მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის

„კონგრესის მთავარი წევრები გრძნობენ, რომ როდესაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უარყოფითი მოქმედებების შესახებ გააკეთეს ერთგვარი მუქარა, როდესაც სანქციებზე დაიწყეს საუბარი, მერე, მთავრობამ საარჩევნო რეფორმის კანონი ძალიან სწრაფად დაამტკიცა“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

მისი თქმით, საქართველო ვაშინგტონში ისევ საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ საუბარი ქვეყანაზეა და არა - ცალკეულ პირებზე.

„არაა ისე, თითქოს აშშ-ს მთავრობაში ხალხს საქართველოს ოპოზიცია მოსწონს, ან „ქართული ოცნება“ არ მოსწონს. თავად საქართველოა პოპულარული და აღიქმება, როგორც აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის ღირსი. ეს პირველ რიგში, დემოკრატიზაციის განვითარებაში საქართველოს მიღწევების გამოა (თუმცა, რამდენიმე სერიოზული ნაკლოვანებით), და ასევე, ნატო-ს გეოსტრატეგიული მიზეზებიდან გამომდინარე. არის საქართველოს მხარდაჭერის აქტიც, რომელიც სხვათა შორის, ცირკულირებს კონგრესში, თუმცა რაც შეეხება ამ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში, ეს საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გადაცემას ითვალისწინებს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორი პოპულარული რჩება საქართველო ვაშინგტონში“, - აღნიშნა ბრაიზამ.

მან დაასახელა ის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც, მისი მოსაზრებით, შეიძლება, კანონპროექტში იმ დებულების ჩადების მიზეზები იყოს, რომელიც საქართველოსთვის დაფინანსებიდან 15%-ის გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს.

„დიახ, არის დებულება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლოს, ამ თანხის 15%-მდე გადაცემა შეაჩეროს, სანამ სახელმწიფო მდივანი, პომპეო არ დაადგენს ან წარადგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველო მართლაც აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, ნამდვილად ებრძვის კორუფციას, და, ეს მესამე ნაწილია, რომ საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა კომპანიების ოპერირებას ქვეყანაში, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. ვფიქრობ, ეს დიდწილად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გამოცდილების შედეგადაა მოტივირებული - ამ პროექტის გაუქმებას ვაშინგტონი და კონგრესის ორივე პალატა - წარმომადგენელთა პალატა და სენატი უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდა. ასევე, ჩემი აზრით, ეს დებულება კიდევ იმიტომაა ჩადებული, რომ კონგრესის მთავარი წევრები გრძნობენ, რომ როდესაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უარყოფითი მოქმედებების შესახებ გააკეთეს ერთგვარი მუქარა, როდესაც სანქციებზე დაიწყეს საუბარი, მერე, მთავრობამ საარჩევნო რეფორმის კანონი ძალიან სწრაფად დაამტკიცა, რაც დიდ წინგადადგმულ ნაბიჯადაა აღქმული. ასე რომ, ახლა საქართველო სწორედ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობისა და იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა კოვიდს, ვაშინგტონის მხრიდან ძალიან პოზიტიურ შუქზეა დანახული. თუმცა, არსებობს შეშფოთება ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით, და ალბათ ისიც, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს რუსეთის ზეგავლენის კონტექსტში; ასევე არის სხვა საქმეები, რამაც ვაშინგტონში „წარბების აწევა“ გამოიწვია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის, მაგრამ ესეც საქართველოს მიერ წარმატების მიღწევის კონტექსტში, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორისა და ნატო-ს მომავალი წევრის“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

Aburjga Tasmanieli ბრაიზა, ბატონო მეთიუ, თავს მიხედეთ, თავს... რა თქმა უნდა თუ ის გაქვთ?! ისე რომ იცოდეთ, თავი ლურსმანსაც აქვს, მაგრამ სულ ჩაქუჩს ურახუნებენ ზედ! ვერ ხედავთ, დაყრუვდით, დაბრმავდით, დაგემხოთ თავზე სახელმწიფო?!
არ ვიცი გახსოვთ ვინმეს თუ არა, როცა ამ თანხის გამოყოფის შესახებ გვამცნეს და მეც შევიტყვე, მაშინვე ვიწინასწარმეტყველე - რაღაცას აუცილებლად გვიხიმანდრებენ, რაღაც შარს მოგვდებენ და ამ გროშებს ან მოგვცემენ და ან არა თქო!
წადი თქვენი!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თანაც ამ ფულს, ამ 132 025 000 დოლარს კიდევ რაღაც პირობები ახლავს, საქართველოს განკარგულებაში გადმოცემას არც აპირებენ. მაგალითად გვაყიდინებენ რაღაც თავისივე ნაწარმს, ან მინერალურ სასუქს, ან შაქარს (ამით გააჩერებენ აგარის ქარხანას), ხორბალს.... ოთუსბირად. ამ ფულს ამერიკელი მეწარმეები მიიღებენ, ხელსაც გაიცლიან პრობლემური საქონლისაგან და გააძლიერებენ თავიანთ ეკონომიკას! თუნდაც სულაც საქართველოს მთავრობის განკარგულებაში გადმოსცენ, იცით ეს დახმარება რამდენია 1 სულ მოსახლეზე გადათლით წელიწადში დღეზე გადაანგარიშებით, 10 ცენტი დღეში, ათი ცენტი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და 10 ცენტად მაგათი ყურმოჭრილი ყმები უნდა ვიყოთ?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არა, არა...აქამდეც რაღაც ეჭვები მქონდა, მაგრამ ახლა ნაღდად დავრწმუნდი, რომ აშშ-ს საკუთარი კონგრეს-სენატის, არჩევნების სისტემის, უხეირო სახელმწიფო მოწყობის და კიდევ მრავალი სხვა მიზეზების გამო დიდი პრობლემები აქვს, შეიძლება გადაულახავიც კი!
ამ ანაკლიის პორტზე ამდენ ვაი-ვიშს და ქთქოთს, საქართელოს ხელისუფლების დადანაშაულებას (ლამის მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მოგვიწყონ) თუ ეს პორტი მაგათ სჭირდებათ (რაღაცისთვის სჭირდებათ) იმ კონგრეს-სენატმა ადგენ და გამოუყონ საქართველოს სახელმწიფოს მიზნობრივი უპროცენტო სესხი, ის 600 თუ 700 მილიონი, მოკლედ ის თანხა რაც ანაკლიის აშენებას სჭირდება, ან თავისსავე რომელიმე კომპანიას მისცენ ეს თანხა და ააშენონ, თუ უნდათ ხვალვე დაიწყონ. 25 წელი მათ მართვაში, ოპერირებაში იყოს და ის თანხა თითონ თავის თავს გაუსტუმრონ! რას გვტენიან ჩვენ ამ პორტს, რა უნდათ?! რაღაც ისე ჩანს, რომ იმდენს იბრიქებიან უშნოდ, რომ საკუთარი აშენებული პორტებიც მალე ოხრად დარჩებათ!
3 წლის უკან
Katana . ძალიან გა-ბრაიზ-ებული ვარ ამ კაცზე!
3 წლის უკან