირებულ მიზანს! - ამ ყველაფრის შესახებ, მრავალი წელია ვწერთ აქ... შეგონებით, აღშფოთებით, ირონიით, სარკაზმით, გინებით და იმ ძაღლის გულმოდგინებით, ქარავანს რომ უყეფს!
თქვენ ორს, პირადად მე, სრულად გენდობით...
კიდევ ვინ შემოიერთეთ, ეგაა საინტერესო.
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ვახ?! ბატონო სოსო, რომელია დასავლური ფასეულობები, რას გულისხმობთ როცა წერთ, რომ "დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში"??!! რომელია ბოლოს და ბოლოს ეს დასავლური ფასეულობები, უფროსის პატივსცემა, სამშობლოს სიყვარული ... თუ რაზეა ეს გაუთავებელი საუბარი "დასავლურ ფასეულობაზე" ?!
1 თვის უკან
Lolo47 Aburjga Tasmanieli დემოკრატიულ ფასეულობებზეა ლაპარაკი, დემოკრატიულზე, ნაღდი და კარგი გაგებით, რასაკვირველია, და არა ისეთი, როგორიც რუსეთში მუდამ იყო, არის და იქნება პლიტუნსს ქვემოთ!
1 თვის უკან
Lolo47 შესწორება - პლინტუსს.
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli რომელია ეს დემოკრატიული ფასეულობები სწორედ მაგას ვკითხულობ აქ (პრესა.გე -ს ჩათვლით) უკვე 10 წელია! და რომელ ქვეყნებში მოქმედებს ეს ფასეულობები?! ზოგიერთ შედეგს ვხედავ, მაგალითად იუვენალური იუსტიცია! არის ეს იუვენალური იუსტიცია დემოკრატიული ფასეულობა?!
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli რუსეთზე მერე ვილაპარაკოთ, ცალკე. მე რუსეთი არ მიხსენებია. აქ ფასეულობათა ორი სისტემის შედარებით დახასიათებას არ ვწერთ?!
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ამაერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს და სალვადორ ალიენდე დახვრიტა სამხედრო ხუნტამ ეს დემოკრატიული ფასეულობებია?!
1 თვის უკან