დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენგოს პოლემიკაზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
მისი თქმით, საკითხში გარკვეული გაუგებრობა არსებობდა, თუმცა პრობლემა გადაჭრილია და კლინიკის შენობისთვის სახელმწიფოს მხრიდან თანხა გამოყოფილია.
„რა თქმა უნდა მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არ მინდა ამ პოლემიკაში ჩართვა. თენგიზ ცერცვაძე არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, დავით სერგეენკოსთან კი მაქვს კარგი ურთიერთობა. იყო გაუგებრობები, თუმცა საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება არ მინდა. ფაქტია რომ ინფექციურ კლინიკას არ აქვს ის გარემო რაც მას სჭირდება. თუმცა უკვე გამოიყო ბიუჯეტიდან თანხა და მას ექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განახადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.