რომან გოცირიძე: ხელისუფლება ვალდებულია გიორგი რურუა გაათავისუფლოს

რომან გოცირიძე: ხელისუფლება ვალდებულია გიორგი რურუა გაათავისუფლოს

პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ მიიღო კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ„პირველი არხის“ ეთერში გიორგი რურუას განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიცია გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას, მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას, რათა კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ყველას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება და ქვეყანაში არის პოლიტიკური პატიმარი, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ხელისუფლება ვალდებულია, გიორგი რურუა გაათავისუფლოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Aburjga Tasmanieli მოკლედ, ამ ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ანასხლეტებმა სასამართლო გააუქმეს!!!
პოლიცია და პროკურატურა გააუქმეს და შეცვალეს მედიასაშუალებებით!
ეს კიდევ არაფერი, თავიანთი ამერიკელი ლობისტი სენატორების და კონგრესმენების ხელით 2500 წლოვანი საქართველოს სახელმწიფო გააუქმეს!!! ახლა დარჩათ მართლმადიდებლური ეკლესიის გაუქმება, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ქართული ენის აკრძალვა! ესეც მალე იქნება!
4 წლის უკან
amo გოცირიძე კუკურუკუ, ცალტვინა
4 წლის უკან