ნუგზარ წიკლაური: გაერთიანებულ ოპოზიციას წინააღმდეგობა იმ პარტიების მხრიდან შეხვდა, რომლებიც დღეს სააკაშვილის გუნდს მაჟორიტარული ოლქების დათმობისკენ მოუწოდებენ

ნუგზარ წიკლაური: გაერთიანებულ ოპოზიციას წინააღმდეგობა იმ პარტიების მხრიდან შეხვდა, რომლებიც დღეს სააკაშვილის გუნდს მაჟორიტარული ოლქების დათმობისკენ მოუწოდებენ

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის სრულ ერთობას მთავარი წინააღმდეგობა იმ პარტიების მხრიდან შეხვდა, რომლებიც დღეს სააკაშვილის გუნდს მაჟორიტარული ოლქების დათმობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.

„მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრს შესთავაზა ერთიანი პოლიტიკური ბლოკი - საერთო სიით პროპორციულსა და საერთო სიით მაჟორიტარებში. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას სრული ერთობის შესახებ იმ პარტიების მხრიდან შეხვდა მთავარი წინააღმდეგობა, რომლებიც დღეს გაერთიანებას გვიკიჟინებენ და მაჟორიტარული ოლქების დათმობისკენ მოგვიწოდებენ. მიუხედავად კოლეგების მხრიდან რეალურ ერთიანობაზე უარის თქმისა, ჩვენ მაინც დავთმეთ დედაქალაქის 6 ოლქი და ჩვენი კანდიდატები წარმოვადგინეთ მხოლოდ ორში, რაც რეალურად წარმოადგენს ერთიანობის იდეის მიმართ ერთგულების კიდევ ერთ უტყუარ დასტურს", - წერს წიკლაური.

მისივე თქმით, რეგიონებში საერთო მაჟორიტარების სქემა ვერ იმუშავებს, „უფრო მეტიც, ამ მოდელის ხელოვნურად გავრცელება რეგიონებში და დაბალი მხარდაჭერის კანდიდატების დაყენება ზრდის ოპოზიციის დამარცხების რისკს“, - წერს წიკალური.