გაირკვა ვინ არის პირი, რომელიც ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

გაირკვა ვინ არის პირი, რომელიც ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პირი ირაკლი ღლონტია.

როგორც სულაბერიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, ეს სახელი და გვარი, სულაბერიძეს არაფერს ეუბნება, შესაბამისად ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ღლონტთან დაპირისპირებას უარყოფს.

შეგახსენებთ ლერი სულაბერიძეს წყნეთის გზაზე, ე.წ კალების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს დაესხნენ თავს. მისი მისამართით 5 გასროლა მოახდინეს, რომელთაგანც 2 სულაბერიძის ავვტომობილს მოხვდა. თავად სულაბერიძე უვბენელი გადაურჩა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხილით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

Katana მალადეც, ძმაო!.. მაგარი სნაიპერი უნდა იყო, რომ 5 გასროლიდან მხოლოდ 3 ააცილო მერსედესს!..
4 წლის უკან