თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების პირობა ვერ შეასრულა და პროექტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა.

„თუ საარბიტრაჟო დავა შედგა, ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფოს, როგორც სხვა ნებისმიერ საარბიტრაჟო დავაზე. შესაბამისად, ასეთ პირობებში, წინმსწრებად ვერ ვისაუბრებ ჩვენი პოზიციების შესახებ, რომ მეორე მხარისთვის ეს ხელსაყრელი არ გახდეს დავის დროს, მაგრამ ერთს ვიტყვი, სახეზეა მყვირალა ფაქტები. ფაქტები ამბობს იმას, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ პირობებში და მის მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა. გამოაცხადა ტენდერი და კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა, კონსორციუმი რომ ჰქვია, დაჰპირდა სახელმწიფოს, რომ ააშენებდა პორტს. მან უბრალოდ ეს პირობა არ შეასრულა. პირიქით, თავისი უუნარობა, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა” - განაცხადა თეა წულუკიანმა.