სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის მორიგი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე დეპუტატი გიორგი კარბელაშვილია გამოსახული და მის გვერდით, მაგიდის გაყოლებაზე ვისკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის, "ჯეკ დენიელსის" ბოთლი დევს.
ბოთლი სავსეა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი დაგემოვნება ჯერ არ უცდიათ.
სურათს, სოც-ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ფეისბუქის" მომხმარებლებმა მის ქვეშ სახუმარო კომენტარები დატოვეს.