„პარი სენ ჟერმენი“ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგაზე ედინსონ კავანის და ტომას მუნიეს ვერ დაიხმარს. RMC Sport-ის ინფორმაციით, ურუგვაელმა და ბელგიელმა გადაწყვიტეს, რომ კლუბთან კონტრაქტი დროებით არ გაახანგრძლივონ.
გადაწყვეტილია, რომ ორივე პარიზს დატოვებს, მაგრამ აქამდე განიხილებოდა ვარიანტი, რომ პსჟ-ში აგვისტომდე დარჩებოდნენ. თუმცა, არა, 1 ივლისიდან ისინი კლუბის წევრები აღარ იქნებიან.
რაც შეეხება ტიაგო სილვას, რომელიც ასევე დატოვებს გუნდს, ბრაზილიელს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, აგვისტომდე დარჩეს თუ 30 ივნისამდე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1 დასრულებულია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ მეოთხედფინალშია.