ამირან გამყრელიძე: ივლისის ბოლოსთვის PCR-ტესტირება 24 ლაბორატორიაში ჩატარდება

ამირან გამყრელიძე: ივლისის ბოლოსთვის PCR-ტესტირება 24 ლაბორატორიაში ჩატარდება

თუ თავიდან PCR-ტესტირებას მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია ატარებდა, ახლა უკვე 19 ლაბორატორია ახორციელებს ტესტირებას და ივლისის ბოლოსთვის მათი რიცხვი 24-მდე გაიზრდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, თებერვალში დღეში 70 ტესტირება ტარდებოდა, აპრილში მათი რიცხვი 470-მდე გაიზარდა, მაისში 1400-მდე, ივნისში 1700-მდე, ივლისის დასაწყისში ტესტების რაოდენობა 2400-2500-ის ფარგლებშია, თვის ბოლოს კი დღეში 3000-მდე გაიზრდება.