დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძის სკანდალურ განცხადებას, აკეთებს ოპოზიციაში არშემდგარი გარიგებების შესახებ:
„მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ე.წ. ერთობა დაინგრეოდა. გიორგი ვაშაძე კი, უბრალოდ არასერიოზული ადამიანია. როდესაც თამაშობ ვიღაცის თამაშს, ბოლომდე მაინც უნდა ითამაშო... თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეყოთ გონება არ დათანხმებოდნენ იმ უწესო წინადადებებს, რომელსაც გიორგი ვაშაძე მათ სთავაზობდა.
ის ითხოვდა კვოტებს ფულის სანაცვლოდ, აბა, ისე ვაშაძე ვის რად უნდა. „ ნაციონალებმა“ უარი უთხრეს, ვაშაძესაც არაფერიც აღარ დარჩა.“ - აცხადებს ჭიჭინაძე.
„ისე ფულს ვინ იძლევა ამ ქვეყანაში ყველამ ვიცით. შესაბამისად ზუსტად იქიდან აქვს გიორგი ვაშაძესაც ამხელა დაფინანსება! აბა, ის ბიზნესში არასოდეს ყოფილა და სულ პოლიტიკაშია. სამაგიეროდ, ახლო ნათესავი ჰყავს „მთავარი ქისა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.