კახა კუჭავა: „ფრონტერას“ ლობისტის მორიგი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ სიცრუეში ამყოფებენ ჩვენი ოპონენტები ამერიკელ კონგრესმენებს

კახა კუჭავა: „ფრონტერას“ ლობისტის მორიგი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ სიცრუეში ამყოფებენ ჩვენი ოპონენტები ამერიკელ კონგრესმენებს

„ფრონტერას“ ლობისტი კონგრესმენის მიერ გაგზავნილი მორიგი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ სიცრუეში ამყოფებენ ჩვენი ოპონენტები ამერიკელ კონგრესმენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„წერილში საუბარია იმ ფაქტობრივ უზუსტობაზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმის მიღებას, რომ თითქოს პარლამენტში ამასთან დაკავშირებით კენჭისყრა არ ყოფილა. მე მგონი ასევე ატყუებენ, რომ კონსტიტუციაც არ მიგვიღია და საერთოდ რეფორმა არ განხორციელებულა. ფაქტი ერთია - ამ წერილებს თავისი აზრი და მნიშვნელობა დაკარგული აქვთ. რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის დროს წარმატებით განხორციელებული საარჩევნო რეფორმა მიულოცა.

„ფრონტერას“ უნდა ვურჩიოთ, რომ მილიონობით, ლობისტებზე დახარჯული თანხებით სჯობს გაისტუმრონ ის ვალდებულებები, რომლებიც თანამშრომლებზე აქვთ მისაცემი“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ექვსი კონგრესმენი ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ წერილს უგზავნის. მასში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და წინასაარჩევნო პროცესებზე. წერილი რამდენიმე პუნქტისგან შედგება, ერთ-ერთ პუნქტში კი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობა ამოიკითხეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის 27 ივლისს სატელეფონო საუბარი შედგა