უმუშევრობა და ფასები იზრდება, ეკონომიკა კი ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებს

უმუშევრობა და ფასები იზრდება, ეკონომიკა კი ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებს

ეკონომიკას ძველ ნიშნულზე დასაბრუნებლად 12-18 თვე დასჭირდება. ამასობაში კი ინფლაცია პიკზეა, ხოლო უმუშევრობის რისკი ძალიან მაღალია. მომდევნო თვეების განმავლობაში სტაბილურობის მიღწევის შანსი თითქმის არ არსებობს, მით უფრო, რომ წინ შემოდგომა და რთული ზამთარია.

საქართველოს ეკონომიკური კლიმატის ინდექსი მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება 2019 წლის მონაცემს - ასეთია 50 ქართველი ექსპერტის შეფასება, რომელიც „პიემსიმ“ გამოკითხა. ექსპერტერბის 60% მიიჩნევს, რომ ეკონომიკას ძველ ნიშნულზე დასაბრუნებლად 12-18 თვე დასჭირდება.

პანდემიის პერიოდში მთავრობის ეკონომიკური ნაბიჯები ექსპერტების 47%-მა ნაწილობრივ ეფექტურად შეაფასა, 20%-მა პოზიტიურად, ხოლო 33%-მა ნეგატიურად.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებს (კომპენსაციების გაცემა), მას ექსპერტების 40% ნაწილობრივ ეფექტურად აფასებს, 33% პოზიტიურად, ხოლო 22% ნეგატიურად.

გამოკითხული ექსპერტების უმეტესობა - 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა 15-20%-ით გაიზრდება. 2019 წელს ქვეყანაში უმუშევრობის საშუალო დონე 11.6% იყო. ექსპერტების 47% ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 60-80%-ით შემცირებას ელის.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან ცუდი ნიშანია ის, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება ვერაფრით ხერხდება. როდესაც ქვეყანას უმუშევრობის ტალღა ემუქრება, ხოლო შემოსავლები მცირდება, პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე მაღალი ფასები პირდაპირ იწვევს ოჯახების გაღარიბებას. ასეთ ვითარებაში მომავალი თვეების განმავლობაში რამე სტაბილურობის იმედი არ არსებობს.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება და 6.1 პროცენტს შეადგენს. ფასების ზრდის ტალღა განსაკუთრებით აისახება საკვებ პროდუქტებზე - ხილზე, ყველზე, რძეზე, ხორცსა თუ სხვა დასახელების ნაწარმზე. გარდა საკვებისა, ფასები მომატებულია სასმელზე, მედიკამენტებსა და თამბაქოზე.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე პროდუქტებზე ფასების ზრდას წლის ბოლომდე ვარაუდობს. ცხადია, ზამთრის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

„ფასების მატებაა, ფაქტობრივად, ყველა პროდუქტზე და არც ჩანს, რომ ეს ტენდენცია დასრულდება. წლის ბოლომდე ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მომავალი თვეების განმავლობაში რამე იმედი სტაბილურობისკენ არ არის“, - განაცხადა გიორხელიძემ.

პროდუქტებზე ფასების მომატება ასე მწვავედ არ იქნებოდა აღქმული, რომ არა მოქალაქეების შემოსავლების კლება და მზარდი უმუშევრობა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, შემოსავლები იმავე დონეზე რომ დარჩენილიყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო, ფასების მომატება ასე მწვავედ არ აღიქმებოდა.

„ფასებმა მოიმატა, ხოლო შემოსავლებმა მოიკლო. ჩამოყალიბდა ერთგვარი „სენდვიჩის ეფექტი“. მოსახლეობის ჯიბეზე ორი მხრიდან ხდება ზეწოლა, შემოსავლებზე და ამიტომ, ორმაგ წნეხს განიცდის თითოეული მოქალაქე. ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა საკმაოდ რთულია. ამის უნივერსალური რეცეპტი არც არსებობს. სახელმწიფო რაც არ უნდა დახმარებები და არამონეტარული ღონისძიებები გაატაროს, ერთადერთი საშუალება არის სამუშაო ადგილების შექმნა“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

amo ბექა ამ სტატიის მიზანი? ეს ყველაფერი ხომ ისედაც ვიცით, რაზე წუხდებოდით? თქვენ ის გვითხარით რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სანამ ამერიკელი იმპერიალისტები გვყვანან თავზე წამომჯდარი მანამ საქართველოს ეკონომიკა როგორ განვითარდება?! ბუნებრივი განვითარების საშუალება მთლიანად მოგვისპეს! თუ ლურჯი მოცვის ექსპორტით განვითარდება ეს ქვეყანა ხვალ- ზეგ ვნახოთ, აგერ მე და აგერ თქვენ! მარტო "ნაგლიფრონტერა"-ს მაგალთი არის საკმარისი იმ უბედურების ნათლად წარმოსაჩენად რაც ჩვენს ეკონომიკას დამართეს "სტრატეგიულმა მეგობრებმა"! საქართველოს სახელმწიფოს 3,5 მილიარდ დოლარ კომპენსაცია-ჯარიმას თხოვდნენ საერთაშორისო არბიტრაჟში საქმე რომ არ წაეგოთ!!! $3 500 000 000 !!! წარმოგიდგენიათ?! ე.ი. საქართველოს სახელმწიფოს თავი ბანკროტად უნდა გამოეცხადებინა!!! ანდა ანაკლიის კონსორციუმის ამბავი ავიღოთ - ჯერ იყო და აშშ-მ განაცხადა ჩინურმა კომპანიამ არ უნდა ააშენოსო!!! და თავდაპირველი ჩინური ვარიანტი ეგრევე გაითიშა. შემდეგ, მთავარი უცხოელი ინვესტორი დაფუძნებიდან იყო აშშ-ს კომპანია "კონტი ჯგუფი". კონსორციუმის ქართველმა მონაწილეებმა (ხაზარაძემ) რაც შეეძლო მოიზიდა თანხები და რაღაც წინასწარი სამუშაოები შეასრულა-ასრულებდა (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა ტელეეკრანებიდან), საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა მასზე დაკისრებულს! ის კი არა, იმისათვის რომ უცხოელ ინვესტორს (ამ შემთხვევაში "კონტი ჯგუფს") მისი ინვესტიციები უსაფრთხოება გარანტირებულად რომ დაენახა კონსტიტუციაშიც კი ჩაწერეს ამ პორტის ამბავი!!!! მააგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა და უკვე რეალური თანხები უნდა ჩაედო, "კონტი ჯგუფი" საერთოდ გასრიალდა კონსორციუმიდან!!! საოცარი იყო აშშ-ს რეაქცია! ნაცვლად იმის, რომ როგორც "სტრატეგიულ მკავშირეს" აღმოეჩინა დახმარება ან გრძელვადიანი კრედიტი გამოეყო ნორმალური პირობებით ან კონტი ჯგუფის მესვეურებს მოლაპარაკებოდა დაბრუნებაზე და მიეცა საკუთარი გარანტიები, აქეთ ამუნათებდა და საშინელ ზეწოლას ახორციელებდა საქართველოს ხელისუფლებაზე, გინდა თუ არა ეს პორტი ააშენეთ, ჩვენ გვჭირდებაო !!! რა მიზნებისათვისაც სჭირდება ხომ ყველას კარგად გესმით?!
როცა 1990 წელს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ (გულუბრყვილოებს ასე გვეგონა) მოგვეცა იმედი რადგან რუსეთს თავი დავაღწიეთ აწი ნამდვილად ავშენდებითო, მაგრამ თურმე აშშ-ს გადამკიდე სად ხარ?! აგვიხდა გაჭირვებული კაცის გამონათქვამი - ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო! ოღონ სახელმწიფო დონეზე!
4 წლის უკან