"სააკაშვილის დროს დარწმუნებული ვარ შაქარაშვილი არ მოკვდებოდა" - მურმან დუმბაძის აზრები

პოლიტიკოს მურმან დუმბაძეს არჩევნების შემდეგ, სურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ის მიხეილ სააკაშვილი იყოს, რომელსაც წლების მანძილზე ებრძოდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მისი ამომრჩევლები დაწყევლა კიდეც.

"ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა არ გამოასწორა, არ გამოასწორა ივანიშვილმაც.

მიშამ გამოასწორა ქრთამი, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რაც არ გამოასწორა მან, ივანიშვილმა შეისისხლხორცა და ამიტომ უნდა შეიცვალოს.

სააკაშვილი არ მინდოდა და გავუშვით. გულწრფელად ვებრძოდი წინა ხელისუფლებას და გულწრფელად ვებრძვი ბიძინა ივანიშვილს.

მიხეილ სააკაშვილის დროს დარწმუნებული ვარ შაქარაშვილი არ მოკვდებოდა, რადგან პოლიციაში ზარი შევიდოდა და პოლიციელი ისე არ დაჯდებოდა", - განუცხადა "პრაიმტაიმს" დუმბაძემ.

amo მდაა, გაიგეთ რამე?
4 წლის უკან
Lolo47 amo, არ გრცხვენიათ, როგორ შეიძლება ამ წერა-კითხვის უცოდინარსა და ვირთაგვაზე რაიმე კომენტარის გაკეთება?!
4 წლის უკან
sapiqrali დუმბაძე, აბა რას ერჩოდი ამ ანგელოზივით კაცს 2012 წელს? რა იყო ჰაბიტუსი არ მოგწონდა?
4 წლის უკან
mendes ჩემი თვალით მაინც არ მყავდე ნანახი 2011 წლის 26 მაისს პოლიციის სამმართველოში, ცხვირგადახლეჩილი და თავჩაქინდრული რომ იდექი, ორი მსუქანი პოლიციელი რომ დაგცინოდა, რას ჰგავხარ შედედა...ოო..., მერე ერთმა ფეხებზეც რომ მოგაფურთხა და წადი, პირი მაინც დაიბანე სე საცოდავოო. მაშინ მთელი გულით შემეცოდე, ამხელა დამცირება წყალობასავით რომ მიიღე და მადლიერი იყავი, კიდევ რომ არ გაგიტყლაშუნეს. შენ ყველაზე კარგად არ იცი, რა სიკვდილის კალო დაატრიალეს იმ ღამეს და რამდენი დახოცეს? სახეში შეფურთხებაც ცოტაა შენთვის, მაგრამ მაინც ასეთი დარჩები. თფუი
4 წლის უკან