გიორგი ვოლკსი: ვისაც უნდა იჭერდნენ, ვისაც უნდა უშვებდნენ და ვისაც უნდათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ართმევდნენ. ეს იყო და გავიარეთ

გიორგი ვოლკსი: ვისაც უნდა იჭერდნენ, ვისაც უნდა უშვებდნენ და ვისაც უნდათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ართმევდნენ. ეს იყო და გავიარეთ

ვისაც უნდა იჭერდნენ, ვისაც უნდა უშვებდნენ და ვისაც უნდათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ართმევდნენ. ეს იყო და გავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს გიორგი რურუას სასამართო გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.

„არავის არ სჯერა, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური ლიდერია. რასაკვირველია, იმ ადამიანებს, ვინც ამ თემის პოლიტიზირებას ახდენს აწყობთ, გიორგი რურუა ციხეში იყოს იმდენად, რამდენადაც ამ თემის ექსპლუატაცია შეუძლია გააგრძელონ. საქმე პოლიტიკას საერთოდ არ ეხება. არის სასამართლო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, არანაირი მექანიზმი, უკარნახო სასამართლოს, არ არსებობს. არსებობდა ასეთი მექანიზმი, ვისაც უნდა იჭერდნენ, ვისაც უნდა უშვებდნენ და ვისაც უნდათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ართმევდნენ. ეს იყო და გავიარეთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გათვალისწინებით, 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Aburjga Tasmanieli ძალიან სუსტი პოლიტიკოსები ხართ, ძალიან სუსტი! აბა რომელს შეგიძლიათ აიღოთ ტელეფონი და მ 6 სენატორს დაურეკოთ და პასუხი მოთხოვოთ ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევის გამო?! ან ელჩს შეხვდეთ (დაბარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია) და პირადად აუხსნათ ვითარება!
4 წლის უკან