"ეს კაცი ალაპარაკონ ხშირ-ხშირად და ამ მთავრობას "კრაკადილი" კი არა ტირანოზავრ რექსიც ვერააფერს დააკლებს!"

"ეს კაცი ალაპარაკონ ხშირ-ხშირად და ამ მთავრობას "კრაკადილი" კი არა ტირანოზავრ რექსიც ვერააფერს დააკლებს! :)", - განათლების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება.

უმრავლესობის წევრი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და "ექსპო-ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე გაკეთებულ მის განცხადებს ურთავს:

"დღეს კი მოვიდა ის ხალხი, ვინც თავის დროზე ცნობილი ნარკობარიგა იყო.
რუსეთიდან შემოვიდა დიდი რაოდენობით ე.წ "კროკოდილი". მისი მიღების შემდეგ გგონია, რომ წინ მიდიხარ, სინამდვილეში კი იწყებ უკან სიარულს. აშკარად რუსეთიდან შემოტანილი ამ უბედურების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და ეს სახეებზეც ეტყობათ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ზურაბიშვილის პოსტს ინტერნეტ-მომხმარებელთა მხრიდან დიდი გამოხამურება მოჰყვა:

"მიშა უკვე ვეღარც კი ვერთობით შენი რახარუხით, რაღაც ვერ ხარ ფორმაში ვეღარ გვაცინებ და ქენი სიკეთე რა"

"ვინც "ნაცების" პიარზე თქვა მაგრები არიანო. ამ კაცის პიარი არ გაიშვა, რეებს ბოდავს, რას მიედმოედება"

"არჩევნებში წაგებას და ორთვენახევრიან ოპოზიციაში ყოფნას ვერ უძლებენ და ესენი არიან დემოკრატები? მიშას მსგავსი რიტორიკა ხალხის წონასწორობიდან გამოყვანისა და არეულობის პროვოცირებისთვის სჭირდება"

"ბ-ნო დავით, ეგ რომ არაა მთლად ნორმალური, გასაგებია, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამაც რომ მეტი საქმე გააკეთოს უკეთესი იქნება. პროკურატურის მუშაობა კარგია, მაგრამ ჯანდაცვის, განათლების და ენერგეტიკის სამინისტროების ნამუშევარსაც თუ გავეცნობით კარგი იქნება. 1 ოქტობრიდან (იყოს უფრო გვიან) უკვე, სულ მცირე, 2 თვე გადის..."