“ფრონტერამ” თავიდანვე იცოდა, რომ ქართული მხარე მასთან დავაში მართალი იყო და არასამართლებრივი გზებით შეეცადა პროცესზე გავლენის მოხდენას,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და Houston chronicle“ -ში კომპანია ,, ფრონტერასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ ჰქონდა ფრონტერასთან, მაგრამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დათმობაზე წავიდა.
,,ეს პატარა კომპანია "ფროტერას" რომ ეძახიან, რამდენს ბედავს, ნახევარი ოთახი რომ აქვს ნაქირევები ტეხასში და ატერორებს საქართველოს მოსახლეობას და შეცდომაში შეყავს ამერიკელი კონგრესმენიები და სენატრორები. საქართვველოს მთავრობა ყველა დათმობაზე წავიდა თქვენთან, ამ დროს არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. “ფრონტერამ” თავიდანვე იცოდა, რომ ქართული მხარე მასთან დავაში სრულიად მართალი იყო და ამიტომ არასამართლებრივი გზებით შეეცადა პროცესზე გავლენის მოხდენას, რაც იმ ლობისტურ კამპანიაში გამოიხატა, რომლისთვისაც შარშან 200.000$, ხოლო წელს 44.000$ დახარჯეს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში. თქვენ იმდენად გაკოტრებულები ხართ, თქვენი ვებ-დეველპერისთვისაც კი ვერ გადაგიხდიათ ხელფასი. ეს ვიცი ძალიან კარგად. ფრაგმენტი ინტერვიუდან:Houston chronicle: კომპანია Frontera-ს ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომელი ღილაკისთვის დაეჭირათ თითი. ნიკანდროსმა სპეკულირება დაიწყო, რომ თითქოს მთავრობა კომპანია Frontera-ს ნავთობის საბადოების კონფისკაციას და რუსული ენერგო გიგანტის „როსნეფტისთვის“ ან ჩინური ანდა ირანული ინტერესების გამტარებლებისთვის გადაცემას“ ცდილობდა”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი