დავით მათიკაშვილი: გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ცალსახად დამნაშავედ ცნო

დავით მათიკაშვილი: გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ცალსახად დამნაშავედ ცნო

გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ცალსახად დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მან გიორგი რურუა "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ კრიმინალად მოიხსენია.

„სასამართლომ გიორგი რურუა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში ცალსახად დამნაშავედ ცნო. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ, უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ "ნაციონალურ მოძრაობად" ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალი", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გათვალისწინებით, 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.