"თქვენი კრახის მიზეზი, ნაცებო, არც სარჩევნო სისტემა და არც მაჟორიტარებზე შეუთანხმებლობაა, თქვენი კრახის მიზეზი – თქვენივე დანაშაულებრივი და დღემდე მოუნანიებელი წარსული"

„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს ;

“ერთ დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა:

გუშინ მავნებლებმა წინასწარ დაიწყეს გარდაუვალ საარჩევნო კრახში მთავარი დანაშავის ძიება: ბოკერიამ მიშასკენ გაიშვირა თითი, მიშას პოლიტშნირებმა პირიქით – ბოკერიასკენ.

საქმე კი იმაშია, რომ თქვენი კრახის მიზეზი, ნაცებო, არც სარჩევნო სისტემა და არც მაჟორიტარებზე შეუთანხმებლობაა, თქვენი კრახის მიზეზი – თქვენივე დანაშაულებრივი და დღემდე მოუნანიებელი წარსული, ქართველი ხალხის დამცირება და სიძულვილია და ასე იქნება მუდამ, ვიდრე საბელ თოკს არ შეიბამთ ნაძარცვი ფულით დასიებულ კისრებზე და მუხლომყრილი შენდობას არ თხოვთ უფალს და მშობელ ხალხს.”