„ფაშისტური რეჟიმი რომ არ გაესამართლებინათ ნიურნბერგში, ისინი კვლავ მოვიდოდნენ გერმანიის ხელისუფლებაში, იგივე სიტუაციაა საქართველოშიც...“

„ფაშისტური რეჟიმი რომ არ გაესამართლებინათ ნიურნბერგში, ისინი კვლავ მოვიდოდნენ გერმანიის ხელისუფლებაში, იგივე სიტუაციაა საქართველოშიც...“

„თუკი პოლიტიკური შტილი იქნა და კატასტროფული მოვლენები არ განვითარდა, რომელიც მოსახლეობის აღელვებას გამოიწვევს, „ქართული ოცნება“ მიაღწევს იმ შედეგს, რომლისკენაც მიისწრაფვის“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

არის ასეთი ვარაუდი, რომ 2020-ის არჩევნებში ამომრჩეველი ხმას მისცემს მცირე პარტიებს, თუნდაც ახლადშექმნილ პარტიებს, ოღონდ ძველი პარტიები - „ნაცმოძრაობადაქართული ოცნებადაივიწყოს და მოიშოროს. რა შანსი აქვთ ახლად შექმნილ პარტიებს ამ არჩევნებზე?

- რომელია ამ ახლად შექმნილი პარტიებიდან რეალურად ახალი? ახალი სახე საერთოდ არ არსებობს. ახალი სახეა ელისაშვილი, ხაზარაძე? რამდენი სახელიც არ უნდა დავირქვა, ვიქნები იგივე. დაახლოებით იგივეა, რომელი პარტიის სახელიც არ უნდა დაირქვან, ახალი სახეები იქნებიან? ადამიანი გარდაიქმნება, მეტამორფოზას განიცდის? არანაირი ელექტორალური რესურსი, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალოს, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დრამატულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება „ლელოს“, ის ჩამოყალიბდა მკვეთრად გამოხატულ კლასტერად, სადაც გაერთიანდნენ სოროსთან დაკავშირებული ადამიანები-ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე... საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მათ სიმპათიით არ უყურებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ, ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლების ხმების მოზიდვის იმედი, მაგრამ ეს არ მოახდენს დრამატულ ცვლილებებს არჩევნებზე.

„პატრიოტთა ალიანსს“ აქვს კარგი შანსი, შეინარჩუნოს ხმების რაოდენობა და უფრო მეტი ხმა მიიღოს. ერთი პროცენტი და ერთი კაცი შეიძლება გავიდეს ამ არჩევნებზე, ელისაშვილი იქნება, თუ დოლიძე. შესაბამისად, ჭრელი იქნება ეს პარლამენტი, იქნება პოლიტიკური ვაჭრობები, რომლებიც არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია მოსახლეობისთვის და ძალიან მალე დადგება საკონსტიტუციო რეფორმის მიზანშეწონილობის საკითხი. ეს იქნება ახალი პარლამენტის ფუნქციონირების დაწყებიდან ძალიან მალე.

კოალიციურ მთავრობას ელით?

- არ ველი, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის პოტენციალი, ოპოზიციის ამ სრული ქაოსის პირობებში, მიაღწიოს იმ შედეგს, რომლისკენაც მიისწრაფვის. ასე მოხდება, თუკი პოლიტიკური შტილი იქნა და კატასტროფული მოვლენები არ განვითარდება, რომელიც გამოიწვევს მოსახლეობის აღელვებას, როგორც მაგალითად, ციხის კადრები იყო 2012 წელს, რომელთანაც, მოგეხსენებათ, შეხება მქონდა.

სააკაშვილი ამ არჩევნებზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას აპირებს, მათ შორის, გეგმავს საარჩევნო უბნებზე ახალგაზრდების მობილიზებას, ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდულ გვარდიას ქმნის? ვანო მერაბიშვილიც იმავეს ამბობს, მე არ ვიქნები პარლამენტის წევრი, მაგრამ ვიქნები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ხალხი რისთვის ემზადება? კიდევ აქვთ რაიმეს იმედი, რომ ძალით რაღაცას მიაღწევენ?

- ეს ხალხი თავიდანვე როგორც იყვნენ რევოლუციონერები, დარჩნენ რევოლუციონერებად. ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ ტერორისტები იყვნენ და ტერორისტული რეჟიმი ჩამოაყალიბეს, ახლა ოპოზიციაში არიან და ოპოზიციაშიც იმავე ტენდენციებს ავითარებენ. არჩევნები რომ ახლოვდება, მათი შიზოფრენული, მანიაკალური ლტოლვა ძალაუფლებისკენ მწვავდება ხოლმე. მთელი მათი მოტივაციაა, რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ახალგაზრდების მობილიზებაც შემთხვევითი არ არის, მათ ჰყავთ თავიანთი ახალგაზრდული ორგანიზაციები, აქვთ თავისი მედიასაშუალებები, ჰყავთ მფარველები დასავლეთში, რის გამოც მათი გასამართლება ვერ მოხდა იმ უამრავი დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. შესაბამისად, ამით გათამამებულები ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, ეს შეცდომები, უკმაყოფილება გროვდება და ესენი ცდილობენ, გახდნენ ამ უკმაყოფილების კოლექტორი და ბენეფიციარი. მარტივია მათი განზრახვა, მაგრამ ქართველ ხალხს ახსოვს ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს და, შესაბამისად, მათი განზრახვა ვერ ახდება. მეორე მხრივ, რადიკალური რიტორიკით ისინი ცდილობენ, მოახდინონ თავიანთი მომხრეების კონსოლიდაცია, გაუჩინონ იმედი, რომ კვლავ ხელისუფლებაში მოვლენ და დაემხობა რეჟიმი, ასეთ სისულელეებს უნერგავენ ტვინში თავიანთ მომხრეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

მაგრამ იმაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ყოველი არჩევნების წინქართულ ოცნებასაწყობს სააკაშვილის ასეთი რიტორიკა და, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი, მისი გამოგონება დასჭირდებოდათ.

- კი ბატონო, „ცხოველთა ფერმაშიც“ ასეა, გაქცეული ღორი საფრთხეს უქმნის რეჟიმს. ამ შემთხვევაში, მთლად ასეთი ვითარება არ გვაქვს, რადგან სააკაშვილი ნამდვილად არ არის ის ფიგურა, რომელიც შეიძლება მართოს ვინმემ, ის მოქმედებს, როგორც პოლიტიკური ცხოველი ძალაუფლების მოსაპოვებლად, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და ცდილობს ამას. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც მას არ აძლევს თავისი სურვილების განხორციელების საშუალებას, არის მეხსიერება, რომელიც ყველას გვაქვს. ის 9 წელი, რომლითაც თავს იწონებენ ნაციონალები, ვითომც ახლა კბილებიდან რომ გამოსცრეს ბოდიში ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არავის დავიწყებია. 9 წლის განმავლობაში მათ გაძარცვეს ყველა და ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მოგეხსნებათ, ბიზნესები რა მეთოდით იქნა „ახეული“, საპროცესო გარიგებებით გაატყავეს ხალხი, 300 ათასი ქართველი გაატარეს თავიანთი ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილ პენიტენციურ დაწესებულებებში და ზოგს ფული წაართვეს, ზოგს ჯანმრთელობა. სრულიად უპასუხისმგებლო, უაზრო პროპაგანდა გააჩაღეს, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა 450-ზე მეტი ადამიანი აგვისტოს მოვლენების დროს, ნაციონალები საპროტესტო აქციებს არბევდნენ, განუწყვეტლივ ყველას უსმენდნენ, ატერორებდნენ ხალხს და ბოლოს, როდესაც გამომჟღავნდა მათი მოქმედებები და ფაქტოლოგიური მასალა დაიდო, მოახერხეს ის, რომ დააცვევინეს თავისი თავი დასავლელ თუ აღმოსავლელ ლობისტებს. ახლა იძახიან, ჩვენ რებრენდინგი განვიცადეთ, განვახლდით და ხელახლა უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაშიო, თურმე განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილა ისევ სააკაშვილი, მეტამორფოზა განიცადა მან და თურმე გახდა კეთილი. მართალია, მანამდეც კეთილი იყო, მაგრამ შეცდომიანი კეთილი იყო, ახლა უშეცდომო კეთილად მოგვევლინა. სააკაშვილი მაშინ იყო კეთილი ბოროტი, ახლა იქნება კეთილი კეთილი. მისი ნათქვამი არჩევნების გაკონტროლებასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ ნაცები მოაწყობენ პროვოკაციებს ტექნოლოგიურად უფრო მაღალ დონეზე და შეეცდებიან რევოლუციურ პროცესთა გამოწვევას.

ამ ყველაფერში ვანო მერაბიშვილი სააკაშვილის გვერდითაა? გარკვეული ინფორმაციით, მათ შორის არც თუ მეგობრული ურთიერთობაა, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი შეხვდა უცხოეთში სააკაშვილს და მისი დახმარებით მოაწყო პრესკონფერენცია.

- ეს ხროვის პრინციპია, თუ ისინი დაინახავენ, რომ შეუძლიათ ხელისუფლებაში მოვიდნენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსს გამოიყენებენ ამისათვის, ვანო მერაბიშვილის რესურსი არის მის მიმართ სიმპათიით განწყობილი პოლიციელები. ისინი საკმაოდ ბლომად არიან სისტემაში, რომელიც განურჩევლობით დაავადმყოფებულმა ზოგიერთმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა არ გაწმინდა ამ კადრებისგან, რადგან ფიქრობდნენ, რომ მადლიერები დარჩებოდნენ ამისთვის. არ დარჩებიან ისინი მადლიერნი, მუდმივად შეეცდებიან ძველი სისტემის დაბრუნებას, ვინაიდან ასეთები არიან. საერთოდ, ერთ რამესაც ვიტყვი, ფაშისტური რეჟიმი რომ არ გაესამართლებინათ ნიურნბერგში, ისინი კვლავ მოვიდოდნენ გერმანიის ხელისუფლებაში და ვერანაირი ძალა მათ ვერ დააკავებდა. იგივე სიტუაციაა საქართველოში, მაგრამ ქართველი ხალხი გაცილებით შეგნებულია, გაცილებით კარგი მეხსიერება აქვს და დიდი უმრავლესობა არ დაუჭერს მათ მხარს. ეს ადამიანები, როდესაც ასე უაპელაციოდ აანონსებენ ხელისუფლებაში მოსვლას, იმდენად უპასუხისმგებლოები არიან და იმდენად არიან გამსჭვალულნი თავიანთი ფაშისტური იდეოლოგიით, არ ითვალისწინებენ მათ წინააღმდეგ განწყობილი ადამიანების რიცხვს. ანუ ისინი წინასწარ აანონსებენ, რომ ეს ადამიანები უნდა გაანადგურონ, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა არ ღებულობს „ნაცმოძრაობის“ რესტავრაციის შესაძლებლობას, იმის მიუხედავად, როგორი განწყობა აქვთ მათ „ქართული ოცნების“ მიმართ. ნაციონალები პირდაპირ აანონსებენ, რომ აუცილებლად მოვლენ ხელისუფლებაში იმის მიუხედავად, როგორია ხალხის განწყობა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს აიძულებენ, იცხოვრონ „ბედნიერად“, ეს ბედნიერება კი ვნახეთ გლდანის ციხეში. ასე რომ, თანამედროვე პოლიტიკური ოსტაპ ბენდერი -სააკაშვილი მუდმივად ერთსა და იმავე როლშია და ცალკე უკრაინაში დამართა უკვე ალერგია უამრავ ადამიანს თავისი ქოსატყუილობით და კვაჭი კვაჭანტირაძეობით, ცალკე საქართველოში ალერგია გამოიწვია.

 

 

 

 

Lolo47 როგორც ყოველთვის, ამჯერადაც პროფესიონალიზმითა და მაღალი კვალიფიკაციით შექმნილი ანალიზია! აბსოლუტურად საღად და რეალისტურად აქვს გაანალიზებული თემა! მუდამ სიამოვნებით ვეცნობი ბ-ნ სოსო მანჯავიძის ნააზრევს. წარმატებას ვუსურვებ, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა!!!
3 წლის უკან
amo სოსოს მსგავსი ხალხი (თუნდაც მამუკა არეშიძე) არცერთ ხელისუფლებას არ უნდა, მაგრამ ისინი, მაღალი ზნეობის გამო, სახეს არ კარგავენ და ყოველთვის ობიექტურნი არიან.
3 წლის უკან
XALIBI ნიურბერგის პროცესი კარგი მაგალითია, ოღონდ არა იმ კუთხით, რა კუთხითაც ბ-ნ ანალიტიკოსი წარმოაჩენს. არ მგონია ბ-ნმა მანჯავიძემ იცოდეს, რამდენი დამნაშავე იქნა შეფარებული ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლებიდან სხვადასხვა ქვეყნებში და შემდგომში წარმატებით იქნა გამოყენებული მათი ,,ცოდნა", რამდენიმე მათგანი ,,ნატო"-ში საკმაოდ დიდ თანამდებობაზეც კი იმყოფებოდნენ....... ამ მხრივ კი ნათელი მაგალითია ნაც-ქოცური თანამშრომლობის..................
3 წლის უკან