შალვა პაპუაშვილი ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატის დაზიანებაზე: ასეთ პლაკატებს ხევს ის, ვინც თავს მონად მიჩნევს და სხვების წინაშე ცალ ფეხზე დგება

შალვა პაპუაშვილი ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატის დაზიანებაზე: ასეთ პლაკატებს ხევს ის, ვინც თავს მონად მიჩნევს და სხვების წინაშე ცალ ფეხზე დგება

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატის დაზიანების ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბანერებზე დატანილი გზავნილების შინაარსი მიუღებელია მათთვის, ვინც საკუთარ თავს მონად მიიჩნევს.

„რა თქმა უნდა, მონებს არ მოსწონთ მიმართვა, როდესაც არ არის მონობაზე თანხმობა. მონას ეს თვალში ეჩრება და ამიტომაც ხევს [ბანერს] ის, ვინც თავს მონად მიჩნევს და სხვების წინაშე ცალ ფეხზე დგება. მისთვის ეს შემაწუხებელია და ამიტომაც ხდება ბრძოლა ასეთი ღირებულებების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი, წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.