„თუ ნაცები ნაკლები წარმომადგენლობით მოხვდებიან პარლამენტში, მაშინ შეიძლება პოლიტიკური ველი გაიხსნას“

„თუ ნაცები ნაკლები წარმომადგენლობით მოხვდებიან პარლამენტში, მაშინ შეიძლება პოლიტიკური ველი გაიხსნას“

„სად გინახავთ, „ნაცმოძრაობამ“ ვინმეს თავისი ნებით რამე მისცეს? რა ძალა აქვთ, წამოიკიდონ სხვა პარტიები და დაუთმონ ადგილი?“ -  აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ვინ „ურევს“ სიტუაციას ოპოზიციაში? თუკი ალეკო ელისაშვილს ვერწმუნებით, ბოკერიას ფრთა, ანუ „ევროპული საქართველო“ ურევს სიტუაციას, ეს ნიშნავს, რომ ნაცები თვინიერები გახდნენ?

- რა გითხრათ, ეს არის ტიპურად პატრონ - კლიენტელური ურთიერთობები. ანუ პოლიტიკური მიზანი საჯარო კი არ არის, არამედ ყველას თავისი სარგებლის „კუჭი ეწვის“. 2012 წელს, მაშინდელ ოპოზიციას, ვინც იმდროინდელ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა, ნაკლებად აინტერესებდა თავისი კონკრეტული ადგილი სად იქნებოდა, რადგან დიდი ამოცანა იყო მისაღწევი. გარანტორი იყო ბიძინა, ის იყო ორგანიზატორი და ყველამ იცოდა, რაღაცას ყველა მიიღებდა.

ახლა ასეთი გარანტორი ოპოზიციას არ ჰყავს, არც მიხეილ სააკაშვილია ამ მხრივ საიმედო?

- ახლა არც ასეთი გარანტიები არ არის, თანაც, ყველამ კარგად იცის, რისი გამქაჩავები არიან. ისინი იმისთვის კი არ იბრძვიან, ხელისუფლება დაიბრუნონ, ან ხელისუფლებაში მოვიდნენ, იბრძვიან, რაც შეიძლება მეტი ადგილი მოიპოვონ პარლამენტში, ან რაც შეიძლება მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ. თუ პარლამენტში გავლენ, დაფინანსება ექნებათ, ან დამფინანსებელი ეყოლებათ, სააკაშვილია ეს დამფინანსებელი, კეზერაშვილი, თუ ვინც არის, ყოველ შემთხვევაში, ვისაც ფული აქვს და, ვინც ამ პროცესებს აფინანსებს, სწორედ მათი ფულის გამო ხდება ყველაფერი. ახლა ელისაშვილმაც გადაწყვიტა, ამ საქმეს მიჰყოს ხელი და პროფესიული პოლიტიკოსი გახდეს, საამისოდ პარტიაც შექმნა. ამ შემთხვევაში, ელისაშვილსაც აღარ აქვს შანსი. მაშინ, როცა კენჭს იყრიდა ადგილობრივ არჩევნებში, რასაკვირველია, ის ალტერნატივად განიხილებოდა, რადგან, ჯერ ერთი, უპარტიო იყო, მეორეც, არც ქოცი იყო, არც ნაცი და არაპარტიულად განწყობილი ელექტორატის, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, მხარდაჭერა მიიღო და მეტი ხმები მოიპოვა, ვიდრე „ნაცმოძრაობამ“. თუმცა, რასაკვირველია, „ოცნებას“ და კალაძეს ვერ აჯობებდა.

ახლა სერგეენკოა ალეკო ელისაშვილისთვის დილემა, რომელსაც შეიძლება ვერ აჯობოს?

- დიდი განსხვავებაა მათ შორის, სხვადასხვა წონითი კატეგორიებია. არა მგონია, ელისაშვილს იმის ამბიცია ჰქონდეს, სერგეენკოს ეჭიდავოს. ცხადია, რაღაც მხარდაჭერას მიიღებს, სადღაც 5%-მდე, მე ასე ვვარაუდობ, საერთოდ, პროგნოზების კეთება არ არის მაინცდამაინც კარგი საქმე.

ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ახალ-ახალი პარტიების შექმნა არ არის მომგებიანი?

- პარტიების შექმნა მომგებიანი იქნება მაშინ, როცა პოლიტიკური ველი გათავისუფლდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. საუბედუროდ, ასეა. რატომ? ყველა რესურსი მათ ხელშია, ფული იქნება, თუ ადამიანები, საარჩევნო შტატები. ეს ყველაფერი დიდწილად ფინანსებზეა დამოკიდებული და თავის კლიენტელებზე. ყველაზე დიდი კლიენტელა „ნაცმოძრაობას“ ჰყავს და ყველაზე მეტი ფულიც მას აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს და, თუკი ნაცები რაც შეიძლება ნაკლები წარმომადგენლობით მოხვდებიან პარლამენტში, მაშინ შეიძლება ველი გაიხსნას და გააჩნდეს პოლიტიკური საქმიანობის პერსპექტივა სხვა პარტიებისთვის.

ისევ ელისაშვილს დავუბრუნდეთ, როცა ის დამოუკიდებლად ოპერირებდა ქართულ პოლიტიკაში, მართლაც წარმატებული იყო, მას ჰქონდა გარკვეული ქარიზმაც... როგორ ფიქრობთ, ახლა იგი ვერ ხვდება, რომ პოლიტიკოსობა და პარტიულობა წამგებიანია ხალხის თვალში?

- თუ პროფესიულ პოლიტიკას მისდევ, ეს სხვა საქმეა. თავის დროზე ალეკო ელისაშვილი ერთგვარი ენთუზიაზმით იყო მოსული ჟურნალისტიკიდან, დიდი ამბიციებიც ჰქონდა, გარკვეული ქარიზმაც, კარგი ბეგრაუნდი. სხვათა შორის, ბიძინაც რომ მოვიდა, მისი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის იყო, რომ პოლიტიკოსი არ იყო. თავშერცხვენილი პოლიტიკოსების მიმართ გარკვეული განწყობა საზოგადოებაში უკვე არსებობს. ელისაშვილს იმიტომ ჰქონდა შანსი, რომ ის ერთგვარ ისტებლიშმენტს დაუპირისპირდა, როგორც ქოცებს, უფრო ადრე და უფრო მძაფრად - ნაცებს. შორეული მაგალითია, მაგრამ დაახლოებით ტრამპი რომ წარმოიდგინოთ, ისიც ანტიელიტური განწყობით მოვიდა, ის ამბობდა, რომ პოლიტიკოსებმა შეგვჭამესო.

დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება, ამერიკა ამერიკელებისთვის“, ასეთი იყო ტრამპის მთავარი მესიჯი.

- დიახ, ტრამპი იმასაც ამბობდა, პოლიტიკოსებმა ხელში ჩაიგდეს ყველაფერი და გასაქანს არ გვაძლევენ, რომ განვვითარდეთო. რაღაცით ეს შორეულად ელისაშვილის იმდროინდელ განწყობასაც ჰგავდა. ახლა სულ სხვა ვითარებაა, ის ახლა პოზიციონირებს, როგორც პოლიტიკური პარტია და, ასეთ შემთხვევაში, რითი სჯობს სხვა პოლიტიკურ წვრილ- წვრილ პარტიებს, მაგალითად, უსუფაშვილის ან სხვების პარტიას, ეს უკვე გაუგებარი ხდება. ნაცვლად იმისა, ეთქვა, ერთდროულად ყველა პარტიის წინააღმდეგი ვარ და გამოვხატავ იმ ელექტორატის შეხედულებებს, ვინც ანტიისტებლიშმენტური განწყობისაა, ახლა უკვე ერთ-ერთ რიგით პარტიას წარმოადგენს. ახლა რა შანსი აქვს, არ ვიცი. პარტიას ევალება, მოსახლეობის გარკვეული ფენის, თუ მთლიანად ქართველი ხალხის არა, ინტერესების წარდგენა პოლიტიკაში და ამ ინტერესების გატარება. ვერც ერთ პარტიას ვერ დამისახელებთ, რომელსაც ეს კარგად გამოსდის. „ქართული ოცნება“ რახან მმართველი პარტიაა, მას მეტი კომუნიკაცია აქვს მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან, დანარჩენებს ეს საერთოდ არ გამოსდით. არც მინახავს, რომელიმე პარტია კონკრეტულად რომელიმე სოციალური ფენის ინტერესს ლობირებდეს. ასეთი რამ არ ხდება ჩვენთან. არადა, პარტიები იმთავითვე, როცა ისინი განვითარდნენ, ამ პრინციპებზე იდგნენ, გარკვეულ სოციალურად ღირებულ ინტერესს მისდევდნენ. ახლა ყველას თავ-თავისი კერძო ინტერესები აქვს. ამიტომ ვამბობ, ეს არის პატრონ- კლიენტელიზმი.

უგულავა ამბობს, რომ ერთიანი მაჟორიტარების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ ამაზე უარს ამბობს, ნაცები თავის ელექტორატს არ თმობენ?

- ნაცები ვერ უყოფენ სხვებს თავის ამომრჩეველს, პოლიტიკურ სარგებელს ნაცი ვერავის გაუყოფს. ისინი ფიქრობენ, ჩვენ უკეთესად შევძლებთ ამომრჩევლის მობილიზებას, პრინციპში, ასეცაა, მათ უფრო მაღალი შანსი აქვთ, ვიდრე სხვებს. რა ძალა აქვთ, წამოიკიდონ ვიღაც, ათრიონ, დაუთმონ ადგილი, ჯერ ერთი, ეს ადგილი მეორე ტურის გარანტიასაც არ იძლევა, 30 ოლქიდან უმრავლესობას პირველ ტურშივე წააგებენ. ამიტომ ნაცები მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით არ თმობენ არაფერს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა იმ ადამიანების უსაფუძვლობა, ვინც „ნაცმოძრაობას“ შეეკრა სარგებლის მოლოდინში. მაგალითად, რესპუბლიკები გამორჩენას ელოდებოდნენ, ცხადია, არაფერს არ მიიღებენ ისინი, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდა „ნაცმოძრაობა“, ის არასდროს არავის არაფერს არ გაუყოფს. პირიქით, თუ წაართმევს ვინმეს რამეს, თორემ სად გინახავთ „ნაცმოძრაობამ“ ვინმეს თავისი ნებით რამე მისცეს?

ამ უსაფუძვლობს გამოხატულება იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან ვაშაძისა და ჩარკვიანის გასვლა, რომლებიც გვიან მიხვდნენ, რომ ნაცი არაფერს დაუთმობდა? ანუ ჯერ შესვლა რა იყო, მერე გამოსვლა?

- ეგენი საერთოდ არასერიოზული ხალხია. ერთი უნდა ნახოთ, სტრატეგია „აღმაშენებელი“ რომ დაწერა ვაშაძემ, რა სისულელეები უწერია. ეს კაცი იყო კარგი „სისტემშჩიკი“, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ყეყეჩია.

როგორც ჩანს, თაკო ჩარკვიანის სვლებზე დადის?

- ჩარკვიანმა უთხრა, კარგი ბიჭი ხარ, პრემიერი უნდა გახდეო, მსგავსი კომპლიმენტი, როგორც ჩანს, მისთვის არ უთქვამთ და ისიც მოიხიბლა.

კანდიდატურები ნაცებმაც დაასახელეს და ქოცებმაც, გამარჯვების შანსი ვის აქვს? სხვათა შორის, ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიას უწინასწარმეტყველებენ წარმატებას.

- რას მოიგებს ელენე ხოშტარია? თბილისში ყველა ოლქს მოიგებს პირველსავე ტურში და დიდი უპირატესობით „ქართული ოცნება“.

სამეგრელოში რა მოხდება?

- სამეგრელოში მართლაც არის პრობლემები. ზოგიერთი კანდიდატი ჩემთვისაც გაუგებარია. ბევრი ჩემი მეგობარი, მათ შორის, ღია მხარდამჭერი „ოცნების“, სამეგრელოში ბევრ კანდიდატს ეჭვის თვალით უყურებს. იქ შეიძლება მეორე ტური იყოს საჭირო. დიდი უმრავლესობა მაჟორიტარების ბედი გარკვეულია. ყველა კვლევა, მეტ-ნაკლებად ობიექტური და სუბიექტურიც ადასტურებს, რომ ოპოზიციას შანსი არ აქვს. 15%-ანი რეიტინგით მაჟორიტარულ ოლქებს ვერ მოიგებენ.

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ბატონო დავით როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხი "გააიასნეთ"! დიდი მადლობა!
რაც სამეგრელოზე ბრძანეთ ზუსტად იგივე ვითარებაა გურიაში! გურია სულ უპირობოდ უჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ ქართული ოცნების კანდიდატებს. ამჯერად ასე აღარ არის!
შეკითხვა მაქვს ერთი, რომ ბრძანეთ - არც მინახავს, რომელიმე პარტია კონკრეტულად რომელიმე სოციალური ფენის ინტერესს ლობირებდეს. ასეთი რამ არ ხდება ჩვენთან. არადა, პარტიები იმთავითვე, როცა ისინი განვითარდნენ, ამ პრინციპებზე იდგნენ, გარკვეულ სოციალურად ღირებულ ინტერესს მისდევდნენ". ეს გამონათქვამი "პატრიოტთა ალიანსს" როგორ უნდა მივუსადაგოთ?! მგონი არ მიესადაგება!
ჩემი აზრით "პატრიოტთა ალიანსი" გამოკვეთილ პოლიტიკურ ხაზს ატარებს და დიდი სოციალური ფენის წარმომადგენელია. ძალიან საინტერესოა ამ საკითხზე თქვენი კომპეტენტური მოსაზრებები?!
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი დიახ, პატრიოტთა ალიანსს აქვს გარკვეული პერსპექტივა, ოღონდ, თუკი ჯერ თვითგამორკვევას შეძლებს: საგარეო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, რაც აბსოლუტურად უპერსპექტოვოა, უარს იტყვის და რაც მთავარია: პოზიციონირდება, როგორც წვრილი ბურჟუაზიის პარტია. ჯერჯერობით მკაფიო პოზიციონირებას იგი ვერ ახერხებს და სამწუხაროდ, იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობს ფონს გასვლას. მისი საუკეთესო შედეგი ამ არცევნებში 4-5% თუ იქნება, მეტი ვერა.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მართალი ბრძანდებით, უპერსპექტივოა განხორციიელების თვალსაზრისით, მაგრამ საგარეო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე უარს ვერ იტყვის! რუსეთის მხრიდან ღია ოკუპაციის პირობებში სხვა არჩევანის გაცხადება შეუძლებელია! ასევე, სხვა პარტიების მსგავსად ხომ ვერ გამოაცხადებენ ქართული სახელმწიფოს განვითარებას ვექტორად ნატოში გაწევრიანებას და "კოლექტიური დასავლეთის" დღეს არსებული კოლონიური სტატუსის განმტკიცებას?! ))) სხვა კიდევ რომელი არჩევანია? მგონი თეორიულადაც არ არსებობს!
რაც შეეხება წვრილბურჟუაზიულ პარტიად პოზიციონირებას აქ გასათვალისწინებელია რამდენი წვრილბურჟუაზიის წარმომადგენელი გვყავს დღეს საქართველოში და რაც მთავარია, ამ არსებული წვრილი ბურჟუაზიიდანაც კი რამდენი თვლის საკუთარ თავს "წვრილ ბურჟუად"?! მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსი 100-120 ათას ხმას მიიღებს, ხოლო ეს რამდენი პროცენტი იქნება ყველა ხმისმიმცემი ამომრჩევლის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. თუ რელურად 2 მილიონი ამომრჩეველი მივა, მაშინ ეს 100-120 ათასი იქნება 5-6%!
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი გეთანხმებით, პატრიოტთა ალიანსის სოციალური პოზიციონირება თავად შესაბამის სოციალურ ფენაზეცაა დამოკიდებული; "წვრილი ბურჟუაზია", ცხადია - მხოლოდ პირობითი სახელია იმ სოციალური ფენისა, ვისთვისაც ყველაზე ახლობელია პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური გემოვნება; ამ ფენაში, სავარაუდოდ მოიაზრება ასევე ჩვენი გლეხობაც - სოფლად დასაქმებულ ფერმერტა და წვრილ მეწარმეთა ფენაც; შეიძლება ვცედბი, მაგრამ მე ასე მეჩვენება; რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას, აქ ვერ დაგეტანხმებით: საქართველოს ნეიტრალიტეტი - უტოპიაა და მას არავითარი რეალური საფუძველი არა აქვს; დასავლეთის, უწინარესად აშშ-ს პროაქტიური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობას დაუძინებელი მტრის - რუსეთის სახით ეგზისტენციური საფრთხე ემუქრება და აქ ჩვენი არჩევანი დიდი არ არის.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თქვენთან კამათს არ ვაპირებ. მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ჩემთვის ძალიან დიდ პოლიტიკურ მეტრად მიმაჩნიხართ. თუ რაიმეს გწერთ, კითხვებს გისვამთ გთხოვთ ეს განიხილეთ როგორც ჩემთვის გაწეული უფასო კონსულტაცია!
რუსეთის დაუძინებელი მტრობის საკითხი გადავდოთ დოებით, მაგრამ განა აშშ არ არის საქართველოსათვის გაცილებით უფრო დიდი მტერი. ახლა რა სტატუსიც გვაქვს ეს რეალურად კოლონიური ან უკეთაეს შემთხვევაში, პროტექტორატი (დომინიონი) არ არის?! თუ გნებავთ ამ კითხვაზე ნუ მიპასუხებთ, შეიძლება საფრთხე შეგექმნათ! როგორც ვხედავ აშშ დემოკრატიული სახელმწიფო კი არა ხელში ბირთულ ქობინიანი ხელკეტით აღჭურვილი ნამდვილი ყაჩაღია!
3 წლის უკან
DDDzia Отто фон Бисмарк - Все большие страны ведут себя как бандиты, все малые страны — как проститутки.
3 წლის უკან
Katana . აი, ეს არის სრული ჭეშმარიტება, რასაც ბისმარკი ამბობს! (კი, შეგიძლია თავის დასამშვიდებლად რაღაც "გარნირები" შემოულაგო ფაქტს, მაგრამ არსი ეგ არის!).
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ბისმარკი გენიოსი იყო, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არ მოსწრებია: გაბოზებული ბანდიტები და გაბანდიტებული ბოზები მას არ უნახავს. :)
3 წლის უკან
DDD ბისმარკი რომ გენიოსი იყო, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. მაგალითად - „Сильный всегда прав.“
ასე, რომ ბანდიტები ყოველთვის რჩებიან ბანდიტებად, თუნდაც გაბოზდნენ. და თუ გაბოზდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებული კონიუნქტურა ამას მოითხოვს.
მაგრამ მცირე სახელმწიფოებისთვის სამწუხაროდ, ბოზები ვერასდროს ვერ გახდებიან ბანდიტები.
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი სახელმწიფოები არ ვიცი და პატარა სახელმწიფოს ჩვენი ხელისუფალი იყო ჩოყლაყი, რაც გაბანდიტებულ ნაბოზვარსა ნიშნავს ძველ ქართულად. :)
3 წლის უკან
Maverick კახელი, ჩემი პატივისცემა! საფუძვლიანი შეფასებებია და სიღრმეში შესვლას არ საჭიროებს, სტრიქონებს შორის კარგად იკითხება...
3 წლის უკან