„კადიროვს არ სჭირდება ვინმეს გამოშვება, აქაც შეუძლია მშვენივრად იპოვოს ხალხი, რომელიც ვთქვათ ინფორმაციას წინასწარ მოაგროვებდა, სამწუხაროდ ასეა, მწარე რეალობაა," - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობაზე გავრცელებული ცნობების კომენტირებისას.
„რეზონანსი": რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსანდრ შერინი გიორგი გაბუნიას რუსული კანონმდებლობით დასჯას ითხოვს, მისი თქმით საქართველომ ამისთვის გაბუნიას რუსეთს უნდა გადასცეს. მანამდე გიორგი გაბუნიამ "პოსტ ფაქტუმის" ეთერიდან ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი მიმართვა გაუგზავნა...
მამუკა არეშიძე: გაბუნიას არცერთი მიმართვა ჩემთვის მისაღები არაა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი არასოლიდურია. ეს არის ქართველი ხალხის წინაშე ამის ჩვენება, რომ, აი, რა მაგარია, თორემ ისე პრინციპში პუტინისთვის ერთი პატარა ქვეყნის ჟურნალისტის ასეთი ტიპის მიმართვა კოღოს ნაკბენივითაა და მაინცდამაინც წესით არც უნდა აინტერესებდეს. თუ დაინტერესდება და თუ მართლა კილერს გამოაგზავნის, ეს მართლა მის სინდისზე იყოს, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ თავის მოქალაქეები დაიცვას.
რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებას, ეს რასაკვირველია სრული სისულელეა, რას ჰქვია გადმოგვეცით, თუ გაბუნია დამნაშავედ ჩაითვლება, მორალური თუ სისხლის სამართლის თვალსაზრისით, მისი დანაშაულის შეფასება აქვე მოხდება.
სამწუხაროდ ჩვენთან გინება ეკრანიდან იქნება თუ სოციალურ ქსელში, დასჯადი არაა, ამას მხოლოდ გაბუნიას შემთხვევაში არ ვამბობ, ტელეეკრანიდან არაერთი გინება მოგვისმენია, არა აქვს მნიშვნელობა თუ მსმენელი როგორი პოლიტიკური გემოვნებისაა, არავის არ მოსწონს ეს, გინდა ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს, გინდა ოპოზიციის და გინდა საზოგადოების, სულერთია - გინება გინებაა.
„რ": ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას საქმეში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მთავარი ფიგურანტია...
მ.ა: გვარამიამ აღნიშნა, მაგრამ ამას ყველაფერს დადასტურება სჭირდება, არ მიმაჩნია, რომ ის ადამიანი, ვინ ამ ბრალდებითაა დაკავებული, ის მკვლელი იყოს, თვითონ გვარამიამაც მერე აღნიშნა, რომ ის დაზვერვაზეა ჩამოსულიო, რაც ასეთივე არასწორია იმიტომ, რომ კადიროვს არ სჭირდება ვინმეს გამოშვება, აქაც შეუძლია მშვენივრად იპოვოს ხალხი, რომელიც ვთქვათ ინფორმაციას წინასწარ მოაგროვებდა, სამწუხაროდ ასეა, მწარე რეალობაა.
„რ": ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა, კერძოდ ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთაწმინდაზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულ შალვა შავგულიძეს გამარჯვება გაუჭირდება, ზოგადად ხომ არ მიიჩნევთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარ კანდიდატების დასახელება ნაადრევი იყო?
მ.ა: ნაადრევს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ერთმანეთთან შეჯახების ეტაპი გავლილი უნდა ყოფილიყო და რაც უფრო ადრე მოხდება და არჩევნებამდე რაც უფრო დალაგდებიან, მათთვის უფრო უკეთესი იქნება. ყოველ შემთხვევაში ლოგიკა ამას გვკარნახობს, მაგრამ ზოგადად ის, რომ როგორც თბილისში ისე რეგიონებში ოპოზიციას შორის დაძაბულობა იქნება, ამას წყალი არ გაუვა და ეს ფაქტია.
მე ორივეს (შავგულიძეს და ელისაშვილს) საკმაოდ კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი პოლიტიკური აქტივობა ასეთი მასშტაბური არ იყო და მინდა გითხრათ, რომ ორივეს თავის პლიუსები და მინუსები აქვს.
პუტინს და კადიროვს სუ დიშლაზე არ ჰკიდია ორივეეე??
ყველამ იცის რომ გაბუნიას და კილერის ამბების ავტორ შემოქმედი მხოლოდ და მხოლოდ მიშაააა
და ყველაფრის მიუხედავად მაინც ......................... ეს ,, მეგობრები,, დიდის სერიოზულობით ცდილობენ ამ საქმესთან პუტინის დაკავშირებას, რომ თავიააანთ მამაძაღლის ჩათლახობები საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად არ გაფორმდეს..
არადა თავიც ბოლოც და შუაც, მხოლოდ და მხოლოდ მიხოა და მიხო...................................გაბუნიას გასუხარება მიხოს და მის ბანდას ,,დიდი რევოლუციური საქმისთვის,, (გადატრიალება---გადმოტრიალება) სჭირდებოდა.....
ბიძა მოგვიკვდა კოლია, მითომაც არა გყოლიაო---- ზუსტად ესე იქნებოდა გაბუნიას საქმე......... ერთით მეტი, ერთით ნაკლები---- რა მოხდა, ერთი გაბუნია აქეთ იყოს, იქით იყოს.......
ის თარგამაძე ხომ კინაღამ ტრაკში ააფეთქა...................ესე უპირებდა ამასაც........ ..მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ .....