საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას მიმდინარე კვირაში ელოდებიან.
Match TV-ის ინფორმაციით, მხარეები პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულნი არიან და ტრანსფერს მიმდინარე კვირაში დაადასტურებენ. ამავდროულად ცსკა ხელშეკრულებას არ გაუხანგრძლივებს ანდრეი ვორონცევიჩს, რომელიც არმიელთა ღირსებას 14 სეზონის განმავლობაში იცავდა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას დღეს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოგების შანსი აქვს, რადგან ფინალში „ბარსელონას“ ხვდება.