ვლადიმერ ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ვლადიმერ ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ემზადებიან არჩევნებისთვის. თქვენ იცით, რომ დაიწყეს რეგიონებში შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები, და ისინი ამბობენ, რომ ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს. კარგია თუ ასე ადრე ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ხუთ თვეში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, - აცხადებს ბოჟაძე.