გურამ მაჭარაშვილი რადიკალებზე: მათი მზერა არის სულ უცხოეთში, სულ „დიფ სთეითში“, „გლობალური ომის პარტიაში“, ევროკავშირში, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სამადაშვილს, მგონი თვითონ „ლელოშიც“ არ აღიქვამენ სერიოზულად

მათი მზერა არის სულ უცხოეთში, სულ „დიფ სთეითში“, „გლობალური ომის პარტიაში“, ევროკავშირში, ეს არის მოცემულობა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათი მთავარი წყარო და ამოსავალი წერტილი არ არის ქართული საზოგადოება, არამედ არის უცხოეთი და მათი პატრონები.

გურამ მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა სალომე სამადაშვილის მოსაზრებას, რომლითაც ის პარალელს ავლებს 2020 წლის არჩევნებთან და ადასტურებს, რომ მისთვის მთავარი საყრდენი საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებებია, რის გამოც საქართველოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„რაც შეეხება თავად სამადაშვილს, არ მგონია ეს სერიოზული პიროვნება იყოს. მგონი თვითონ „ლელოშიც“ არ აღიქვამენ სერიოზულად გამომდინარე იქიდან, რომ ხან ერთ პარტიაში იყო, ხან „ნაცმოძრაობაში“ იყო. დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ ამომრჩევლებმაც არ იციან, მაგალითად ახლა სამადაშვილი რომელ პარტიას წარმოადგენს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.