„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი ალბერტ სელადესი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
სელადესი ამ პოსტზე 2019 წლის 11 სექტემბერს დაინიშნა და მას შემდეგ „ღამურებმა“ მისი ხელმძღვანელობით 41 მატჩიდან 15 მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს, 14 კი წააგეს.
ლა ლიგის დარჩენილ ექვს ტურში „ვალენსიას“ ვორო გონსალესი უხელმძღვანელებს, შემდეგ კი ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ერნესტო ვალვერდეს მისვლა იგეგმება, რომელიც „ბარსელონადან“ 2020 წლის იანვარში გაუშვეს. სელადესის გარეშე „ვალენსია“ პირველ შეხვედრას 1-ელ ივლისს „ბილბაოსთან“ ჩაატარებს.