ქართველები

ქართველები "ბედნიერების განცდის უნარით" ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ

სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც Gallup-მა ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობა "ბედნიერების განცდის უნარის მიხედვით" ერთ-ერთი ბოლო ადგილზეა. Gallup-მა კვლევა 148 ქვეყანაში ჩაატარა და 150 000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის მონაცემებით, ამ მხრივ, ყველაზე "პოზიტიური" ლათინური ამერიკის ქვეყნებია. 

ყველა ქვეყანაში, სადაც კვლევა ჩატარდა, რესპოდენტებს ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდნენ: როგორ გაატარეს გუშინდელი დღე, კარგად დაისვენეს თუ არა, ბევრი იცინეს თუ არა, რაიმე საინტერესო ხომ არ გაუკეთებიათ ან რაიმე ახალი ხომ არ გაუგიათ, გრძნობდნენ თუ არა საზოგადოების მხრიდან პატივისცემას და მიიღეს თუ არა სიამოვნება.

ამ კითხვებზე ყველაზე ხშირად დადებითი პასუხები პანამისა და პარაგვაის (85%) მოქალაქეებს ჰქონდათ. სალვადორის და ვენესუელის მაჩვენებლები 84%-ი იყო, ხოლო ტაილანდში დადებითი პასუხები გამოკითხულთა 83-მა პროცენტმა გასცა. კოსტა-რიკის და ეკვადორის მაჩვენებლებმა 81%-ს მიაღწია.

ამგვარად, ”ბედნიერი ერების” ლიდერთა ათეულიდან, რვა - ლათინური ამერიკის ქვეყანაა.

ყველაზე დაბალ პოზიციაზე სინგაპური, სომხეთი და ერაყი აღმოჩნდნენ. ასევე ძალიან იშვიათად განიცდიან დადებით ემოციას სერბეთის, იემენის, საქართველოს, ბელორუსის, მადაგასკარის და ლიტვის მოსახლეობა.

გამოკითხვების მიხედვით, ბედნიერები არ არიან არც ჰაიტიზე, სადაც მოსახლეობის მიერ განცდილი დადებითი ემოციების სიხშირე, ავღანეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობისას უტოლდება.

ტურისტულ თურქეთში ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე სიერა-ლეონეში, სადაც ჯერ კიდევ 10 წლის წინ სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. ბაჰრეინის სამეფომ რეიტინგში ადგილი უკრაინას, მოლდოვასა და პაკისტანს დაუთმო.

"ბედნიერი ერების" პირველ ასეულში ვერ მოხვდა რუსეთი. მან ადგილი სიის მეორე ნახევარში, ბოსნია და ჰერცოგოვინას და ირანს შორის დაიკავა. შედარებით მეტ დადებით ემოციას განიცდიან იტალიასა და ისრაელში. ესპანელები ფრანგებსა და გერმანელებზე ბედნიერები არიან.

კანადელებმა პოზიტიურობის მაჩვენებლებით ამერიკელებს, ხოლო ირნალდიელებმა ბრიტანელებს გაუსწრეს.

ასეთმა შედეგებმა რამდენიმე ექსპერტი რეიტინგისადმი სკეპტიკურად განაწყო, თუმცა ამაში უცნაური არაფერია. ფსიქოლოგების აზრით, ზოგიერთ კულტურაში ისტორიულადაა ჩადებული ცხოვრების უფრო პოზიტიურად აღქმა.

რეიტინგში შესული ქვეყნების პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

პანამა - 85%
პარაგვაი - 85%
სალვადორი - 84%
ვენესუელა - 84%.
ტრინიდადი და ტობაგო - 83%
ტაილანდი - 83%
გვატემალა - 82%
ფილიპინები - 82%
ეკვადორი - 81%
კოსტა რიკა - 81%
კანადა - 80%
კოლუმბია - 80%
მალაიზია - 80%
ნიდერლანდები - 80%
ირლანდია - 80%
დანია - 79%
ქუვეითი - 79%
ომანი - 79%
ინდონეზია - 79%
ჰონდურასი - 79%
ახალი ზელანდია - 78%
ზამბია - 78%
არგენტინა - 78%
ლუქსემბურგი - 78%
დომინიკის რესპუბლიკა - 77%
ბელგია - 77%
ნიგერია - 77%
მალი - 77%
არაბთა გაერთიანებული საემიროები - 77%
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო - 77%
ლესოთო - 77%
ნიკარაგუა - 77%
ჩილე - 76%
შვედეთი - 76%
ამერიკის შეერთებული შტატები - 76%
ჩინეთი - 76%
სვაზილენდი - 76%
პერუ - 75%
სამხრეთ აფრიკა - 75%
კენია - 75%
იამაიკა - 75%
ტანზანია - 75%
ავსტრალია - 75%
ურუგვაი - 75%
ტაივანი - 75%
უზბეკეთი - 74%
ყატარი - 74%
ავსტრია - 74%
მავრიტანია - 74%
გერმანია - 74%
საფრანგეთი - 74%
სომალი - 74%
ფინეთი - 74%
ესპანეთი - 74%
საუდის არაბეთი - 73%
სენეგალი - 73%
მექსიკა - 73%
იაპონია - 72%
ლაოსი - 72%
განა - 72%
პორტუგალია - 72%
ზიმბაბვე - 72%
ბრაზილია - 72%
ბოლივია - 71%
კვიპროსი - 71%
მავრიკი - 71%
შრი ლანკა - 71%
გვინეა - 70%
ბოცვანა - 69%
მალტა - 69%
პოლონეთი - 69%
ჰონგკონგი - 69%
ანგოლა - 68%
კოსოვო - 68%
მალავი - 68%
მაროკო - 68%
სლოვენია - 68%
ისრაელი - 68%
კომორის კუნძულების კავშირი - 68%
ესტონეთი - 67%
უგანდა - 67%
კამერუნი - 67%
კონგო - 67%
რუანდა - 66%
კამბოჯა - 66%
ბურუნდი - 66%
იორდანია - 66%
ყირგიზეთი - 65%
იტალია - 65%
მოზამბიკი - 65%
ბურკინა-ფასო - 64%
კონგო - 64%
ტაჯიკეთი - 64%
თურქმენეთი - 64%
ალბანეთი - 64%
საბერძნეთი - 63%
მონღოლეთი - 63%
ყაზახეთი - 63%
სამხრეთ კორეა - 63%
ჩეხეთის რესპუბლიკა - 63%
გაბონი - 62%
ლიბერია - 62%
ჯიბუტის რესპუბლიკა - 62%
ჩადი - 62%
უნგრეთი - 62%
ბენინი - 62%
ლატვია - 61%
ლიბანი - 61%
სუდანი - 60%
სირია - 60%
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 60%
ტუნისი - 60%
ბანგლადეში - 59%
ალჟირი - 59%
ირანი - 59%
რუსეთი - 59%
ბოსნია და ჰერცეგოვინა - 59%
პალესტინის ტერიტორიები - 59%
ვიეტნამი - 59%
უკრაინა - 58%
მოლდოვა - 58%
პაკისტანი - 58%
ეგვიპტე - 58%
რუმინეთი - 58%
ხორვატია - 57%
ინდოეთი - 57%
ნეპალი - 57%
ბულგარეთი - 57%
თურქეთი - 57%
მონტენეგრო - 56%
სიერა-ლეონე - 56%
მაკედონია - 55%
ავღანეთი - 55%
აზერბაიჯანი - 55%
ჰაიტი - 55%
ტოგო - 55%
ლიტვა - 54%
მადაგასკარი - 54%
ბელარუსი - 53%
საქართველო - 52%
იემენი - 52%
სერბეთი - 52%
ერაყი - 50%
სომხეთი - 49%
სინგაპური - 46%

მომზადებულია rus.newsru.ua-ს მიხედვით.