ლევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს

ლევან მაჭავარიანი: არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს

არის ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბარათაშვილის ხიდზე ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალების დღის წესრიგშია ვასალური დამოკიდებულება და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს მოსკოვი იქნება თუ ბრიუსელი.

„არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, ხან, რაღაცა რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ იესოს გამოსახულებით და ა.შ. და რა თქმა უნდა მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს და ვიღაცის დაკრულზე ისინი უნდა ცეკვავდნენ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მოსკოვი იქნება, ბრიუსელი იქნება თუ რომელიმე ქალაქი იქნება, როდესაც ვიღაცის ვასალი ხარ, ვასალი ხარ და ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა ასეთი დამოკიდებულებისგან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „საქართველო აღარავის დაემონება“ - ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციის მხარდამჭერი და საპროტესტო აქციების მონაწილე ლალი კეკუაა, თუმცა ის მომხდართან კავშირს უარყოფს.