„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ კლუბის ერთ-ერთ გულშემატკივარს მოულოდნელი და ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. ქვეყნის თასის ფინალში „იუვენტუსის“ დამარცხების აღსანიშნავად, ნეაპოლის ქუჩებში მოწყობილი ზეიმის დროს, „ნაპოლის“ ფანს სალვატორეს, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში კურიერად მუშაობს, მოპედი მოპარეს.
ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ინსინიე გუნდის ერთგულ გულშემატკივარს დაუკავშირდა და ბოლო მოდელის მოპედი აჩუქა.
ლორენცომ და მისმა თანაგუნდელებმა „იუვენტუსი“ მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხეს და „კოპა იტალია“ გუნდმა მეექვსედ მოიგო.