"ჩვენი ამოცანა იქნება არა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება უდანაშაულო ადამიანები ციხეში გაუშვას"

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი რურუას სახელმწიფო სისტემა ებრძვის.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის, რურუას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ხელისუფლების დაკვეთით პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია უკანონო დაკვეთის აღსრულებაში და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“. დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ სამსახურში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როცა ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

Katana . "ჩვენი ამოცანა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება, რომ რურუას მსგავსი ადამიანები გაუშვას ციხეში და ისეთი სისტემის დაბრუნება, როცა დავით ცინდელიანის მსგავსი ადამიანები, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ბორკილდადებული გაჰყავდათ ზღვაში, ხვრეტდნენ და ფეხზე ბეტონის ნატეხმიბმულს აგდებდნდნ წყლში!“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli katana ვხედავ შენც ჩემსავით უკიდურესად დაგძაბა ამ ვირისთავების უტფრობამ?!
4 წლის უკან