ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს

"საქართველოს ეკონომიკა ივნისში 7.7 პროცენტით შემცირდა, მაშინ როცა 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით ეკონომიკა 5.8 პროცენტით არის შემცირებული.

კარგია ეს თუ ცუდი?

თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრილში, ეკონომიკის ჩაკეტვის პიკში ეკონომიკა 17 პროცენტით იყო შემცირებული, ხოლო მაისში - 13 პროცენტით, აშკარად სახეზე გვაქვს ვარდნის ტემპის შემცირება და ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნებიც სახეზეა.

ტურიზმი ისევ მძიმე მდგომარეობაშია ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები სხვადახვა სექტორებში.

კერძოდ, კარგ ფორმაშია ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება, განათლება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და წყალმომარაგება, კომუნალური მომსახურება და ნარჩენების მართვა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი. 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება და ნათლად მიანიშნებს ბიზნეს სექტორის გაუმჯობესებულ მოლოდინებზე და მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობაზე.

ამ დროს რა ხდება მსოფლიოში? ესპანეთში ეკონომიკა 18.6 პროცენტით შემცირდა, ამერიკაში შოკის მომგვრელი 32 პროცენტზე მეტით, ევრიკავშირის ეკონომიკა არის თითქმის 12 პროცენტით შემცირებული."