პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებაზე: ამ პიროვნებას არ შევიწყალებ, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებაზე: ამ პიროვნებას არ შევიწყალებ, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცდა.

„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას, ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, მან სამი თვის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტლება მიიღო, როცა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

„სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები იყვნენ მათი პრეტენზიის მიუხედავად არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე, როგორც დამნაშავეები.

ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩავთვალე პირადად, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე, დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Katana „მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბრავო, ქ-ნო სალომე!
აი, ეგრე, თორემ მაგ ვიღაც ფოტიგა-კუბილიუსებმა ნამეტანი გაიჯეჯილეს და გავიდნენ თავს!
რაც შეეხებათ ნაცების ლობისტ კონგრესმენებს, მოვთხოვოთ, რომ გაათავისუფლონ ქართველი პოლიტპატიმარი, მოკრივე ავთანდილ ხურციძე, იგივე " ჩ ა ქ უ ჩ ა " !
(რურუა თუ "პოლიტპატიმარია", ხურციძე რატომ არ არის პოლიტპატიმარი, ვითომ?.. ნაცების ტელევიზიას რომ არ აფინანსებდა, იმიტომ?)
4 წლის უკან
amo აბა რაა!
4 წლის უკან