გიორგი გახარია: მამუკა ბახტაძე ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერია, ლოგიკურია, სიაში იყოს

გიორგი გახარია: მამუკა ბახტაძე ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერია, ლოგიკურია, სიაში იყოს

მამუკა ბახტაძე ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერია, რომელიც ლოგიკურია, რომ სიაში იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა, იქნება თუ არა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში.

ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ არ იცის, იქნება თუ არა ბახტაძე პროპორციულ სიაში.

„წარმოდგენა არ მაქვს. მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი, რომელიც ლოგიკურია, რომ სიაში იყოს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.