Instagram-ზე იტალიურ ბრენდებს შორის ყველაზე პოპულარული „იუვენტუსია“

Instagram-ზე იტალიურ ბრენდებს შორის ყველაზე პოპულარული „იუვენტუსია“

იტალიურ ბრენდებს შორის Instagram-ზე „იუვენტუსი“ ყველაზე პოპულარულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ტურინის საფეხბურთო გუნდს სოციალურ ქსელში 40 მილიონ 500 ათასი გამომწერი ჰყავს, რითაც Gucci-ს აჯობა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით „იუვეს“ ექაუნთი 70-ე ადგილზეა, თუმცა თუ სიიდან ფიზიკურ პირებს ამოვიღებთ და მხოლოდ ბრენდები დარჩება, „ბიანკონერი“ მეათე ადგილზე გადაინაცვლებს.

კლუბის შემოსავლების დირექტორის, ჯორჯო რიჩის განცხადებით, ბოლოდროინდელი სპორტული წარმატებების გარდა, მათი პოპულარობის გაზრდა გუნდის ლოგოტიპის დიზაინის შეცვლამ განაპირობა.