„მარტო კაცი?“, „მარტოხელა მონადირე?“ - გახარიას პოლიტიკური მომავალი

„მარტო კაცი?“, „მარტოხელა მონადირე?“ - გახარიას პოლიტიკური მომავალი

არჩევნების შემდეგ როგორი იქნება პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკური მომავალი? დარჩება თუ არა ის ისევ მთავრობის მეთაურად, თუ დამოუკიდებლ პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი უკვე გამოჩნდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მაჟორიტარობის 30-ვე კანდიდატი პირადად მისი შერჩეულია.

მარტო კაცი, გუნდის გარეშე, რომელსაც, როგორც ჩანს, საარჩევნო სიის ფორმირებაშიც მონაწილეობის უფლება არა ექნება და შესაბამისად, მომავალ პარლამენტში მხადამჭერები არ ეყოლება. ყველაფერი მაინც ივანიშვილის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული, დასჭირდება თუ არა მოქმედი პრემიერი არჩევნების შემდეგ.

ანალიტიკოსები for.ge-სთან სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებენ თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ ლოგიკურად, პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ივანიშვილისთვის მით უმეტეს არჩევნების შემდეგ გახარია საჭირო პრემიერი უნდა იყოს, თუ თავად ივანიშვილი პოლიტიკაში ღიად დაბრუნებას თანამდებობაზე არ აპირებს, მაშინ გახარია მისთვის საუკეთესო კანდიდატურაა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გახარია სიის პირველი ნომერი იყოს და მისი შესაძლებლობები ამ არჩევნებში აუცილებლად გამოყენებული იქნება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ შესაძლოა გიორგი გახარია საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყოს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს აქტიური ხასიათის იქნება. მიუხედავად ამისა, ძაბირაძე მაინც მიიჩნევს, რომ სიის პირველი ნომერი არა ივანიშვილი, არამდე გახარია იქნება. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია: „ეს დამოკიდებული იქნება არა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, არამედ იმაზე თუ ივანიშვილი რა ხასიათზე იქნება და რას გადაწყვეტს“. ანალიტიკოსის თქმით, გახარია პოლიტიკური ფიგურა რომ იყოს, მაშინ მისი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ გუნდში ის უკონკურენტოა.

„არსებული რეალური სიტუაციიდან და პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ გახარია ისევ პრემიერი უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ივანიშვილი უკან დაბრუნებას არ აპირებს. თუმცა, ივანიშვილი ვიცით, რომ პოლიტიკოსი არ არის და ის ამ ლოგიკას არ ექვემდებარება. გახარიას პრემიერობა, არც პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული და არც იმაზე რა წარმატებები და წარუმატებლობები აქვს მმართველობის პერიოდში - დამოკიდებულია იმაზე რას გადაწყვეტს ივანიშვილი. აქ კი ანალიტიკოსების მოსაზრება ვერ გამოდგება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატი ყველა ივანიშვილის შერჩეულია და თითქმის მათი ვინაობის შესახებ გახარიამ საზოგადოებასთან ერთად შეიტყო, ამიტომაც პრემიერს პოლიტიკური გუნდი და საყრდენი არ ჰყავს. შესაბამისად, ის ისევ ივანიშვილის კეთილ ნებასა და სურვილზე არის დამოკიდებული. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც პირადი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, გახარია მარტო მოთამაშე კაცია, რომელიც თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ არის, რომ ეს ივანიშვილს უნდა.

„ივანიშვილს კვირიკაშვილის შემთხვევაში შეექმნა საფრთხე, რომ მას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაეწყო. გახარიას კი პარლამენტში თუ მხადაჭერა არ ექნება და არც სიის შედგენაში მიიღებს მონაწილეობას, მისგან ივანიშვილი საფრთხეს ნაკლებად მოელის. ის საერთო სახალხო ლიდერი ვერ გახდება, შესაძლოა, აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ამას ძალინ ბევრი რამ სჭირდება. პირველ რიგში დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს და ის საზოგადოების თვალში ასეთი არ არის, მერე რა იქნება, ეს არ ვიცი. ამ მონაცემებს შეიძლება არ ამჟღავნებს. მას პარტიაშიც არ ჰყავს გუნდი და როგორც გამოჩნდა „ოცნების“ შიდა დაჯგუფებებში ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს. ის არის მარტოხელა მონადირე და მუდმივად თავის გადარჩენაშია. ვნახოთ, მაინც ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ გიორგი გახარია ივანიშვილს ქვეყანაში ჯერ მარტო შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე დასჭირდება და ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მენეჯერი, რომელიც მის გარეშე ამას შეძლებს. საყვარელიძისთვის ლოგიკურად გაუგებარია ის ვერსია, რომ ივანიშვილს გახარიას წარმატებული პრემიერობა არ მოსწონს და ამაზე იბოღმება: „მაშინ კორონავირუსიის კრიზისის დროს რატომ არ გადააყენა და რატომ მიანდო ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მას ქვეყანა?“

ანალიტიკოსი ამბობს, რომ გახარიამ აჩვენა საკამოდ კარგი მენეჯერული თვისებები და მან საკამოდ კარგი პოლიტიკური დივიდენდები ჯერ კიდევ რუსთაველზე გამოსვლის დროს, ახალგაზრდებისთვის ბოდიშის მოხდით დააგროვა. თუმცა ამის მიუხედავად, მან ცალკე პოლიტკური თამაში არ წამოიწყო, მით უმეტეს ამის სრულიად კარგი შესაძლებლობა ჰქონდა.

„მე მგონია, რომ გიორგი გახარია არჩევნების შემდეგაც საჭირო პრემიერი იქნება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კორონავირუსის შემდეგ, ქვეყანაში საკამოდ მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იქნება. რაც შეეეხება იმას, რომ თუ ის ისევ მთავრობის მეთაური გახდება საკუთარი გუნდი დასჭირდება, არ ვფიქრობ, რომ ამ მინისტრთან კაბინეტთან კომუნიკაცია უჭირს. პირიქით, კორონავირუსის პანდემიის დროს აჩვენა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში თანამშრომლობას ახერხებს. თუ დააკვირდით პარალმენტში გამოსვლის დროსაც მას საკმაოდ კარგი კომუნიკაცია აქვს ეკონომიკურ გუნდთან. ცქიტიშვილთან, მაჭავარიანთან და სხვა დანარჩენებთანაც. რაც შეეხება იმ ეჭვებს, რომ მას ძალოვანი მინისტრები არ ექვემდებარებიან, ეს სად და რაში ჩანს არ ვიცი. ამიტომაც თუკი ისევ პრემიერი გახდება, არ მგონია, ივანიშვილისგან ან „ოცნებისგან“, ეკონომიკური გუნდის ფორმირებაში, მას ხელი ვინმემ შეუშალოს. არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ სიის პირველი ნომერი გახარია იყოს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

 

Gami კიდევ ამ ძაბირაძეს ეკითხებით აზრს?! სირცხვილია! " კვირიკაშვილმა საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყოო, მისგან საფრთხე იგრძნოო ივანიშვილმა... " რომელმა გააპროტესტა/კვირიკაშვილის "გუნდელმა"/ ლიდერ კვირიკაშვილის გაშვება! ჰო, კიდევ -- " კვირიკაშვილი სახალხო ლიდერად ყალიბდებოდაო"... -- აი, ძაბირაძის მდაბიო აზრები! კვირიკაშვილმა ვირეშმაკობა დაიწყო და იმიტომ გააგდო ივანიშვილმა. ასე, ეს! გახარია კიდევ ასეთ რამეს არ იკადრებს!. გახარიას აზროვნების და"მასტის" ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მე ვურჩევდი გახარიას ამაზე იფიქროს სერიოზულად, თუ საქართველოსთვის კარგი უნდა. არსებული პოლიტკინტოები, პოლიტმახერები, პოლიტმანიაკები და პოლიტქაჯები უნდა ჩაირეცხონ!!!. საიტს -- ხუხაშვილს რატომ შემოსწყერით ამ ბოლო დროს? სერიოზულად --- ძალიან დაეცა თქვენი საიტის დონე, რაც ძალზე სამწუხაროა.
3 წლის უკან
Lolo47 Cami სრულიად გეთანხმები ძაბირაძის ვითომ ექსპერტობის თაობაზე. მაგრამ საპირისპირო აზრი მაქვს ხუხაშვილზე... თქვენ ფიქრობთ, რომ ჭუჭყიანი ხუხაშვილი აწევს საიტის დონეს? ის ხომ ფულს დახარბებული, ღვარძლიანი კაცუნაა, თანაც საკითხავია რის „ექსპერტობაზე“ დებს თავს?! ნაღდი ექსპერტები არიან - მანჯავიძე და დარჩიაშვილი. ეს ჩემია აზრია, არავის ვახვევ თავზე.
3 წლის უკან
Lolo47 მეტი გიორგი გახარია და მისნაირები „ოცნების“ სუსტსა და უნიათო გუნდს!
3 წლის უკან
Temo ძაბირაძე რომ ამბობს, გახარიამ წარდგენისას გაიგო მაჟორიტარების ვინაობაო, სხვებზე არ ვიცი და... აბა, მოწერელია ვისი შეყვანილია სიაში, ნეტავ? მის გარეშეც რომ შეეყვანათ სიაში მოწერელია, როგორ ფიქრობთ, არ ეტყოდა ამის შესახებ გახარიას? ძალიან დასაფასებელია, როდესაც პოლიტიკოსმა კარგად იცის თავისი ადგილი გუნდში და ამ ადგილზე წარმატებით უძღვება საქმეს. წინ, გახარია!
3 წლის უკან
Maverick ვერ ელევა ძაბირაძე ლიბერასტობის ორმაგ სტანდარტებს, პლისეცკაია თამადასი არ იყოს!

რა მნიშვნელობა აქვს ლიდერისთვის სიაში პირველი იქნება თუ ბოლო?!

მისთვის ეს პრიორიტეტი არ არის, რადგან როცა მოისურვებს ფარას შემოაბრუნებს და ცხვრებიც მას გაყვებიან!

სახელო უბოძეთ ძაბირაძეს, ხუუუხას და ნახავთ რა ჰანგებზე აჭიკჭიკდებიან!
3 წლის უკან
Maverick P.S. უკაცრავად, ლაგაზიძე დამავიწყდა...
3 წლის უკან
Aws სირი ძაბირაძე
3 წლის უკან
Gami LoIo47-ს, ხუხაშვილზე ირონიით დავწერე, ეტყობა არ გამომივიდა; მასზე უარესი აზრის ვარ, თქვენ გეთანხმებით. ხუხაშვილი "პალიტრამ" დაითრია, სხვას არ უთმობს! კეკელკა ტუხიაშვილთნ ერთად!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ტუხიაშვილი ეს ძალიან მაგარი მოვლენაა. ჩვენ გვაქვს ტელეარხები - არხი გვარამია, არხი მელაძე, არხი აქუბარდია, არხი რამიშვილი და ყველაზე სახასიათო არხი ტუხიაშვილი! მაგალითად მაესტროზე ასეთი რამ ვერ შევამჩნიე.
3 წლის უკან