„სანამ საქართველოში იარსებებს ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები არ იქნება“

„სანამ საქართველოში იარსებებს ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები არ იქნება“

პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის შეფასებით, სანამ საქართველოში იარსებებს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები არ იქნება. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია პროცესების რადიკალიზაცია, რაც დესტრუქციული გლობალისტური ძალების ინტერესში შედის და, რომლებიც რუსეთში საკმაოდ კარგად არიან ფეხმოკიდებულნი.

for.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.

ძალიან ხშირად, გიორგი რურუას სახელი ჩნდება ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებში, როგორც პოლიტიკური ლიდერი... პოლიტიკური პატიმარი და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გაანთავისუფლონ იგი პატიმრობიდან. რამდენად კორექტულია მსგავსი მოწოდებები, როდესაც რურუას ბიოგრაფია მდიდარია უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულით? ეს მაშინ, როდესაც ანალოგიურ ბრალდებაზე დასავლეთის ქვეყნებში სასაჯელი არის უმძიმესი...

თამარ კიკნაძე: დავიწყოთ იქიდან, რომ პრეზიდენტის კეთილი ნება იყო უგულავა და ოქრუაშვილის შეწყალება, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. მაგრამ ისინი პოლიტიკოსები იყვნენ, რურუა უფრო კულისებს მიღმა მოქმედი პერსონა და ჩვეულებრივი კრიმინალური ელემენტია. ჩემი აზრია, რომ არც ის ორი ადამიანი უნდა შეეწყალებინა პრეიდენტს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს იყო პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გაკეთებული ქმედება.

დასავლური პოლიტიკის წარმოება ვინც იცის, კარგად იცის, რომ ლობიზმი არის ძალიან გავრცელებული. უამრავი ლობისტური კომპანია არსებობს, იმათი საშუალებით 9 წელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. მათ ძალიან კარგად აითვისეს ეს მექანიზმები და გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო გლობალისტური ძალების მიერ მხარდაჭერილი ძალა და დღესაც ასეა. რაც დღეს ხდება, ეს ნიშნავს, რომ არაფრად აგედებენ ქვეყნის სუვერენიტეტს, უაპელაციოდ ერევიან ქვეყნის სუვერენიტეტში და მოგვიწოდებენ პატიმრობიდან გავანთავისუფლოთ ეს კრიმინალები. შეიძლება, მათ არც კი იციან ვინ არის რურუა, ან რა წარსული აქვს და მერწუმენთ, რომ არც აინტერესებთ.

იმიტომ, რომ მათ თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს არის ფინანსები?

- რა თქმა უნდა, ამისთვის გასამრჯელოს იღებენ და ეს ხდება ოფიციალურად. იმიტომ, რომ ოფიციალურად არის დაშვებული ლობიზმის კანონი და გარდა ამისა ეს ძალები არაოფიციალურადაც შეკრული არიან ნაციონალებთან. ამიტომ ვამბობ, რომ სამართლებრივად არც უგულავა და ოქრუაშვილი არ უნდა გამოეშვათ. მათი განთავისუფლებით, მით უმეტეს მოახლეობული არჩევნების წინ, „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი დააკლდა.

ეს გასაგებია, მაგრამ დანაშაულის სიმძიმის მხრივ, ალბათ, არ შეიძლება ერთ ჭრილში განვიხილოთ, ოქრუაშვილი-უგულავა და რურუა...

- ავიღოთ გიგი უგულავა, რომელიც თავისი სიტყვებით ამბობს, რომ 50 მილიონი აიღო, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება და უმძიმესი დანაშაული, რადგან საქმე გვაქვს კორუფციასთან. რაც შეეხება ოქრუაშვილის ქმედებას 20 ივნისს, აბა ერთი სხვა ქვეყანაში გაბედოს ვინმემ და ძალადობრივი გზით შეეცადოს პარლამენტში შევარდნას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული. მე ვფქირობ, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკურად არ შეფასდა „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი ეპოქა. დიახ, უნდა მისცემოდა პოლიტიკური შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ომით გამოწვეულ შედეგებს; იმას, რომ მოსახლეობის ნახევარი ციხეში იყო; ადამიანებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ. დიახ, ეს ნამდვილად იყო დანაშაულებრივი რეჟიმი.

მაგრამ, ნახეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ აქეთ გადმოდის შეტევაზე. იქით შედავების პოლიტიკა აქვთ არჩეული, იმიტომ რომ ძალიან კარგად ფლობენ ამ ტექნოლოგიებს. გარდა ამისა არიან გავლენის აგენტები, მათ ხელშია მედია, რომელიც კარგად ფინანსდება და სწორედ რურუა იყო ერთ-ერთი დამფინანსებელი ტელეკომპანია „მთავარის“, რომელშიც მოღვაწეობენ გვარამია და გაბუნია, რომლებიც რუსულ-ქართული კონფლიქტის პირდაპირ პროვოცირებას ახდენენ. ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს როგორც ხალხმა, ასევე ხელისუფლებამ. სხვებს ეძახიან რუსეთის აგენტებს, ამ დროს თვითონ უკეთებენ პროვოცირებას, რომ რუსეთმა საქართველოში განაახლოს დესტრუქციული ქმედებები.

ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან ეს არის ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ამავე დროს, არის რუსეთის ინტერესებში?

- რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დესტუქციული გლობალისტური ძალების ინტერესში, რომლებიც რუსეთში კარგად არიან ფეხმოკიდებულები. ამას ქვეყნის მტრობის მეტს ვერაფერს დავარქმევ. ნახეთ, რა კარგად ინიღბებიან? - აგინებენ პუტინს და სინამდვილეში იმათ საქმეს აკეთებენ, ისევე, როგორც 2008 წლის ომი იყო რუსეთის სასარგებლოდ განხორციელებული ქმედება. პოლიტიკა იზომება მხოლოდ შედეგებით და შედეგები საქართველოსთვის იყო ძალიან მძიმე. ანუ, ეს ჟორიკა არა მარტო კრიმინალია იმ თავისი განხორციელებული ქმედებებით, არამედ ხელის შემწყობია ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმის კეთების და ეს კარგად ჩანს „მთავარი“ არხის პოლიტიკურ გადაცემებში, მოწოდებში და გვარამია-გაბუნიას საქმიანობაში.

რურუა, როგორ პოლიტიკური ლიდერი, მედია მფლობელი და „პოლიტპატიმარი“ - ამ რეალობის შენარჩუნება სჭირდება ოპოზიციას იგივე საერთაშორისო არენაზე? რურუას პოლიტპატიმრობის ისტორია ქვეყნის შიგნით გაყიდვადი არ არის...

- რურუას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს არავინ არ იცნობს. მისი ფიზიონომია პირველად სასამართლო დარბაზიდან ვნახე. როდესაც „ნაციონალებს“ ვიღაცა კრიმინალის გათეთრება უნდათ, ეგერევე პოლიტიკურ მანტიას შემოასხამენ ხოლმე. რატომ? - იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დღეს დასავლური დესტუქციული ძალების მხარდაჭერით პოლიტიკა გახდა ინდულიგენცია ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც რეალობაში არიან კრიმინალები და ამაშია ყველაზე დიდი პრობლემა.

პატიმარი რურუა უფრო სჭირდება ოპოზიციას, თუ თავისუფლებაში მყოფი რურუა?

- ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ოპოზიცია არის დესტრუქციული ძალა. საარჩევნო კანონთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იყო იმიტომ, რომ მთელი ეს პროცესი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჩარევით და ელჩების მონაწილეობით ხორციელდებოდა. ოპოზიციას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, რადგან მოლაპარაკებები ელჩების შუამდგომლობით მოხდა. მაგრამ ამ ოპოზიციას ეს არ აინტერესებს, მათ დესტუქციული ქმედებების გაგრძელება უნდათ. არ აწყობთ არჩევნები, რადგან ოპოზიცია ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რამდენიც მათ უნდათ, ვინაიდან დისკრედიტირებულები არიან. ამიტომ მათ აწყობთ პროცესების დაძაბვა. უნდათ, რომ მუდმივად ჰქონდეთ საფუძველი და მიზეზი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი არაკონსენსუსური პოლიტიკური კულტურა. ამიტომ ვამბობ, რომ თავიდანვე უნდა მომხდარიყო მათი პოლიტიკური შეფასება. სანამ საქართველოში იარსებებს ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები არ იქნება. ამიტომაც არის, რომ რურუა უცებ გახდა პოლიტიკოსი, უცებ გაპიარდა მისი ფიგურა. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ არჩევნებში მათი წარუმატებლობა დაბრალებული იქნას ხელისუფლებაზე, რომ პატიმრობაში დატოვა „პოლიტპატიმარი“ რურუა.

დესტუქციული ოპოზიცია რამდენად შეძლებს პროცესების ესკალაციას? ვაკვირდებით რა პროცესები დაიწყო „მთავარმა“ რუსეთის მიმართულებით, შესაძლებელია, პროცესების იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ ახალი კონფლიქტის წინაშე აღმოვჩნდეთ რუსეთთან?

- რუსეთი არის ატომური ქვეყანა და შენ აქედან დედას აგინებ მის პრეზიდენტს. ეს ისეთი ანომალიაა, რომ ხელისუფლებამ ამაზე სათანადო ზომები უნდა მიიღოს. ეს არა მარტო იმ ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა, არამედ ეს არ ჯდება ქართველი ადამიანის მენტალიტეტში. ჩვენ კარგად ვიცით ვაჟა ფშაველას და სხვა კლასიკოსების ნაშრომები, სადაც მტერსაც პატივისცემა უნდა რადგან ეს შენი პატივისცემაა, პირველ რიგში. რაც მთავარია, ეს არის ძალიან კარგად შენიღბული პიარაქცი. ვითომ პატრიოტები არიან, ეს ბევრზე მოქმედებს, რადგან პოლიტიკური განათლება მოსახლეობის გარკვეულ ფენებში არ არის ისეთი მაღალი, როგორც საჭიროა და ემოციები სჭარბობს პრაგმატულ პოლიტიკურ ქმედებებს.

ნაციონალები არიან დამნაშავეები და ახლა ხელმეორედ ცდილობენ ახალი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინონ რუსეთთან. სამწუხაროდ, იცით რაშია საქმე? - ესენი არიან იმ გლობალისტური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან დღეს. მაგალითად, ეს ძალები იგივე პრობლემებს უქმნიან ტრამპს ამერიკაში. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, რომ დასაყრდენი ჰპოვონ რუსეთში და რუსეთმა თავისი დესტრქციული ქმედებები განახორციელოს სწორედ ამ ეგიდით, რომ ვიღაცა ორი ჟურნალისტი ასე იქცევა, რაც არის ამაზრზენი. რასაც გაბუნია და გვარამია აკეთებენ, ეს არ არის არც ქართველობა, არც ადამიანობა, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. სამწუხაროდ, ორკესტრირებულად მოქმედებენ და ვიღაცის შეკვეთას ასრულებენ.

ფაქტია, რომ ხელისუფლების განებივრებულია ოპოზიცია და ხშირად, არაადეკვატურად ბევრს თმობს...

- ძალიან ხშირად მახსენდება რუზველტის სიტყვები - „სუსტი სახელმწიფო განუხრელად იმის წინაპირობაა, რომ ავტორიტარიზმი ჩამოყალიბდეს“. არ შეიძლება სისუსტე გარკვეულ ნაწილში, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკური შეფასება უნდა მისცემოდა ამ ყველაფერს. ნაციონალები ფესვგადგმული არიან ძალოვან სტრუქტურებში, საელჩოებში, დასაყრდენი აქვთ ამ გლობალურ ძალებში და შესაძლებელია ხელისუფლება უფრთხილდება ამ რაღაცა ქმედებას, რომ არ მიიღოს უფრო დიდი უსიამოვნება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალურად როგორ განვითარდება მოვლენები, რომ ჩვენს ხელისუფლებას გაეხსნას ხელ-ფეხი თავისუფალი ქმედებისთვის. ალბათ, ხალხის აქტიურობაც არის საჭირო, მაგრამ ეს ხალხი დაიღალა ამდენი პოლიტიკისგან, სამოქალაქო საზოგადოებაც დისკრედიტირებულია და არა მხოლოდ ჩვენთან. ასევე, ყველაზე გავლენიანი და ამ გლობალისტების მიერ მხარდაჭერილი, უხვად დაფინანსებული არასამთავრო ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილად არ არიან ქართული ძალა, ისინი არ იღწვიან ქართული სახელმწიფოს სიძლიერისთვის.

 

 

 

 

trampi ვაააა............................
.. მალადეც ქ--ნო......

ისე კი ამ სტატიას მარტო აქაურები კი არ უნდა ვკითხულობდეთ (ჩვენ ესენი ისედაც კაკო ყაჩაღივით ზეპირად ვიცით) არამედ ამას მთელი საქართველო უნდა კითხულობდეს..............უნდა ტელევიზიებში ყოველდღე ატრიალებდნენ............. ყველა საშუალებებით ეს ინფორმაციები აუცილებლად ყველა ადამიანის გონებამდე უნდა მიიტანონ .... მე რომ ვყოფილიყავი ამ 21 საუკუნეში პლიუს დაჟე პროკლამაციის სახითაც გავავრცელებდი....
აი ასეთი ხალხი ტელევიზიიდან არ გამოიყვანო----ყოველდღე უნდა აშიფრინო და აშიფრინო ამ ნაცების და იმათი პატრონების ჩათლახობები.... ნაცებიც და მათი პატრონები აუცილებლად ყოველდღე უნდა მიაქინძო და მიაქინძო ხოლმე
სინამდვილეში ეს ინფომაციები რა თქმა უნდა თბილისში კარგად იციან, მაგრამ რეგიონებში სადაც ხალხი ინფორმაციებს და ათას ტყუილ მართალს ძირითადად ტელევიზიებიდან იღებენ (ვინც რას ეტყვით იმას იჯერებენ)აი იმათ გასაგებად არის ეს აუცილებლად საჭირო
ნამეტნავად ეს ,, მერყევ,, და ინფორმაციებს მოკლებულ ხალხის გონებამდე უნდა დავიდეს აუცილებლად ...იმათ გონებამდე აუცილებლად უნდა დავიდეს რომ ნაცებზე ბჭობა და მერყეობა არ შეიძლება....რომ ესენი ქვეყნის მტრები არიან ... ...და ესეთი რაღაცეები.......
ნუ...ნაცები ვინც არიან ყოველდღე სუ კაკალ კაკალ უნდა ჩამოთვალონ ხოლმე.....ყოველდღე იმათ უთვალავ ,,საქმენი საგმირონია,,ზე უნდა ილაპარაკონ და ილაპარაკონ ხოლმე.......
.ესენი კიდევ ნაცვლად ამისა,.... ნაცებს პინგპონგს ეთამაშებიან.........თან ჩვენს გასაგიჟებლად ბურთს ყოველთვის ნაცები აწვდიან ხოლმე.....
დებილები ,,n,, ხარისხში!!!!!!!!!!!!!(დირექტორიანად) ...იმიტომ რომ ამათ სუ რომ ოქროს მთებიც დადაგან, მანამ ნაცებს არ მოიშორებენ ქვეყანას არანაირად არ ეშველება....
3 წლის უკან
trampi ეს ნიშნავს, რომ არაფრად აგედებენ ქვეყნის სუვერენიტეტს, უაპელაციოდ ერევიან ქვეყნის სუვერენიტეტში და მოგვიწოდებენ პატიმრობიდან გავანთავისუფლოთ ეს კრიმინალები. შეიძლება, მათ არც კი იციან ვინ არის რურუა, ან რა წარსული აქვს და მერწუმენთ, რომ არც აინტერესებთ.
3 წლის უკან
amo " ოფიციალურად არის დაშვებული ლობიზმის კანონი " . აი, ამიტომ უნდა მოხდეს მეორედ მოსვლა ამ დედააფეთქებულ დედამიწაზე.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კი მაგარი ქალია, მცოდნე და მოაზროვნე, პატრიოტი. ის კი არა ხანდახან უზუსტობებს ირაკლი გოგავასაც უსწორებს! ) მე ძირითადად ობიექტივზე ვუყურებ მის გამოსვლებს.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც შეეხება გვარამია გაბუნიას დუეტს, ესენი უკვე მებრალებიან! გამორიცხულია რომ უკადრებელის კადრებისათვის რუსეთმა ისინი სასტიკად არ დასაჯოს!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ქართული ხელისუფლება დასჯის, მაგალითად გააძევებენ საქართველოდან უკრაინაში სისტემატური ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებისათვის!
3 წლის უკან
trampi მიშას გარდა ვის რად უნდა ეს სულგაყიდულები ?
პუტინს და კადიროვს სუ დიშლაზე არ ჰკიდია ორივეეე??
ყველამ იცის რომ გაბუნიას და კილერის ამბების ავტორ შემოქმედი მხოლოდ და მხოლოდ მიშაააა
და ყველაფრის მიუხედავად მაინც ......................... ეს ,, მეგობრები,, დიდის სერიოზულობით ცდილობენ ამ საქმესთან პუტინის დაკავშირებას, რომ თავიააანთ მამაძაღლის ჩათლახობები საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად არ გაფორმდეს..
არადა თავიც ბოლოც და შუაც, მხოლოდ და მხოლოდ მიხოა და მიხო...................................გაბუნიას გასუხარება მიხოს და მის ბანდას ,,დიდი რევოლუციური საქმისთვის,, (გადატრიალება---გადმოტრიალება) სჭირდებოდა.....
ბიძა მოგვიკვდა კოლია, მითომაც არა გყოლიაო---- ზუსტად ესე იქნებოდა გაბუნიას საქმე......... ერთით მეტი, ერთით ნაკლები---- რა მოხდა, ერთი გაბუნია აქეთ იყოს, იქით იყოს.......
ის თარგამაძე ხომ კინაღამ ტრაკში ააფეთქა...................ესე უპირებდა ამასაც........ ..მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ .....

არადა ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვყვიროდი აქ....... ქუნემ კოლუმბი მეთქი..........................ისე უკვე თვითონ ამერიკაშიც დაიწყეს ქუნემ..... ქუნემო.........
..აქედან რომ დავძახებ ხოლმე ქუნემ კოლუმბი მეთქი, იქიდან უკვე ბანს მაძლევენ..... ქუნემ, ქუნემო
დაჟე 1--2 წელიწადში ვაშინგტონ ჯეფერსონების ძეგლებსაც მიადგებიან ...........................ალალიც იქნება მათზე და ახიც-- ღისები არიან ყველაფრის, ღირსები....
მოკლედ უკვე ,,ბაქრაძე,, უსრულდებათ მაგათ, ,,ბაქრაძე,, (აქაურმა შინაურებმა იციან რასაც ვგულისხმობ)
გრუბად 7-8 წლის წინ ერთ აქაურ კაი იუზერს ამერიკიდან (მარეს) ვეუბნებოდი ...იცოდე ამერიკას ჩქარა ქუნემი მოუვა, წამო მაქედან მეთქი...... არ მიჯერებდა--- ნუ ნერვიულობ, ამერიკას არაფერი მოუვა, ნეტა ესეთი დალაგებული საქართველო იყოსო
მე კი როგორც ყოველთვის მაინც კოლუმბს მივდგებოდი ხოლმე---- ჩვენი არეული მირჩევნია მეთქი,
ისე კი მაინტერესებს.......ნეტა ეხლა რა აზრისააა?
3 წლის უკან
Maverick ტრამპი, ის რაც ამერიკაში ხდება, თუ იცი ვის აბრალებეწნ ამერიკელი ლიბერალ-გლობალისტ-დემოკრატები?!

ბევრი რო არ იფიქრო ჩუმად ჩაგიჩურჩულებ, სხვებმა რო არ "გაიგოს".

აბრალებენ აწ გარდაცვლილ, კგბ-ს ყოფილ ბოსს ანდროპოვს! (წყარო "დევიდზონ რადიო" 6/25/2020 გადაცემა მიყავდა ალექსეი ნაქსონს!

აი ასე იძია შური იური ანდროპოვმა საიქიოდან სსრკ დაშლის გამო...
3 წლის უკან
trampi მავერიკ

აი მესმის ანდროპოვიიიიი....................ყოჩაღ იმას, თუ ორმოცი წლის მერეც აჯანჯღარებს მაგ ამერიკას
..... მაინც როგორო ... როგორო, რას ამბობს ეგ ანდროპოვი......,,.,,ატლანტიჩესკი ოკეანე როგორ გადმოვლახეო,,..ეგეც ხო არ იძახის---- პა კურე, პა კურეო....(როგორც კოჯრის ტყის ზღაპრებშია)
ისე შემთხვევით მაქეთ სტალინსაც ხომ არ ჩამოუვლია, გაიგე --მოიკითხე ბარემ ერთი ეგ ამბავიც, მაინც ხარჯი ხარჯია, ჰკითხე მაგათ ............... ეგენი ფრთხილად იყვნენ, თორემ თუ მაქეთ მართლა სტალინმაც ჩამოიარა, მაშინ პიზდეც, მაგათი საქმე ბოლომდე წასული იქნება
აი იმიტომ გეუბნები---- ეგენი ქაჯები არიან, ქაჯები მეთქი..........................სად ანდროპოვი და სად სირტაკი
და იმიტომაც ვატრიალებ მაგათ კოლუმბს საფლავში ვერტალიოტივით.....
არადა 7-8 წლის წინ ერთმა აქაურმა ნაცმა, ტელევიზიაში გრიგოლიასთან მიჩივლა--კოლუმბს აგინებენო.....ნეტა ეხლა რას ამბობს იმ კოლუმბს მთელი ამერიკა რომ წაესია.......არ აღშფოთდააა??
ისე პუტინის რუსეთი ნატალის გავატანე სახსოვრად, იმან კიდევ თავისი კოლუმბი დამიტოვა სამაგიეროდ..............აუუუუ , მგონი ეხლა რას უშვრება ნატალი იმ ჩემ საჩუქარს, ...... ..აფსუსსს ..... ალბათ რამდენი გაბრაზდება სუ კაბლუკების ქვეს გაიგდებს ხოლმე იმ პუტინის რუსეთს.......
არ მეჩუქებინა მაინც.....
3 წლის უკან
Katana . არ გავიმეორებ ცნობილი კაცის ხუმრობას: "ნებისმიერ რამეზე არსებობს ორნაირი აზრი: მცდარი და ჩემი!.." რადგან ნებისმიერ საკითხზე სავსებით ემთხვევა ჩემი და ქალბატონ თამარ კიკნაძის აზრი:) მათ შორის, რაც სათაურად არის გამოტანილი, იმაშიც!
მაგრამ ესეც სათქმელია: როგორც ნაცების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში ლომის წილი უდევს ბიძინა ივანიშვილს, ასეთივე დიდი წვლილი აქვს მათ პოლიტიკურ გადარჩენაშიც...
სწორედ მან დაუწყო ენის მოჩლექით საუბარი პირველმა: კუბლაშვილი თანამედროვე ქართული სასამართლოს შემქნელიაო... ვანო მერაბიშვილი შესანიშნავი მენეჯერიაო... ზურაბ ადეიშვილი ძალიან ნიჭიერი კაციაო... მაგრამ ყველანი სისტემის პსხვერპლი არიანო... (სისტემა მაგათ არ შეუქმნიათ, მე შევქმენი!)
ასევე უდიდესი შეცდომა იყო მისი მხრიდან, რომ სწორედ ის პარტია გაიხადა საყრდენად, რომელიც ქილიკითა და ღლიცინით შეხვდა პოლიტიკაში მის გამოჩენას - რესპები!.. სწორედ ისინი დასვა სუფრის თავში, ნეფე-პატარძალივით და მათ მოახვიეს თავს პარლამენტს კოჰაბიტაცია: ნაცების გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენა ყოფილა, თურმე!
ჰოდა, იმდენი ქნეს "გადარჩენილებმა", ლამის ქოცები გახდნენ მათგან გადასარჩენი!
*
პაპა, რაც შეეხება ამერიკას... ვაშინგტონის ძეგლი უკვე ჩამოაგდეს ერთგან და ისეთი სიამოვნებით ხტუნაობდნენ ზედ, გეგონება მტრულად განწყობილი მეზობელი ტომის ბელადი განგმირეს შუბით!..

*იმ მონების მყიდველ-გამყიდველების დედა ვატირე, თორემ ირბენდნენ დღესაც იმ თავის აფრიკაში ტიტვლები, ცხვირში რგოლებგაყრილები, შუბებით შეიარაღებულები, როგორც მასაის ტომი და არც ეცოდინებოდათ, რომ მათი სავანის იქით კიდევ არსებობს რამე!..
* არა მგონია, მაგათი პოპულაციისათვის იმაზე მეტი ზიანი მიეყენებინათ მონებით მოვაჭრე ევროპელებს, ვიდრე აყენებდათ მტაცებელი ცხოველები ყოველდღიურად! .. პლანტატორის მიწაზე მუშაობას ლომის ხახაში ჩავარდნა სჯობდაო, ვერ დავიჯერებ!..
*იმ მონების ჩამომავალთ კი დღეს საშუალება აქვთ მსოფლიოს ყველაზე მაგარ სახელმწიფოში იცხოვრონ, ისარგებლონ ცივილიზაციის ყველა იმ სიკეთით, რათაც თეთრები სარგებლობენ და ხანდახან ამ ზესახელმწიფოს პრეზიდენტიც კი გახდნენ!.. ხოლო უდიდესმა ნაწილმა კი თეთრების ხელფასებიდან დაქვითული ფულებით სრულიად მუქთად იცხოვრონ და ნარკოტიკებისა და ქურდობა-ყაჩაღობის გარდა, არაფერზე იფიქრონ! - არ არის ცოტა.
*პაპა, დაწყნარდება ამერიკა! ვნახავთ, როგორ გაივსება ციხეები იმ ხალხით, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა!.. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ რბევებში, ოფიციალური მონაცემებით, 1 შავზე 6 თეთრკანიანი მოდიოდა!..
ეს არ იყო პროტესტის სტიქიური ტალღა! (არავინ დაიჯერებს, რომ ასე დაეწვა გულ-ღვიძლი თეთრკანიან ახალგაზრდობას ვიღაც შავკანიან კრიმინალზე!). ოთხი საქართველოსხელა ქალაქის - ნიუ-იორკის - დემოკრატი მერი რომ აცხადებს, ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, რომელიც ამ დარბევებში მონაწილეობდაო, აქ უკვე სრულიად ნათელია, რომელი პარტია დგას ამ კარგად ორგანიზებული ქაოსის უკან.
ყველაფერი გადაღებულია და დაფიქსირებული.
3 წლის უკან
Katana . P.S. აფრიკელი ტყვეებით ვაჭრობა სახსენებელიც არ არის იმასთან შედარებით, რასაც ქართველები ვაკეთებდით: არა მხოლოდ სხვებს, საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი რომ ვყიდიდით თურქებზე - შვილებს, მშობლებს, ცოლებს...
და ეს გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე!
ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი ისტორიის ბნელი ფურცლები, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ვისაც ალექსანდრე მიქაბერიძის ნაშრომი "უცხოეთში დაკარგული ქართველები" არ წაუკითხავს (არტანუჯი, 2017), ამ სიუჟეტს უყუროს და ნურავის გაუბრაზდება ერთობ ძნელად დასაჯერებელი ჩვენი სამარცხვინო ისტორიის გამო!
ბმული
3 წლის უკან
trampi მარეს

90  %  რა  თქმა  უნდა   შენ  პოსტს  ვეთანხმები,  მაგრამ  ამერიკის  დალაგებაზე  კი.........................................  რა  მოგახსენო....
ეგ  10 %   იცოდე,   მაგ  90  % ამოატრიალებს......მაგათ  ეხლა  ჩვენებურად   გორბაჩოვის  პერიოდი  უდგათ,  თანაც  დაჩქარებული  ტემპით
ამან  ქნა...........  იმან  ქნა .................. რა   თქმა  უნდა  მაგას  ყველა  ვხედავთ,  მაგრამ   იცოდე    მანდ  უკვე   დედალ -მამალს  ვეღარ  გაარკვევენ.
..არა, ისე ...... ეგ  ყველაფერი  რომ   ამერიკაზე   მიზანმიმართულად  და   ძალად  წაკიდებული  ცეცხლია,   იასნია.....  მაგრამ ასეა  თუ  ისე,  მანდ   სსრკ--სავით  თვით  ლიკვიდაციის   რეაქცია  უკვე  წასულია.
..ბიჯოოო..................  სსსრ--ი  დაინგრა  სადაც  ხალხის  მორალი,  ზნეობა,  განათლება  გაცილებით,  გაცილებით  უფრო  მაღალ  დონეზე   იყო,   ვიდრე  ეხლა  მანდააა  და  მაგათ  რაღა   მოუვათ?  მაგ  ათასი  ჯიშის  ნარევს?  სადაც  რომ  სიტყვა ,, სამშობლო,,  საერთოდ  არ  იციაან  რა  არის???   რა  ენაღვლებათ  რა.....დააარბევენ  აბა  რას  იზამენ,  თავიააანთი  ხომ  არ   არის?  თავიააანთი  იმდენადააა  რამდენადაც  თავიაანთ   კეთილდღეობისთვის  სჭირდებათ,     თორემ                     სამშობლოოოოოოოოოოოოოოოოოო??? ..
......... თუმცა    მე  რასაც  ვლაპარაკობ,  ესენი  შენც   ძალიან    გადასარევად     იცი......
        ამასწინათ  ტელევიზიით   აჩვენეს.(რუსულენოვან   ევრო  ნიუს,   სნნ  და  ბბს  ვუყურებ   ხოლმე).. ...................  მანდ  სადღაც ,,პროტესტანტების,, (სინამდვილეში  ჩათლახების) მიერ  რომელიღაც     დიდ   ქალაქში,  დიდი   მარკეტის  დარბევის  დროს,  ათასამდე  ადამიანი  შევარდა  ამ   მაღაზიაში  და   ბოლომდე  გამოიტანაო..................წვრილწვრილ  მაღაზიებზე  ხომ  აღარააა  ლაპარაკიო
 კი  მაგრამ   მაგ  მაღაზიების  დარბევა  პრიჩომ??  სახლმწიფოსი  იყო  ეგ  მაღაზიები  და  სახელმწიფოს  პროტესტი  მასე  გამოუხატეეეს?? 
.....ეგეც  შენი     მაღალ  ზნეობრივი,  მაღალ  მორალური  და  მაღალი  თვითშეგნების  ამერიკა..................როგორც  კი   ქაოსი  დაიწყო  ეგ  ,,მაღალი  თვითშეგნების,,  ხალხი  ეგრევე     ინსტიქტების  დონეზე  დაეშვნენ    და  გაცილებით  დამანგრევლად  მოქმედებენ  მანდ( და  იმოქმედებენ  კიდეც   მომავალში)  ვიდრე    ყოფილი  სსრკ-ის  ყოფილი    მოსახლეობა.  ასე  რომ  აი  მანდ  წავა  პროცესებიიიიიი------------     სსრკ-ის  დანგრევა  მოგონილი  იქნება..
სხვათა  შორის  ა.ბაქრაძის  ნალაპარაკები  ამ  თემაზე   აქ  ბევრჯერ   მომყავს  ხოლმე.
  მაგალითად .......   ნუიორკის  ერთერთ  ,,უბანიში,,  1986-7  წლებში დენის  გამორთვისას  ატეხილ  მანდაურ  აურზაურს(დღევანდელისნაირ)   და  ლოსანჯელესში  პოლიციელების  მიერ  შემთხვევით  ზანგის  შემოკვდომის  დროს   ატეხილ  დიდ  ორომტრიალებს  განიხილავდა  ხოლმე...   იმ  პერიოოდში  ,,ნამეტანი  განათლებულების  და  სვეტცკების,,  მიერ   ქართველების  ლანძღვა    მოდაში იყო ..................ასეთები  ვართ ....... ისეთები  ვართ...    ყველაზე  უვარგისები  და  ა.შ.     გახსოვს   მაშინდელი  ვითარება    როგორი   რთული   იყო , თითქოს  გამოსავალიც  არა  ჩანდა.  ხოოდა იმ  არეულ  ვითარებაში,  ის ე.წ  ,,ნასტტტავლი,,  და  მათ  ფეხის  ხმას  აყოლილი    ხალხი,,   გამოსავალს  რომ  ვერა  პოულობდნენ,  (ანუ  გამოსავალს  რომ ვერ  გვკარნახობდნენ)   ისევ  ქართველს  მიუბრუნდებოდნენ    და  ლანძღავდნენ  ხოლმე.............ასეთი  ცუდები  ვართ,  ისეთი  ცუდები  ვაართ,  ჩვენი  საშველი  არ  იქნებაო  .
....აი  სწორედ   იმ  ხალხს  დააყრიდა  ხოლმე  მაშინ  ა.ბაქრაძე  ,,ქოქოლას,,   სხვა  მაგალითებთან   ერთად   მაშინ ის მაგ  ამერიკულ  ამბებსაც  ყვებოდა  ხოლმე.  ...ამბობდა  ხალხნო  არაფერი  ისეთი  არა  გვჭირს,  რომ  თვითგვემას  მივეცეთ  და    ქართველ ხალხზე   ასეთი  პესიმისტური    აზრები  ვავრცელოთო
 დასტურად   ევროპის  ე.წ. ,,მოწინავე,,  ქვეყნების  (გერმანია  ინგლისი,  საფრანგეთი  ესპანეთი) ისტორიიდან მოჰყავდა ხოლმე ,,ბრწყინვალე,, მაგალითები ---- სადაც  ტახტის  გულისთვის  ძმა  ძმასა  კლავდა,  მამა  შვილს,  შვილი  მამას   და  კიდევ   სხვა  ესეთი ,,ჯიგრულ--ქართული,,  მაგალითები. ანუ  ამტკიცებდა  რომ  ქართველი  სხვაზე  უკეთესი  თუ  არა,  უარესი არაფრით არაააო.( ვეთანხმები 100%-თ)
  კიდევ  სხვა  ისტორიული  მაგალითებიც  მოჰყავდა ხოლმე ევროპელების ,,მაღალ მორალურ--ზნეობრივ,, მხარეებზე
...... .მოკლედ ხალხს  რეალურ  იმედს  და  შემართებას  აძლევდა  ხოლმე 
რაზეც  მოვყევი  ეს  რაღაცეები  ალბათ  მიხვდი....
ეგე.........  ოდნავი  ფეხის  გადბრუნებაზე  ეგ ამერიკა  რა დღეში ჩავარდა?
..მაშინ  ჩვენ  რა  რაღა  გვექნა  ამ  30  საუკუნეში? რამდენი ტანჯვა, რამდენი უბედურება, რამდენი დამპყრობელი(ეს მეშვიდე იმპერიაა) რამდენი სისხლი?.......(.აქ მუხრანის ლექსი ზედგამოჭრილია----- .შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო,,,)
,,...ხოოდა ამ მრავალსაუკუნოვანი უბედურობების ფონზე ,,ცოტა ფეხი,, რომ აგვერიოს გიკვიირს??....ყველაფრის მიუხედავად ჩვენი ერი, მაინც ერად დარჩა.....მანდა?/
...... მიშას 9 წლის განმავლობაში 100--200 ათასიანი უამრავი მიტინგი იყო, (ყველას მონაწილე ვარ---დაჟე იპოდრომიდან მეტიც იყო) არც ერთხელ აქ იმის მსგავსიც კი არ ყოფილა, რაც ეხლა მანდ ტრიალებს ...პირიქით ჩვენზე სუ იმას იძახოდნენ ფოთოლი არ ჩამოვარდნილა და გაზონზე ფეხიც აარ დაუბიჯებიათო...
პოლიციელები გვცემდნენ, გტყიპავდნენ, ელმავალითაც გამოგვეკიდნენ, ქვებსაც გვესროდნენ, რას აღარ გვიკეთებდნენ(იცი ეგენი) და მაინც ამ ყველაფერის მიუხედავად, ჩვენთან ხალხის მხრიდან, არსად, ერთი ფანჯარაც კი არ გატეხილა ..მანდ პირიქით პოლიციელებს ტირობენ დედას....

ხომ არიან მანდ ვითომდა ,,მაღალი თვითშეგნების,, ხალხი? მერე? ვინ გამოდის სინამდვილეში მაღალი თვითშეგნების საზოგადოება??ეგენი თუ ჩვენ? მანდ ფაქტიურად ეხლა სახელწიფოს ანგრევენ, პროტესტი სუ ფეხებზე ჰკიდიათ, ის საწყალი ზანგი მხოლოდ პრიჩინააა.............. პლიუს, ეგენი
ეხლა სახელმწიფოს, ქვეყნის, მიმართ თავიააანთ ნაღდ ,,დამოკიდებულებასაც,, ავლენენ.
როგორც გითხარი მანდ სახელმწიფო მანამდე იციან, მანამ ის მათ იცავს, ეხმარება და ა.შ.  თორემ მაგათ სინამდვილში ქვეყნის მიმართ რა დამოკიდებულებაც აქვთ(ანუ ,,სამშობლო,,ჯიგარზე როგორ ,,ჰკიდიათ,,) სინამდვილეში ძაანაც კარგად ჩანს. მანდ უბრალოდ, წესრიგი კანონს და თოფს უჭირავს და ხალხი იმას ემორჩილება(მოდი და ნუ დაემორჩილებოდნენ, ეგრევე .... ბააახ) თორე სამშობლოს მოვუფრთხილდეთო, ეგ მცნება არა მგონია მანდ მოსახლეობის 10% ჰქონდეს(ისიც ჯეფერსონ ვაშინგტონების დროიდან, მართლა ამერიკელების შთამომავლებს)
მოკლედ მანდ მე დალაგებას აღარ ველი
ამბობ კადრები არსებობს, ყველა იციან ვინც ამ არეულობაში დამნაშავეაო....დასჯიანო..
კეთილი იცოდნენ ...... მერე ხეირი?? ყველას დაიჭერეეენ?? მაშინ ერდოღანივით ათასები უნდა დაიჭირონ მანდაც
მერედა მაგდენ ხალხს ვინ დაააჭერინებთ...ეგრევე ტრამპს დემოკრატიაზე დაუჯვავენ, დიქტატორი ხააარო--- ატეხენ ერთ ამბავს და უარესი ჯახი ატყდება
მოკლედ ვერ ლავეს მანდ საქმე, ვერ ლავეს...აგერ თქვენ და აგერ კიდევ გერმანია
.წამოდით ქართველები მაქედან, წამოდით. მე აქაური დაულაგებელი და უწესრიგო ქვეყანა მირჩევნია მაგ თქვენ დალაგებულ ამერიკას,
მოკლედ წამოდით აქეთ, წამოდით...
ვაშინგტონის ძეგლის ამბავზე დიდი მადლობა...... ეხლა ერთი ჯეფერსონზეც გამახარე და მაღარიჩი ჩემზეა(იმედი მაქვს იმის ძეგლებიც ბლომად იქნება მანდ)
ისე კაი დიდი პოსტი კი გამომივიდა... ამხელა პოსტი მგონი წლებია აღარ დამიწერია               
3 წლის უკან
Katana . პაპა, შენ გეჯავრება ამერიკა (რომელსაც არ იცნობ!) და მისი ავის მოსურნე ხარ... (იმედია, "ჰომო სოვეტიკუსის" კომპლესი არ არის ამის მიზეზი). მე კი მაქვს საფუძველი მიყვარდეს ამერიკა, მადლიერი ვიყო ამ ქვეყნის და ისევე მინდოდეს მისი კარგად ყოფნა, როგორც საქართველოსი! - აი, სულ ეგ არის ჩვენი უთანხმოების თავი და ბოლო :)
ისე, ჩვენი ნაცები და ამერიკელი დემოკრატები (პარტიას ვგულისხმობ), შარაზე დაგდებულ და ურმის თვალგადავლილი ნეხვივით ჰგვანან ერთმანეთს: ოღონდ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნონ და, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა ქვეყანაში!!!
*
...კი, წამოვალთ შემოდგომისთვის (ეს შარშანვე დავგეგმეთ), მაგრამ იმიტომ კი არა, რომ აქ არეულობაა. ჩვენ ისეთი შტატის ისეთ კარგ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, ხშირად კარებსაც არ ვკეტავთ ღამე. ჭიშკარი 100 მეტრშია სახლიდან. რაიმე ამანათი რომ მოდის, ფოსტალიონი დააგდებს ჭიშკართან და მიდის, - ხელს არ კიდებს კაციშვილი. საფოსტო ყუთები ქუჩის პირას დგას, რათა ფოსტალიონს მანქანიდან გადმოსვლა არ დასჭირდეს. ახლახან, მეზობლის საფოსტო ყუთზე მთელი კვირა ეკიდა კარგა მოზრდილი ამანათი, გამჭვირვალე ცელოფნის პარკით (ეტყობა, ოჯახი სადღაც იყო წასული) - ხელი არავის უხლია!.. არადა, უწყვეტად მიედინება მანქანების და ფეხით მოსიარულეების ნაკადი...
თბილისში კი, მახსოვს, ჩემს ცოლს, მეოთხე სართულზე, ქოშები მოპარეს კარებიდან! (სველი იყო თუ რაღაცა, გაიხადა შემოსვლისას, დადო ფეხსაწმენდ ტილოზე და რომ გაბრუნდა, აღარ იყო!).
3 წლის უკან
Katana .
*
მართალი ხარ: ძალიან განსხვავდება ჩვენი დემონსტრანტების კორექტული ქცევა ევროპელი და ამერიკელი დემონსტრანტების ველურ-ბარბაროსული ქცევისაგან!.. - მარტივად ვერ ახსნი ამას.
შეიძლება ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ქალაქიც პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და მეტი რიდი არსებობს ერთმანეთის მიმართ.
თანაც, ათასწლეულებია, ეს ქართველების სახელმწიფოა (მიუხედავად იმისა რამდენი საუკუნე გვესხდნენ აქ არაბები და როგორ გვწეწავდნენ თურქები თუ სპარსელები), ხოლო ამერიკა, მოგეხსენება, დედამიწის ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხის მეგა-ბაბილონია. წესრიგს ამ მილეთის ხალხის კონგლომერატში ერთადერთი საფუძველი აქვს: დასჯის შიში (პოლიციის ან მესაკუთრის მხრიდან)!
ამიტომ, დამოკიდებულებაც შესაბამისია. სადაც იარაღის ნებართვას ადვილად გასცემენ, ყველა ოჯახში შეიძლება პისტოლეტიც იდოს და შაშხანაც (შეიძლება ტყვიამფრქვევიც!). იქ დარბევებიც არ იყო. ხოლო მეგაპოლისებში, სადაც იარღის შეძენის ან ტარების ლიცენზია ძალიან ძნელი მოსაპოვებელია (მიუხედავად კონსტიტუციის მეორე შესწორებისა), იქ ბანდიტიზმის დონეც მაღალია.
(ეს სავსებით ეხება საქართველოსაც: როცა კანონი კრძალავს იარაღს, კრიმინალები რჩებაიან შეიარაღებული, ხოლო კანონმორჩილი მოქალაქეები - განიარაღებული!).
3 წლის უკან
Katana P.S. ლინკი რომ დავდევი ზევით, გახსენი?
ნახე, რა პირობას უყენებდა შერვაშიძე რუსეთს? - მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდები აფხაზეთის მიერთებას რუსეთთან, ტყვეებით ვაჭრობის ნებართვას თუ შემინარჩუნებთო!
და ტყვეები საიდან უნდა მოეყვანა? სვანეთს ვერ მიეკარებოდა და კახეთიდან ვერ ჩამორეკავდა. ე.ი. ისევ თავისი აფხაზები და მეგრელები უნდა ეყიდა, ხომ?
წელიწადში, საშუალოდ, 20 000 ქართველი იყიდებოდა ქართველების ხელითო, ისტორიკოსები ანგარიშობენ...
და ეს გრძელდებოდა აგერ, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, სანამ რუსეთმა არ აღგვიკვეთა!..
წელიწადში 20 000, მილიონია ნახევარ საუკუნეში!.. იმიტომაც ვარაუდობენ, 10-12 მილიონი ვართ თურქულ ბაზარზე გაყიდულიო...
ისტორია ხაჭაპური ხომ არ არის, ყველი ამოვარჩიოთ და კანი გადავაგდოთ!...
ცუდად ვიცით ჩვენი ისტორია, პაპა, ცუდად!.. თორემ ტახტისთვის ძმის მიერ ძმის, შვილის მიერ მამის, მამის მიერ შვილის მოკვდინება თუ თვალების დათხრა ჩვენი ბაგრატიონებისა უნდა ნახო!.. მერე აღარ გავიშვერთ ხელს ევროპის სამეფო დინასტიებისაკენ.
3 წლის უკან
trampi კი არ მეჯავრება........აი ვირ ეშმაკურად რომ გვიყენებენ, თან რომ გვაბოლებენ და გვიმტკიცებენ შავი თეთრიაო... აი მაგისთანების გამო ავკრიფე 2007--დან ამერიკაზე, ნამეტნავად მიშას პერიოდში გადაიჯვეს თავზე(არ ჩამომათვლევინო---იცი ეგენი) ხოოდა ამ ყველაფრის გამო ჯავრის ამოყრა რომ მინდოდეს, გიკვიირს?? მე კარგი.... მეჯავრებიან როგორც შენ ამბობ, მაგრამ ბაქრაძემ რატომღა დათარსა ეგენი?? ისე ჩემი თაობის 80 % ამერიკის ფანი იყო (ძირითად მუსიკისა და იდეოლოგიისგან მანდაური თავისუფალი ცხოვრების გამო) თუ ვინმე რამეზე სწორებას აკეთებდა მაშინ, ზუსტად ამერიკაზე იყო ის ყველაფერი....
ის კი არადა კომუნისტების მიერ 1977-78 წლებს ბძეჟინსკის დაჭერს გამო ძმაკაცები ერთ ამბავში ვიყავით ...ნახე ნახე კომუნისტები რა ჩათლახები არიან, კაცი აკრიტიკებთ და ამათ კიდევ კრიტიკის გამო დაიჭირესო და ა.შ. არადა ეხლა მაგ ბზეჟინსკის კოლუმბივით ყველაფერს უკუღმა ვუტრიალებ --დაიმსახურა და იმიტომ ................ასე რომ ამერიკა მეჯავრება და მაგათ იმიტომ ვლანძღავ ასე არააა....უბრალოდ იმ ანეგდოტისა არ იყოს, მეგრელი რომ ამერიკელს ეუბნება... შენ რომ ზანგებს აწვალებოო--დააახლოებით ასეა ...
მოკლედ ჩესნად მოგვექცნენ, ჩესნად გვემეგობრონ და ვინ ოხერი მათზე ვინმემ რამე თქვას?
თორე რა გამოდის ძლივს რუსის ტრაკიდან გამოვძვერით და ეხლა მაგათ გაგვიხადეს კოლონიად.....დაჟე არც კი კოლონიად
რაც შეეხება ბმულს ვიცი ეგეთები, დაჟე მაგაზე უარესებიც(ლ. სანიკიძეს ჩამოთვლილი აქვს ეგენი) მაგრამ ......მაგრამ.............. ჩვენ მაინც მაგათზე მაგრები ვართ .
..ეგე თუ არა ...
და უფრო კარგად გამოჩნდება ჩვენ ვინცა ვართ.................
ჯერ ეხლა შენ უკრაინას უყურე შორიდან, უკრაინას.... რა მოუვა იმათ ზნეს და მორალს 9 წლის მანძილზე, გავიდეს ჯერ ცხრა წელი და მერე შევადაროთ საქართველოს
ამერიკაში შიშზე დგას წესრიგი, შიშზე...... იმიტომ იყვნენ და არიან ,,ლამაზები,,(ჯერჯერობით)
ეგენი რომ ჩვენ დღეში ჩავარდნენ, ეგენი მოიქცევიაააან.............................. მტრისას და ავისას!!!
3 წლის უკან
Katana . ბაქრაძეზე გამახსენდა: ის დღეებია, საკავშირო დეპუტატობაზე რომ იყრიდა კენჭს და მთელი ეროვნული მოძრაობა ედგა გვერდში, რადგან გვეგონა, ეგ რომ წავა, ასეთი ინტელექტუალი, მთელ საქართველოს სათქმელს მოახსენებს კრემლს, როგორც ეკუთვნითო! (მეტი არ იქნა შენი მტერი! - იჯდა 2-3 დღე მუნჯად, მერე ადგა და წამოვიდა, - მიატოვა ყრილობა!).
ჰოდა, მე და ჩემმა მეუღლემ მეზობლის მეთვალყურეობის იმედად დავყარეთ ბავშვები და მივდივართ (მგონი 31-ე ქარხანაში უნდა ყოფილიყო ცხონებულთან შეხვედრა. ჩემი ბიჭი, 4 წლისა, გვეკითხება ძალიან ნაღვლიანი ხმით:
- სად მიდიხართ?
- აკაკი ბარაძის მხარდასაჭერად.
- მხარი სტკივა?
3 წლის უკან
trampi მაშინ მარტო მაგან კი არა მთელმა ქართულმა დელეგაციამ მიატოვა ის ყრილობა......მუხრანმა, ამათთან(რუსებთან) ერთად დარბაზში როგორ ვზივართო და ...ეგრევე ყველა წამოვიდა ......ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მუხრანი, ბაქრაძე ...(პარტ. ხელმძღვანელებიც იყვნენ....კომუნისტები) მაშინ ფანჯიკიძე (ჩარკვიანიც) ახმადულინას დაეტაკა.......................ქართველებს დამპყრობლები გვეძახა და იმიტომ
არადა ეგ ახმადულინა ამოვსებული ჰყავდათ ჩვენებს ყველანაირი პატივისცემით.....დაჟე წიგნიც დაუბეჭდეს 100 ათასი ტირაჟით .იმან კიდევ დამპყრობლები გვეძახა..
.მაინც ყველაფრის მიუხედავად ბაქრაძე ჩემთვის აითოლა ხომეინზე მეტია...ბევრი, ბევრი ავიღე მისგან ...... და არა მარტო მე......
..ისე არ იყო ლიდერის თვისებების ადამიანი და არც ცდილობდა ,,წინა რიგში,, დგომა--გამოჩენას ხოლმე...
3 წლის უკან
Katana . ქართული დეპუტაცია მოგვიანებით ჩამოვიდა და არა ბაქრაძესთან ერთად!
ხმა არც იმათ არ ამოუღია ყრილობაზე. ამიტომ ხალხმა შეარქვათ "დუმილის ბიჭები".
ბელა ახმადულინაზე აშკარად რაღაცას ურევ!.. (სავარაუდოდ, რიმა კაზაკოვაში გეშლება).
ბევრ რუს პოეტს, ბევრ რუს ხელოვანს უყვარდა საქართველო, (მარტო პასტერნაკის მეგობრობა რად ღირს ტიციანთან, მერე მის ქვრივთან!)... მაგრამ არავის ისე ძალიან, როგორც ბელას!
მან თარგმნა გალაკტიონი,( ჯერჯერობით, საუკეთესოდ!), ტიციან ტაბიძე, სიმონ ჩიქოვანი, ირაკლი აბაშიძე, ანა კალანდაძე ... დაწერა სიყვარულით სავსე წიგნი - "სიზმრები საქართველოზე" .
გირჩევდი, წაიკითხე ეს წიგნი და მიხვდები, შეეძლო თუ არა მას ასეთი რამე ეთქვა საქართველოზე-მეთქი, მაგრამ, მაპატიე და, არ მგონიხარ ახლა შენ ამ წიგნის მომძებნ-წამკითხველი და ამიტომ ერთ ამონარიდს მოგიყვან: "ჯანსუღ ჩარკვიანს ხშირად აქვს მონაყოლი: მოსკოვში ყრილობაზე ჩასულმა ქართველმა მწერლებმა რუსი კოლეგები მიიპატიჟეს. სუფრა გაიშალა ერთ-ერთ რესტორანში. და როცა ბატონი ჯანსუღი ხარჯის გასასტუმრებლად ოფიციანტებთან მივიდა, მათ ბოდიშის მოხდით აცნობეს, რომ ბელა ახმადულინას ნადიმის დაწყებამდე დაუტოვებია მათთვის # რაოდენობის ფული: რამდენიც დაჯდება, აქედან აიღეთო."
აქვე ლინკი იმ წერილიდან, სადაც ამას იხსენებენ: ბმული
3 წლის უკან
trampi ეგენი ვიცი ....შენ რომ ყვები ეგ ცოტა ადრინდელი ამბავია...ეგ მეც მახსოვს,(ჩარკვიანი ხშირად ყვებოდა მაგას) ...... ბოლოს კი(აფხაზეთის პერიოდში) ნაღდად მასე იყო(მენდე , თუ გინდა კიდევ მოძებნე, იქნება სადმე)
მაგრამ ... ბოლოს ესე იყო ...... განსაკუთრებით ფანჯიკიძემ(ჩარკვიანიც) აქ ჩამოსვლის მერეც გაააგრძელა იმის ლანძღვა --სუ ჯიგარს იგლეჯდა, თურმე
ეს ვინ ყოფილაო . ესენიც მაშინ ზუსტად მაგას ამბობდნენ---- გვეგონა ,,ჩვენი,, იყო და ეს რა ქნა, ,თითქოს არ იცოდეს ვინც ვაართ და რა ,,დამპყრობლებიცო,,....
3 წლის უკან
Katana . პაპა!.. არ შეგიძლია აკრიფო "ბელა ახმადულინა", შეხვიდე გუგლში და ნახო, რომ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მისი სიყვარულით არის გაჟღენთილი?!
ბელა ახმადულინას თბილისში, მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ, 80 წლის უბილეს უხდიან გრიბოედოვის თეატრში (2017 წელს) და როგორ გგონია, მოხდებოდა ასეთი რამე, მაგ შენი სადღაც ყურმოკრული და ცუდად დამახსოვრებული ამბავი რომ მართალი იყოს?!
თუ, მოსკოვის ცეკამ დაგვავალა, იუბილე გადაუხადეთ თქვენს მაგინებელსო?
შენ "გახსოვს" მისი ცუდი საქციელი, მისი ანტიქართული გამოხდომა და ქართველ მწერლებს, პოეტებს, კრიტიკოსებს არ ემახსოვრებოდათ?!
როგორ გგონია, ჯანსუღი (ცოცხალი იყო მაშინ) არ იტყოდა, ვის უმართავთ იუბილეს, თქვე ჩემისებოო?! თუ, ძალიან ხათრიანი იყო და მოერიდებოდა?!
ქალი, რომ იტყვიან, "სულს აპნევდა საქართველოსთვის" და შენ სისტემატურად ყვები, რეები უწოდა, თურმე, საქართველოს, როგორ ცუდად დააფასა ჩვენი სიყვარული და როგორ აგინა, თურმე, ჯანსუღ ჩარკვიანმა!..
კარგი, რა!!!
ხომ შეიძლება დაუშვა - იქნებ მართლა მეშლებაო?!
3 წლის უკან
trampi ფანჯიკიძესგან ეგ ისტორია ლიჩნად მაქვს მოსმენილი.... აბა იმ ყრილობიდან თუ იქ არაფერი არ მოხდა , რატო წამოვიდნენ ადრე, თანაც დემონსტრაციულად??? ვეცდები წყაროც მოგიძებნო., მოძებნაც შეიძლება .......ეგ ისტორია იყო აფხაზეთის ომის ბოლო პერიოდში.....
3 წლის უკან
trampi ბოდიში..... აფხაზეთის ომის ბოლოს კი არა, დაწყებამდე იყო, როცა იქ სიტუაცია აირია...
ყრილობა მაშინ კომპარტიისა კი არა სახალხო დეპუტატებისა იყო
მაშინ მარტო ბელას კი არა, ევტუშენკოსასც აგინეს, ვოზნესენსკისაც და კიდევ სხვებიც მიაყოლეს ხურდაში..
ძალიან ვეცდები რომ მოგიძებნო..... ბოლო ბოლო ბაქრაძის ტომეული მაქვს და იქ მოვძებნი......
3 წლის უკან
Katana . trampi: ".......ეგ ისტორია იყო აფხაზეთის ომის ბოლო პერიოდში.....ბოდიში..... ბოლოს კი არა, დაწყებამდე იყო, როცა იქ სიტუაცია აირია..."
:)
პაპა, "აფხაზეთის ომის ბოლო პერიოდშიც" და "აფხაზეთის ომის დაწყებამდეც...როცა იქ სიტუაცია აირია..." სსრკ კაი ხნის დაშლილი იყო და ესენი ვის ყრილობაზე იყვნენ წასული, ხომ ვერ მეტყვი?
თან, მოვძებნიო! :)
მიდი, მოძებნე!
კი, მოხდა "რაღაც", მაგრამ არა ის და არა ისე, როგორც შენ ავრცელებ: ჩვენები რომ ადგნენ წამოსასვლელად, ერთ-ერთი რუსი პოეტი (თუ არ ვცდები, რიმა კაზაკოვა), წამოუხტათ და რაღაც შეურაცხმყოფელი მიაძახა ქართულ დელეგაციას... რაზედაც მიუბრუნდა ჯანსუღი და სუკა პადზაბორნაიაო, უპასუხა. - ეგ იყო სულ!
შენ რომ ის წერილი მაინც წაგეკითხა, წუხელ რომ დაგიდე ლინკი, აღარ გააგრძელებდი კამათს, რადგან იქ ისეთი დეტალებია, დებილიც მიხვდება, რომ გამორიცხულია ბელასაგან ასეთი რამის თქმა კი არა, გაფიქრებაც კი საქართველოზე!..
3 წლის უკან
trampi იცოდე ვეძებ....
3 წლის უკან
Katana . როცა დაამთავრო სამძებრო სამუშაოები, გადმომძახე, - სახლში ვარ :)))
3 წლის უკან
Katana . როცა დაამთავრო სამძებრო სამუშაოები, გადმომძახე, - სახლში ვარ :)))
3 წლის უკან