არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო - ოჯახი დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს

არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო - ოჯახი დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. როგორც  გარდაცვლილის მამამ განაცხადა, მისი შვილის ცხედარი მძიმე მდგომარეობაში ნახა, ამიტომ ეჭვი გაუჩნდა.

"მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო... ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ტესტის გაკეთებას.

ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაზეც ეჭვი მეპარება", - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

Aburjga Tasmanieli მართალია ეს ადამიანი (მამა)! - შესამოწმებელია! სამხარაულში კომპიუტერზე პაროლი ნორმალურად ანუ დაზარალებული მხარის წარმომადგენლის თანდასწრებით რომ გაეხსნათ, ხომ აღარ იქნებოდა ეს ეჭვები?! მაგრამ არა! აშკარად რაღაც ისე ვერ არის! ისე აირია ყველაფერი უკვე ევაკუატორის ამბავიც კი მჯერავს!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 3-4 დღის მიცვალებული შვილის ცხედარი დეამ როგორ ვერ იცნო?! დაკეტილ მანქანაში იყო, მხეცებს ხომ არ ყავდათ დაგლეჯილი?!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დედამ
4 წლის უკან
Katana . ვერ ვხვდები, მიზანმიმართულად აკეთებენ ისე, რომ ყველაფერზე ვაი-უშველებელი ატყდეს, თუ არაპროფსიონალიზმისაგან მოსდით ეს?..
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კატანა! საოცარია პირდაპირ?! ამათ ყველა საქმეზე როგორ უნდა წაიფორხილონ?! ან შსს-დან ვინმე გამოსულიყო, 1 ბრიფინგი გაეკეთებინა, რამე ეთქვა?! ვერა?! არის კიდევ ერთიმაგარი საეჭვო ვერსია, იქნებ უცხო ქვეყნის დაზვერვის ნამუშევარია და "ჩვენებს"უცხოელი უმფროსებიდან ნაბრძანები აქვთ გაისუსეთო!
4 წლის უკან
Katana . მართალი გითხრა, მე მხოლოდ ამ მეორე ვარიანტს განვიხილავდი გუნებაში, ოღონდ... ამგვარ სამსახურებს ხომ გრძელი ხელები აქვთ და შემსრულებელი ვერ იქნებოდა უცხო: ნამეტანი კარგად იცოდა იქაურობა, ჩემი აზრით...
4 წლის უკან
Katana ."მსგავსი არაფერი უთქვამს ჩემს მეუღლეს" - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა ინფორმაციაზე, რომ თითქოს გოგონას მამა ცხედრის დნმ-ს ანალიზს ითხოვს?ათა­სი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, ვი­საც რა უნდა, იმას წერს და აქ­ვეყ­ნებს. ასე რომ, ეს არაა სი­მარ­თლე!" - გვი­თხრა მან. (ამნენი.GE)

ვინ იგონებს მაშინ ამ ფეიკებს, რა უბედურებაა ეს?!
ჯობია, საერთოდ არაფერი წაიკითხო კაცმა?!
4 წლის უკან
Katana "ამბები.Ge" უნდა ეწეროს.
4 წლის უკან
Katana . ჟურნალისტებად წოდებული ეს ფეიკ-მეიკერები გაიძულებენ, გააკეთო არჩევანი, რომელი ჯობია: იყო არაინფორმირებული, თუ იყო დეზინფორმირებული!
4 წლის უკან