ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს პარტიის ლიდერს და ცხადია ის უკვე არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. სია იქნება სექტემბრამდე ან სექტემბრის დასაწყისში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„სია იქნება დაკომპლექტებული, როგორც გამოცდილი და ცნობადი „ქართული ოცნების“ მებრძოლებით, ასევე იქნებიან ახალი სახეები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში იქნა მიღებული კანონი გენდერულ კვოტირებაზე. საზოგადოება იხილავს როგორც ახალ სახეებს, ასევე ძველ, ღირსეულ წევრებს „ქართული ოცნებისა“, რომელთა მეშვეობითაც და ჩვენი საზოგადოების მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დამთავრდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.